ადამიანები იცვლებიან?!

ექიმ ჰაუსს თუ დავუჯერებთ, არა…

მეორე თვეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი საცხოვრებლად და თითქმის ყოველ დღე ვხვდები ხალხს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. უმეტესობა მათგანი სულ სხვანაირი მეჩვენება, ამიტომ, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, იცვლებიან თუ არა ადამიანები.

წლების წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, თუმცა არც ისე ახლოს. იყო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ეცვა ფერადი ელასტიკები (მაშინ არავის ეცვა), დიდი საყურეები ეკეთა, სიგარეტს ეწეოდა (ესეც იშვიათი იყო მაშინ. ჩემს ირგვლივ მაინც). სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და ოცნებობდა გერმანიაში წასვლაზე. მოკლედ, ათას ადამიანში გამოირჩეოდა. გარედან საინტერესო ჩანდა, შინაგანად არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობდი.

რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმანეთს არ მივესალმეთ. არ ვიცი, თუ მიცნო. ეცავა ძალიან ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, თმა ქონდა შეღებილი საშინლად. არაფერი  ფერადი. ჩანდა საშინლად დაღლილი. მუშაობს სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. გული დამწყდა. როგორც ჩანს, გერმანიაში არ/ვერ წავიდა. ან წავიდა და ჩამოვიდა. არაფერი გამორჩეული და საინტერესო.

იმ დღის შემდეგ სულ  ვფიქრობ, ნეტა შინაგანადაც შეიცვალა? მგონია, რომ კი…

მგონია, რომ მეც ვიცვლები, იმის შემდეგ, რაც საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი.

ეეჰ, ექიმო ჰაუს, ადამიანები იცვლებიან…

Advertisements

გამოურთეთ ტელევიზორები ექიმებს

ოციანი  წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფაკულტეტის აწ უკვე ნასტუდენტარ ექიმებს, უაღრესად საქმიანი სახითა და სწრაფი ნაბიჯით მოარულთ ბევრს შეხვდებით საქართველოში არსებული კლინიკების უმრავლესობაში.

ჰიპოკრატეს შეფიცულებს თეთრი ხალათი და დიდებული აქსესუარი ფონენდოსკოპი (ყელზე ან გულის ჯიბეში) გამოყოფს უბრალო მოკვდავებისაგან .

მხოლოდ მათ შეუძლიათ საოცრად კომპეტენტური და გაყინული სახით, უემოციოდ ამცნონ 16 წლის გოგონას მოსალოდნელი დაყრუების შესახებ მაშინ, როცა თურმე ეგრედ წოდებულ ცხვირის სპრეის შეუძლია “პრობლემის მოგვარება”.

-მამა, ყურს ჩაგიხვრეტთ მერე ფირფიტას მიგამაგრებთ, ნუ რა ვქნათ მამა 70% დაგაკლდება სმენა მაგრამ , მამაა…

დედიკო, არაფერი არ უშველის შენს თვალებს და ჯობია მოერიდო ცოტა შვილო… და ა.შ. 

ამ ყოველივეს ემატებოდა საკმაოდ აქტუალური სერიალები “გრეის ანატომია”, “სასწრაფო”, მაგრამ ეგ არაფერი კულმინაციას ამ ბოლო წლებში უპოპულარულესი სერიალის, “ექიმი ჰაუსი”-ის ქართულ ტელესივრცეში გამოჩენამ მიაღწია.

სხვათაშორსი ჰიუ ლორი გაგიკვირდებათ და თურმე ქართველი ყოფილა, მეტიც, კახელი და თურმე მართლაც ბავშვობიდანვე საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოვებული.ნუ ფეხი რაზე დაიზიანა ეს უკვე აღარაა ცნობილი. არ ამხელენ უბრალოდ. 🙂

ნუ უფრო გამოცდილმა და მატრაკვეცა ექიმებმა განაცხადეს, რომ ტერმინები რომლებიც სერიალში გამოიყენება მაგალითად: არტერიული ჰიპოტენზია, ნეიროცირკულარული დისტონია,  ჰემორაგიული ვასკულიტი,  გუდპასჩერის სინდრომი, პარაპროტეინემიული ჰემობლასტოზები და ა.შ სამედიცინო ტერმინებს არ შეესაბამება.

ისეთმა ანომალიებმა (ექიმებზე ვსაუბრობ) რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ შეუძლიათ გახდნენ არაბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული მუსიკოს – ცინიკოს – დიაგნოსტიკოსები, თეორიის პრაქტიკაში გატარება გადაწყვიტეს და ამ რამდენიმე თვის წინ პირველი პოტენციურად წარმატებული პაციენტი (69 მამაკაცი) შემოაკვდათ ”რამდენიმე დუბლში” სანამ დიაგნოზს მოიფიქრებდნენ. სამწუხაროდ “სერია” წარმატებული არ აღმოჩნდა და  ამვადმყოფი სრულიად ბანალური დაავადებით (უბრალო მოკვდავნი სეფსისს რომ ვეძახით) გარდაიცვალა.

ამ და კიდევ ბევრი სხვა გარემოების მსხვერპლ საზოგადოებას, რომელსაც თეთრი ხალათი არ აცვია, ფონენდოსკოპით მხოლოდ  ბავშვობაში უთამაშია ინტერვიუობანა და 6 წლის მანძილზე მხოლოდ “ჰიპოკრატე”ს წერა არ უსწავლია, ორი გამოსავალი რჩება: ან ცუდად არ გახდეს, ან თვითონ იჰაუსოს. (ორივე არც ისე მარტივია)

ექიმებს კი კარგი იქნება თუ ტელევიზორებს გამოურთავს და დედამიწაზე დასაბრუნებელ ბილეთებს შეუძენს ვინმე !!!