ბიძინა ივანიშვილი და სექსი

ქართულ ბლოგოსფეროში ეს ორი თემა ყველაზე აქტუალურია. მეორე ზოგადად ყოველთვის იყო ”მოთხოვნადი”, აი პირველი კი ბოლო დროს გახდა ყველა კედელზე თუ ბლოგზე  განხილვის საგანი. მე არც ერთის მიმართ პრობლემა არ მაქვს, ჯერჯერობით და ამიტომ, როგორც ქართული სოც. მედიის ნაწილი, არ ჩამოვრჩი ტენდენციებს.

ხოდა ორივე გავაერთიანე და აჰა თქვენ პოსტი სადაც პირველად ვახსენე სექსი, ნუ  სათაურში მაინც პირველად და რაა ის ბლოგი სადაც ”ეს” © მაია არ დაწერილა.

პ.ს. მაპატიეთ ვინც მართლა ელოდით პოსტს ამ თემაზე , ვიმაიმუნე ცოტა 🙂

რა ”სარგებლობა” მოაქვს სკოლას

საშუალო მონაცემების სკოლას საქართველოში, ისეთს, როგორიც არის უმრავლესობა (ყოველ შემთხვევაში, 4 წლის წინ იყო), თავისუფლად შეუძლია მოზარდის ფსიქიკის თუ არა, აზროვნების დამახინჯება მაინც!

წლების განმავლობაში მიყვარდა სკოლა.  მერე შემზიზღდა. მალე 4 წელი გავა, ერთხელაც კი არ მომნატრებია. მაგ 11 წლიდან  უდიდესი ნაწილი დაკარგული მაქვს და არაფერი მისწავლია.

საშუალო ქართულ საჯარო სკოლაში, თითოეულ კლასში არის 40მდე მოსწავლე, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრია. არ შეიძლება ამდენ ინდივიდთან მუშაობა, როცა ასაკი ძალიან რთულია და აზროვნება ჯერ ჩამოუყალიბებელი. (თორე ლექციებზე 100 კაცი ცოტა მეჩვენება ზოგჯერ).

როგორც წესი, მასწავლებლებს ჰყავთ საყვარელი მოსწავლეები, რომლებიც ბეჯითები არიან და დანარჩენებს არაფრად აგდებენ. არადა, სწორედ ზარმაც და ცუდ მოსწავლეს უნდა მიდგომა და დაინტერესება, თუ კარგი პედაგოგი ხარ.

წლები გადის, ხოლო სწავლების მეთოდები არ იცვლება. ვერ შეიგნეს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ნაციონალისტური ფრაზები, რაც მაშინ ალბათ აუცილებელიც იყო, ახლა დამღუპველი შედეგის მომტანად შეიძლება იქცეს.  ვერ გაიგეს, ვინ უნდათ, რომ გაზარდონ, ნაცისტი?!

ხო, ლოგიკურად და საერთოდ აზროვნება.  ეს ის ძირითადია, რაც სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს, თორე ლოგარითმები ან რომელიმე კონკრეტული ავტორის კონკრეტული ლექსის დაზეპირება სულაც არ უნდა იყოს თვითმიზანი.  არადა, სკოლის პედაგოგთა უდიდეს ნაწილს არ უყვარს მოაზროვნე ბავშვები. არ უყვართ საპირისპირო აზრის მოსმენა და საერთოდ, აზრის მოსმენა. აზრები,ალბათ მარტო კლასიკოსებს უნდა ჰქონდეთ.

წლების განმავლობაში არ იცვლება ე.წ ,,თავისუფალი თემები”. ხომ არ შეიძლება მეხუთე კლასშიც გაზაფხული ადიდებინო ბავშვს და მეათეშიც?! გაზაფხული, სამშობლო, მთა-ბარი… რა  მნიშვნელობა აქვს! მთავარია, რამე ადიდებინო.

სკოლებში ყველაზე მეტად მაინც იმის ნაკლებობაა, რომ მოსწავლე, როგორც თანასწორი, ისე აღიქვან. არაფერს ვამბობ ბავშვების ცემაზე, რაც განათლების სისტემის ნაკლი კი არა, ცალსახად დანაშაულია.

ეეჰ, არადა, რა წლები დავკარგე არაფრის კეთებაში. თან, რაც ყველაზე ცუდია, ნახევარი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სწორად მიმაჩნდა მაშინ.

პოსტი, რა თქმა უნდა , ზოგადია და არ შეიძლება ერთნაირად ეხებოდეს ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს.

პ.ს. თუ თქვენ ისეთ სკოლაში სწავლობდით, სადაც არაფერი ხდებოდა ისე, როგორც მე დავწერე, გილოცავთ და ცოტა მშურს კიდეც თქვენი.