ზაფხული 2011

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია მთელი რიგი მიზეზების გამო და როგორც ნამდვილ ეგოისტს, მეგონა, რომ სხვებისთვისაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.  იმედები გამიცრუვდა.

ამ ზაფხულსაც, როგორც წინა წლებში, ბანალურად, დაიწყო პანიკა გველებისა და კალიების შემოსევის შესახებ. მეგონა, გიგანტური კალიები ივლიან ქუჩებში, ამოვლენ ავტობუსებში და დასჯიან სუნიან ადამიანებს, მაგრამ არაფერიც. ჯერ-ჯერობით, რაც მოვისმინე, არც ერთი გველი არ აღმოჩენილა შხამიანი და  არც კალიებს შეუჭამიათ ვინმე. მოსავლის გარდა. (მაგას თან რა კითხვა დაესმის).

წელსაც აღმოჩნდა, რომ მზე განსაკუთრებით მწველია და ზღვა-განსაკუთრებით საშიშად დაბინძურებული (ეტყობა მთვარის ეტლი შეეჯახა რამეს). ამიტომ, უნდა დავრჩეთ დედაქალაქში და მზისგან თავის შესაფარებლად კუს ტბაზე წავიდეთ. (აქ: შეფარება= 40 გრადუს სიცხეში მზეზე გათანგულ წოლას).

წელსაც, როგორც ყოველთვის, როდესაც დანარჩენი ქვეყანა იწვის, ჩვენს საზღვაო კურორტებზე წვიმს. ტელევიზიაში კი გვიმტკივებენ, რომ ბათუმი არის ქალაქი, სადაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ წვიმდება და საერთოდაც, სეზონი 9 თვეს გრძელდება. ხოდა, ჩვენც გვჯერა და დასასვენებლად ოქტომბრის ბოლოს მივდივართ. (მანამდე წვიმიან ბათუმში ფასებს ცეცხლი უკიდია, ტრადიციულად).

ასე ნელ-ნელა მშხამდებოდა განსაკუთრებული ზაფხული, როცა ბეწვზე გამოლეღვებამ მომისწრო. წელს, როგორც არასდროს, ადამიანები გასარუჯად ლეღვის ნახარშს იყენებენ! კიდევ კარგი, თორემ მოწყენილობით მოვკვდებოდი!  აღარ გამიგია ამდენი ლუდის გადასხმა ტანზე და გასარუჯი კრემები! ბოლოს და ბოლოს გავიგე, რატომ ამბობდნენ, ნამდვილი ლეღვიაო!

პ.ს. ამერიკაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სიცხისგან. მართალი ყოფილა დათო ტურაშვილი, როცა წერდა, ხალხმა ტელევიზიით თუ არ მოისმინა, რომ მზეზე არ უნდა დადგეს და წყალი უნდა დალიოს, ისე ვერ ხვდებაო. მაგათ კიდევ რამე ეშველებათ, ჩვენს გამოლეღვებულებს გაფრთხილებაც რომ აღარ შველით?!

Advertisements

”ჩაგრული” მადრიდი

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით, 2011 წლის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა ელ კლასიკოები იყო. პირველ კლასიკომდე დაწერილი ჩემი პოსტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და თითქმის ბოლომდე ასრულდა, თუმცა მთავარი მაინც ვერ გამოვიცანი. მთავარი კი ამ დაპირისპირებებში სკანდალები იყო (ყოველ შემთხვევაში ცოტა ხანი მაინც იქნება მთავარი).

სიმულიანტობით და ”ჩაგვრით” დატანჯული მადრიდელები საჩივარს საჩივარზე აგზავნიან უეფაში და არის ერთი აურზაური. ბოლო დროს სერხიოს დასჯას მოითხოვდნენ, მარსელოს მაიმუნი უწოდაო, თუმცა უეფამ არ დასაჯა რასიზმში დადანაშაულებული. ამ ფაქტმა აღაშფოთა ქართველი ”კომპეტენტური” რეალის ფანები და მოითხოვენ უეფას ”თავგასულობის” დასრულებას. ნამდვილად სასაცილოა რასიზმთან დაკავშირებული ქართველი მადრიდისტების გამონათქვამები, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე კომენტის გადახედვის შემდეგ, რეალის საიტზე აღმოაჩენთ ისეთ რასისტულ და დამამცირებელ გამოანთქვამებს, როგორებიცაა: ”რას გავს ეგ შავი ადებაიორი”, ”ლილიპუტი და მახინჯი მესი რომ რონალდუს აჯობებს…” და ა.შ.

უბრალოდ ნახეთ

მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთს მსგავსი ფაქტები ამახინჯებს და არ უხდება, მაგრამ რატომღაც სადაც მაურინიოა ყველგან იგივე სიტუაციაა, ხოდა გეკითხები რატომ ჟოზე? რატომ? თარჯიმანზე ძალიან კარგი სტატია დაიწერა ”ტაბულას” ბლოგზე და მეტს უბრალოდ ვერ დავამატებ.

2011 წელს გამართული 5 კლასიკოდან, მხოლოდ 1 დასრულდა რეალის გამარჯვებით, დანარჩენი 4 ბარსასთვის სასურველი ანგარიშით დამთავრდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, რეალი ლა ლიგაში მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე აღარაა.

პ.ს. ს/კ ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა 2011/12 წლის სეზონისთვის. ფორმაზე გულზე აღარ წერია “Unisef”, თუმცა მასთან ურთიერთობას ბარსა არ გაწყვეტს, უბრალოდ წარწერამ უკან გადაინაცვლა, ნომრის ქვეშ.

გუნდს ჰყავს ახალი სპონსორი და პირველად კლუბის ისტორიაში გულზე ბარსა იწერს სწორედ მის სახელს: “Qatar Foundation”. მე პირადად ფორმა მომწონს, განსხავავებულია წინაზე და ლამაზიცაა. ვნახოთ რამდენი ტიტულის მომტანი იქნება.



                                             ახალი ფორმის მეტი ფოტოს სანახავად დააჭირეთ აქ და აქ!