Freedom Music Georgia

კარგი ივენთის ნაკლებობა საქართველოში ნამდვილად არის, თუმცა თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებასავით. 8 ივნისს Freedom Music Georgia-ზე მოვხვდი. ღონისძიება 22:00-სთ-ზე იწყებოდა საზოგადოებრვივი მაუწყებლის პავილიონში და მე როგორც მჩვევია ხოლმე ცოტა ადრე მივედი, მიყვარს თავიდანვე ყველაფრის დაფიქსირება, თუ როგორ გადიან Face Control-ის, როგორ იქცევიან დათრობამდე და დათრობის შემდეგ მითუმეტეს 🙂

პავილიონი საკმაოდ დიდი სივრცეა და შესაბამისად შემოსვლის მსურველებიც ბევრი იყო, თუმცა ყველა ვერ მოხვდა, ზოგი არ იყო 18 +, ზოგი კიდე იყო, მაგრამ ნასვამი. საბოლოოდ დარბაზიც შეივსო და მუსიკას აცეკვებული სხეულებიც შეემატა.

კარგი მუსიკის და სასმელის გარდა საინტერესო იყო სხვადასხვა ზონები, სადაც შეგეძლოთ Dj-სთან ერთად დაკვრა გესწავლათ ან მომდევნო Freedom Music-ისთვის სასურველი მუსიკოსისთვის მიგეცათ ხმა.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან ამ ღონისძიებას აუცილებლად ექნება გაგრძელება და შემდეგი Freedom Music უკვე როკს ან ჯაზსს მიეძღვნება.

რაც შემეხება მე, ამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საღამო გავატარე, ბევრ მეგობართან ერთად კვირის დასასრული სწორედ ასეთი უნდა იყოს ხოლმე, კლუბური გარემო, ბევრი სასმელი, კარგი ხალხი და ადგილები სადაც ცეკვისგან დაღლილს დასვენება შეგეძლებათ. ძალიან გავერთე Dj-ის აპარატურასთან და ვფიქრობ ხომ არ ვცადო დაკვრა 🙂

p.s. აქ იხილეთ ფოტოები.

გალერეა

ღამე თბილისში

This gallery contains 7 photos.

რამოდენიმე წუთია რაც სახლში დავბრუნდი (28/04/2012   04:45). საერთოდ, ღამის ცხოვრების დიდი მოყვარული არ ვარ, თუმცა საერთოდ არ მიყვარს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თან, რაც ღონისძიებების ორგანიზების სააგენტოში ვმუშაობ, კლუბებთან ხშირი შეხება მაქვს, ძირითადად, საქმიანი, მაგრამ უკვე გავერკვიე თბილისური ღამის ცხოვრების … Continue reading