პანიკა რიკოთის უღელტეხილზე

ჩემმა მეგობარმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ამ წუთებში რიკოთის უხელტეხილზე 10 კმ-იანი საცობია და სამაშველო სამსახური ვერ აღწევს დანიშნულების ადგილას, მაგრამ რა მოხდა და რატომაა საცობი არ დაუზუსტებია.

ტელეფონი არ იჭერსო, გადარეკვა რომ ვცადე არ გადის. როგორც შემატყობინა ხალხში პანიკის ნიშნები შეინიშნება.

კიდევ თუ რამეს გავარკვევ ბლოგზე დავწერ.

Advertisements

გაუმარ… ჯოს… ჯოს…ჯოს

რუსთაველის თეატრში ახალი სპეკტაკლი რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ დადგა. პიესის მოქმედება საფრანგეთის ერთ პროვინციულ სოფელ ბუშონში მიმდინარეობს, თუმცა ქართული რეალობიდან სულაც არაა შორს, მეტიც, შეიძლება ითქვას რეჟისორის ჩანაფიქრი სწორედ ქართული რეალობის კომიკურ-სატირულად გადმოცემა იყო.

ერთ მოქმედებიანი კომედია ნამდვილად არ იძლევა მოწყენის საშუალებას. ბუშონელების პატივცემული მერი სიამაყით აცხადებს: ”გაიხსენეთ, რას ნიშნავს ბუშონი _ საცობს. ასე რომ, ჩვენი ვალია, ყველა ნახვრეტს მოვერგოთ!” თუმცა, ჩვენს თვალწინ, დამოუკიდებლობის მაძიებელი ბუშონი სეპარატისტული რეგიონების სიმბოლოდ იქცევა და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ევროკავშირს, ორგანიზაციას, რომლის სუფსიდიებითაც ცხოვრობს.

თემა ცოტა ბანალური და გადაღეჭილი შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა სპეკტაკლი საბოლოო ჯამში კარგი საყურებელია და ეს პირველ რიგში მსახიობების დამსახურებაა. სპეკტაკლში სულ 4 მსახიობი იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა ქეთი სვანაძე მაინც ყველაზე მეტად მომეწონა, შეიძლება სქესის გამოც.

გაუმარჯოს ბუშობს რუსთაველის თეატის აფიშაზე შესვენების მერე, სექტემბერში ისევ გამოჩნდება და შეგიძლიათ ნახოთ. ბევრი სიცილი გარანტირებული გაქვთ და რაც მთავარია სპეკტაკლი დაგიტოვებთ საფიქრალს.