სტატუსები

მოგეხსენებათ ეს სოცილური ქსელები ისე გაჯაზდა და გავიდა თავს რომ უკვე მრავალი ანომალია შეიძლება აღმოაჩინო, ან უბრალოდ იგრძნო. ხოდა, ბევრ ინფორმაციებს, გასართობებსა, ”ლინ-ბიფ-სტატუსებს” შორის ყველაზე სახალისო მაინც ნერვოზიანი პირწიგნაკელია, რომელის ამოცნობაც მარტივად, შემდეგი სტატუსებით შეიძლება:

  • ახალი წელი – “ნუ გაახურეთ რა ამ მოლოცვებით”, “დამღალა ამ მოლოცვებმა, მოვა კიდევ ხალხო რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრეთ”;
  • ვალენტინობა ან რამე მსგავსი – “შეყვარებული არა ის” “ვალენტინობა არა იხვი” და ა.შ;
  • საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი – “ნუ ამიჭრელეთ ვოლი ამ ფეხბურთით” “ფეხბურთს ფბზე ვკითხულობ”;
  • აირჩიეს რომის პაპი – “გავიგეთ რომ თეთრი კვამლი ამოვიდა” “გავიგეთ რომ რომის პაპი აირჩიეს”;
  • მიმდინარეობს დებატები აქტუალურ თემაზე: “საგაგებია რომ დიპლომი აქვს” “ჰქონია დიპლომი” “გაიკეთოს ეს დიპლომი, ხალხ რამე სხვაზე დაწერეთ”;
  • ფბ აპლიკაციები – “ნუ მიგზავნით თამაშეეებს” “ნუ შემეცით ამ თამაშებით” “თამაშებს ნუ აგზავნით ხალხო”;
  • ასევე საინტერესოა ამინდის პროგნოზის გამცნობი ფრენდები და მათი მტერი ფრენდები, რომლებიც მუდმივად უკრიტიკებენ სტატუსებს და მიანიშნებენ, რომ ამინდს თავადაც ხედავენ.

Facebook-hoax

არ(უ)სათაურო

ქართული სოციალური მედია ნელ-ნელა ძალას იკრებს. ასევეა Facebook-ც, რომელიც ბოლო დროს ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლის ველად იქცა. პრეზიდენტის  გვერდის რეკლამას Youtube-ზეც კი შეგხვდებათ, ასევე უამრავია ბიძინა ივანიშვილის, თუ სხვა ოპოზიციონერების რეკლამები და გვერდები ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში. პარლამენტის თავჯდომარე კი იმდენად დაახლოვდა ”ფრენდებთან”, რომ ჩაიზეც დაპატიჟა. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტ მომხმარებლები უკვე საკმაოდ დიდი ძალაა და პოლიტიკოსებს ისინი სჭირდება. განსაკუთრებით კი ის ხალხი სჭირდებათ ვინც ამ სივრცეში დიდ როლს თამაშობენ და ესენი რაც არ უნდა ღმამაღლა ჟღერდეს ბლოგერებია. ვთვლი, რომ ქართულ ბლოგოსფეროს აქვს პოტენციალი ინტერნეტ ამინდი შექმნას და აზრის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრ ბლოგერს თავად არ სჯერა.

ეს საკითხი ბოლო რამოდენიმე დღეა რაც აქტუალური გახდა და საფუძვლად უდევს ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან. ამ მოვლენას ორგვარი შეფასება მოყვა  და ვფიქრობ ორივე მათგანი გარკვეული კუთხით მცდარია. პირველი არის ის, რომ თავისუფალი ბლოგერები არ უნდა ხვდებოდეს მინისტრს, რადგან ეს მოსყიდვის ტოლფასია (დაახლოებით მსგავსი, მაპატიეთ ფორმულირება). ამ აზრს კი მოყვა იქ მყოფი ბლოგერების ცინიკური განცხადებები გადახდილ ფულებზე, წარსული ”გრეხების” შეხსენება და ათასგვარი ურთიერთ ბრალდებები.

პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იქ მყოფი ბლოგერები უკვე მოსყიდულია ან რომელიმე მათგანი მთავრობის ფანი გახდა. თუმცა ვფიქრობ მინისტრის გააქტიურება და არამარტო მისი, აუცილებლად რაიმე სარგებლის მიღების მოლოდინითაა გამოწვეული. მაგალითად ლოიალური ურთიერთობის სურვილით ზოგიერთ მედიის წარმომადგენელთან, რაც შემდეგში ხელის შეუშლის მათ ობიექტუორობას. (ბლოგინგი კი სუბიექტურია, მაგრამ აქ ვგულისხმობ ობიექტურ რეალობაზე თვალის დახუჭვას, ფაქტების არ ასახვას)

არ ვიცი იქნებ ძალიან დრამატიზირებას ვახდენ ამ მოვლენების, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი დიდია ჩრიდილოკორეული მისწრაფებები, რომ წარმოუდგენელი არაფერია. ერთადერთი ადგილი ხომ ინტერნეტია სადაც დამოუკიდებელი აზრი არსებობს და ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა ისიც გააკონტროლოს.

ბლოგერები ძალიან კარგად მოაზროვნე და პროგრესულ ახალგაზრდებად მიმაჩნია. მათი საქმეა სად წავლენ და რას გააკეთებენ, უბრალოდ მინდა, რომ უფრო მეტად დააფასონ საკუთარი პოტენციალი, დრო არ ხარჯონ უაზრო კამათში და ერთმანეთის ლანძღვაში.

:მშვიდობისსმაილი:

Google + VS Facebook

გუგლმა ახალი სოციალური ქსელი Google + შექმნა. ინტერნეტის მომხმარებლების ნაწილში ახალი ქსელის მიმართ დიდი მოლოდინია და ფიქრობენ რომ ის შეძლებს Facebook-ის ”ჩაძირვას”. ქსელი ჯერ მხოლოდ Beta ვერსიაა და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. ქსელში მოწვევა უნდა გამოგიგზავნო უკვე იქ მყოფმა User-მა და აუცილებლად უნდა გქონდეთ Gmail.

მე სულ რაღაც ერთი დღეა რაც აღმოვჩნდი Google + -ში და უკვე გარკვეული დასკვნები გავაკეთე, თუმცა, ვფიქრობ ჯერ ადრეა საბოლოოდ გადავწყვიტოთ გამარჯვებულის ბედი ამ ორ ქსელს შორის. Google + – ის უპირატესობასი შეიძლება ჩაითვალოს Hangout, რაც ნამდვილად კარგი დამატებაა სოციალური ქსელისთვის, ასევე აღსანიშნავია ის, რომ გუგლის ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია ერთად და არც ცალკე რეგისტრაცია საჭირო ქსელში შესასვლელად. მოკლედ მთელი გუგლი ზრუნავს თქვენი კომფორტისთვის. 🙂

რაც შეეხება Facebook-ს, მგონია რომ მისი ჩამოწერა ასე მალე არასწორია, თუმცა ფაქტია ახალი სოციალური ქსელი უკვე ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს და აშკარად სერიოზული კონკურენტია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საცდელი ვერსიაა და ბევრი ფუნქცია ვერ გავიგე კარგად.

გიორგი მანთიძე 

 

შეუცვლელი წიგნი?!

სკოლაში 5 წლის შევედი, მას მერე ვსწავლობ, მაგრამ თანდაყოლილ სიზარმაცეს ვერაფერი მოვუხერხე. თავიდან ეს თვისება კარგი მეგონა, ქართველი ხომ ზარმაცი და ნიჭიერია. ხოდა მეც თავს ვიწონებდი იმით, რომ სახლში მეცადინეობის გარეშეც შემეძლო მხოლოდ სკოლაში წაკითხულით მომეყოლა გაკვეთილი. პირველ კლასში კალიგრაფიისთვის ერთი და იგივე ასოს მაწერინებდნენ სპეციალური რვეულის ფურცელზე. მერე თანდათან სწავლა უფრო გართულდა და პიკს ვეფხისტყაოსანის ზეპირობასთან მიაღწია, რომელიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა და არ მიყვარდა.

ჩემდა სამწუხაროდ სიზარმაცემ წიგნებთანაც ვერ დამამეგობრა, პატარა როცა ვიყავი მინდოდა სხვას წაეკითხა ჩემთვის, როცა მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო უფრო გავბრაზდი. ბოლო დროს გარკვეული პროგრესები მაქვს, სავარაუდოდ გამოსწორების გზას ვადგავარ (იმდენი შენ რა გითხარი © ჩემი მეორე მხარე).

ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო, როცა ინტერნეტ კაფე ვიხილე და შესაბამისად კომპიუტერთან დავჯექი. მალევე მივხვდი რომ კაი რამე იყო და მგონი აღარც დავშორებივარ. ურთიერთობა დაიწყო თამაშებით, თუმცა მალე ინტერნეტზეც გადავერთე. ინტერნეტი თავიდან გასართობი საშუალება იყო, გაცნობა და ა.შ. ცოტა ხანში შეიძინა უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, სასწავლო მასალების მოძიება და კითხვა. მოკლედ რომ მივიდე სათქმელთან კომპიუტერმა უფრო დამაახლოვა კითხვასთან, აღარ მეზარებოდა დავალების გაკეთება, თემის წერა და ა.შ.

  • რა თქმა უნდა ეს მაგალითი ყველასთვის არ გამოდგება კითხვის შესაყვარებლად.

ძირითადად კომპიუტერის მინუსად მიიჩნევენ ბევრ ”საცდუნებლებს” რის გამოც ქსეროქსით მეცადინეობა ურჩევნია უმეტესობას, ხანდახან მეც, რადგან მაინც ”წიგნის თაობა” ვარ. თუმცა ფაქტი ერთია, თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონკურენციაში წიგნი დაიჩაგრება და დროის გარკვეული ეტაპის შემდეგ სამუზეუმო ნივთად იქცევა. ბევრი ამ პროცესში ტრაგედიას ხედავს, რაც ლოგიკურია, მაგრამ აღსანიშნავია ”წიგნის თაობას” არავინ არაფერს ართმევს და შუძლიათ კვლავ დატკბნენ წიგნის გადაფურცვლის ხმით, ხოლო მომავალ თაობაში მაგ ხმას სხვა ჩაანაცვლებს.

მოკლედ მოიმატებს თუ არა წიგნის კითხვა ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ძნელი სათქმელია. თუმცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ავტომატურად უკითხავობას უდრის გადამეტებულია. მაგალითად, ქინდლი იმდენად მოსახერხებელი ხელსაწყოა კითხვასაც მოანდომებს ადამიანს. 🙂

ეს ვიდეო დღეს მეგობარმა დამიდო Facebook-ზე და პოსტის მუზაა 🙂

ბევრი წიგნი ერთ ”ხელსაწყოში” 🙂