ორსულობა, ჯვრისწერა, ქორწილი, ჩხუბი – ანუ ქართული ბედნიერების კანონზომიერება

ქეთი თურქაძე

არ შემეძლო არ დამეწერა შთაბეჭდილებები, რომელიც ასე უხვად გადმომყვა გუშინდელი  “ბედნიერების სუფრიდან”. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი დეიდაშვილი  მისმა ყოფილმა კურსელმა (2 თვე იცნობდნენ მხოლოდ, მერე გათხოვდა)  დაპატიჟა  მეჯვარედ, ანუ პატარძალმა და მეჯვარემ ერთმანეთის გვარი, მოგვიანებით გაიხსენეს, ისე კი სახეზე ახსოვდათ ერთმანეთი. ეს წმინდა და გაცნობიერებული ნათესაური კავშირი სულ რაღაც 300 ევრო დაუჯდა თეოს, ნუ თეოს რა, საბერძნეთში გადახვეწილ დეიდაჩემს. პირველი პრობლემა: კატეგორიულად მოგვთხოვეს მორთულ–მოკაზმულებს, ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით  გვესარგებლა და დანიშნულების ადგილზე, თვითონ მივსულიყავით! უკვე დაბალი დონის მაჩვენებელმა  მაღლა იწყო სვლა და დამერწმუნეთ, ასე დინამიურად მიიწევდა დღის დასასრულამდე, სულ ზევით ზევით და მაღლა და მაღლა.

ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მოგვაკითხეს და 30 წუთში თავი ამოვყავი, ხრიოკ ადგილას, მამალ გარეუბანში. ნუ პატარძალს 4 თვის სათუთად გამობერილი მუცელი შილიფად შეენიღბა თეთრი მაქმანებით, სიძე ბატონი კი იშვიათად ალაპლაპებულ  ”შარვალ – კასტუმში”  თამამად დააბიჯებდა.  ავედით ოჯახში, ჯალაბითურთ. მეჯვარემ საკმაოდ ძვირადღირებული ბეჭედი აჩუქა “დედოფალს”, რომლისგან მადლობა არც მე გამიგია და არც სხვას. 🙂 ნერვიულობას დავაბრალოთ. ნათესავების დაჟინებული მოთხოვნით, ქალს  ხელები და ზოგადად სხეული, დაუხუნძლეს ყველა იმ სამკაულით (გნებავთ ალაფით) რაც მარტოობასთან 18 წლიანი ომის გამარჯვებით დამთავრებამ მოუტანა.

წავედით სამების საკათედრო ტაძარში, სადაც თუნდაც ელემენტარული ეტიკეტის და სხვისი კულტურულ–რელიგიური წარმოდგენების გამო, 20 წუთით  გავხდი მანდილოსანი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. გამოგიტყდებით და რაც გუშინ სამებაში “ნაშობა” მოძრაობდა ,თავისი უმოკლესი კაბებით და უგრძესი ფეხებთ,უთეთრესი კბილებითა და უშავესი,გარუჯული კანით,ზღვის  კურორტებზეც არ მინახავს. მე ამაზე გაურკვეველი რეაქცია მქონდა, ზოგს გარკვეული ერექცია. ერთ–ერთ მეჯვარეს კაბა მუხლს ზემოთ ეცვა და მღვდელმა ზუსტად ასე უთხრა, ბრჭყალებში აღარ ჩავსვამ : შენ არ იცი მე გიჟი რო ვარ? რანაირი გიჟი ვარ მე იცი ? თუ ავკივლდი ახლა, ნახავ რაც იქნება. გოგომ ტირილი დაიწყო, სინანულში ჩავარდა. მე სიბრალულში ჩავვარდი და უწყინარი ღიმილი გადამეკრა ტონალურით გადაბადრულ სახეზე 🙂 აააღსრულდა ეს წმინდა საიდუმლო, ამაარტყეს ჩეკი. ხარჯს ხარჯი დაემატა,  ჩემს შერყეულ რწმენას უფრო დიდი რყევა და ასე, სიყალბით გაბედნიერებულები  რესტორანში წავედით, ასეა ეს ! ყველაფერ წმინდას, დასველება უნდა, ჩახრჩობა და ჩაგუდვა ღვინოში.

ნუ ძლივს, ვიფიქრე ახლა მაინც ვიქნები ბედნიერი მეთქი და  ქათმის ბარკალს დავეძგერე დააა რომ უნდა ჩავკბიჩო, ჩამოჰკრა ზარმააა ! და 4 მხრიდან მესმის  მშიერი ხალხის  გამწარებული ცოხნა (ჭამა აღარ ერქვა) და მაღლიდან პატრიარქის ხმა (ლოცვა)… უცებ დავიბენი, აჰჰ თურმე დინამიკები მაღლა ყოფილა დამონტაჟებული. მოკლედ საზოგადოებამ ქონიანი ხელები შეიწმინდა : ხელსახოცზე,შარვალსა და ფარდაზე და იწყეს გამალებული პირჯვრისწერა, მცირედი არითმიით, ძირითადად სინქრონი იყო,წაბაძვის მაგიური ძალით და ბოლოს და ბოლოს თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა. თამადამ უფალი დალოცა ! (გამოვშტერდი)  😀 ნუ წავიდა ტრადიციული ცრემლიანი სადღეგრძელოები  და ყანწი–ტანცი–მანცი. ერთ–ერთმა სვანმა მოულოდნელად გაჭედა, გული გადაიღეღა, სკამები ზეცაში ასტყორცნა და დაიწყო ნამდვილი, ქართული ქორწილის, ყველაზე საინტერესო ნაწილი: კაცები ქალებს სცემდნენ, მეჯვარე გოგოებს, მეჯვარე ბიჭები კრავდნენ ხელს.სიძე გაგიჟდა, პატარძალი ატირდა, მე მწვანე ვაშლს მივირთმევდი და  ამ კადრებს შენელებულად, ინტელექტუალურ–ფენომენალურ კონტექსტში ვცხრილავდი. ვიფიქრე, კარგი მასალაა, რამე სახალისოს მაინც დავწერ, ეგ მაინც შემრჩებათქო.

ყველაფერი ჩაწყნარდა (დროებით) და მაესტრომ ხარება და გოგია ააჟღერა, ამ დროს წარჩინებულმა, მრავალსუფრაგამოვლილმა ახალგაზრდებმა, მწვანილი და ღვინო  აიღეს და ძირს დასხდნენ, წრე შეკრეს და  ზუსტად 7 წუთის განმავლობაში პატრიარქის სადღეგრძელოს სვამდნენ ,ამ დროს დარბაზში შემოიჭრა პერანგშემოხეული მამრი,რომელმაც დაიხრიალა: ეგაა თქვენი კაცობა, გარეთ რა ხდება თქვე სირებოო 🙂 აღარც შენი ღმერთი ახსოვდა ვინმეს და აღარც პატრიარქი,ერთ წამში შეიცვალა ტექსტიც,ლექსიკაც,მიმიკაც და მონასტერიც  :))) ყველაფერი თავიდან აირია, მე ახლა ბანანს გადავწვდი და თავს ყველაზე  აქტუალური კითხვა დავუსვი: რა გვეშველება ?! ამაზე პასუხად უხილავმა ხმამ მიპასუხა ყველაზე რეალური შეფასება : რა *ლეები  ხართ!ამაზე  თვითშეფასებამ სიღრმიდან ამოიოხრა :  ფუ,მართლა  რა *ლეები ვართ ! გასრულდა ესე კომფლიქტი და სიძემ მიკროფონში გააჟღერა  ფიცი : დღეს ხომ აქ ვქეიფობ, ხვალ მათ საფლავზე  ვიტირებ და საიდან სად, ერთიან საქართველოს და დაღუპულ გმირებს გაუმარჯოსო! მერე წავიდა ქალების სადღეგრძელო (შეგახსენებთ 10 წუთის უკან ქალები წიხლის ქვეშ ანავარდეს) , მე უკვე ვაშლატამას შევექცეოდი, და მივხვდი რომ ნამდვილად ღირდა ამ ქორწილზე წასვლა, თუნდაც იმიტომ რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი: საქართველოში საშუალო სტატისტიკური ოჯახის შექმნას ძირითადად ,საფუძვლად უდევს: ორსულობა ან დაუოკებელი, ხელისმოწერით  ,”გაპრავებული” , სექსის სურვილი. ასეთი ჯვრისწერა,ქორწილი,სადღეგრძელო არის ერთი დიდი  სიყალბე.  ყველაფერი რასაც ტრადიციას ეძახიან, არის ცეცხლში დასაწვავი, თვითონ კი მისი მონები არიან და სინამდვილეში არანაირი ტრადიცია არ არსებობს. უბრალოდ საქმე  დაბალ დონესთან,ინტელექტთან და  შეგნების დეფიციტთან გვაქვს. კიდევ ერთი რამ ვიცი ნამდვილად : თუ როდესმე გადავწყვეტ ჯვარი დავიწერო, ეს მოხდება მხოლოდ სამებაში , ოღონდ გერგეტის სამებაში და არა ავლაბარში,სადაც  სანთლის გამყიდველი ხურდაში გატყუებს, მღვდელი  გეუბნება : გიჟი ვარ და კივილს დავიწყებო და  გარუჯულ  “დეზლი ნაშებზე”   ერთადერთი რეაქცია– ერექციაა  :))

P.S. ძალიანაც კარგ ჭკუაზე ვარ და ძალიანაც სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემო საშუალო სტატისტიკურო  საქართველოვ , არივედერჩი, არაფერს გერჩი ! :))))))

ჩვენ, დღეს! 🙂 ბრმა,მარტივი დინება… რომ გადაიჩეხოს გადაყვებიან!

ავტორი: ქეთი თურქაძე

Advertisements