ოლივერ

ბოლო დროს, რომ რუსთაველის თეატრს გავუშინაურდი არ არის ახალი ამბავი. “ოლივერ”, ეს არის ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებზე დადგმული მიუზიკლი, რომლის გადმოქართულებული ვერსიის პრემიერა ვნახე რუსთაველის დიდ სცენაზე ორი დღის წინ. პირადად მე დიდი ხანი ველოდი ამ სპეკტაკლის ნახვას და იმედებიც არ გამიცრუვდა. პირველი რისი აღნიშვნაც მინდა არის დეკორაციები, რომელიც მართლაც გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო. ორკესტრის შესრულება და მსახიობების ოსტატობა, განსაკუთრებით დამწყებების, ცალკე აღნიშვნის ღირსია. დამწყები მსახიობები იყვნენ ბავშვები, რომლებიც ამ დადგმას განსაკუთრებულ ელფერს სძენდნენ და ყველაფერს ისე ოსტატურად უმკლავდებოდნენ, რომ თითქოს დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებენ.

რაც შეეხება პროფესიონალებს, სპეკტაკლში ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა და როგორც ყოველთვის, მიუხედავად ეპიზოდური როლისა, გენიალური იყო ნანუკა ხუსკივაძე. პირადად მე ძალიან მომეწონა კიდევ ერთი ეპიზოტური როლის შემსრულებლები გოგა ბარბაქაძე და ნინო თარხან–მოურავი, მეკუბოვეები, რომლებიც ოლივერს დამკრძალავი პროცესიის წინამძღოლობას უპირებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა, რადგან მისი როლმები არ ვიცოდი და მხოლოდ ტელე სერიალიდან მახსოვდა, რაც არც ისე კარგი ინდიკატორია მსახიობის ოსტატობის შესაფასებლად და დარწმუნებული ვარ მისი გარდაქმნა ყველაზე მოახდენს შთაბეჭდილებას.

ოლივერ რუსთაველის დიდ სცენაზე ხვალაც (20.06.2012) იქნება და ეს ბოლოა, ამიტომ ეცადეთ, რომ არ გამოტოვოთ, რადგან მსგავსი მასშტაბისა და ბიუჯეტის მქონე სპეკტაკლები ძალიან იშვიათობაა და რაც მთავარია მიუზიკლისთვის მუსიკაც შესანიშნავია.

Advertisements
გალერეა

დები

This gallery contains 7 photos.

რუსთაველის თეატრში შილერის ,,მარიამ სტიუარტის” განახლებული ვერსია ვნახე, რომელიც  პირველად 15 წლის წინ დაიდგა, განახლებული ვერსიის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ეს სპეკტაკლი, ნაწარმოები, არის ისტორია ორი დედოფლის ბრძოლისა, რომელიც ტრაგიზმითაა სავსე და საბოლოო გამაჯვებული არ ყავს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მარიამ სტიუარტი  შოტლანდიის დედოფალი … Continue reading