შეხვედრა პრემიერთან

პოსტებში თუ პირად საუბარში ხშირად ვამბობ, რომ ბლოგერების როლი თანდათან იზრდება. რაც მე, რა თქმა უნდა, მიხარია. დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ბლოგერებსა და მთავრობის წევრს შორის, ამჯერად ალტერნატიულ მედიას მინისტრების მინისტრი, ნიკა გილაური შეხვდა.

შეხვედრაზე დაახლოებით ოცი ბლოგერი იყო. პრემიერ მინისტრი დათქმულ დროზე მოვიდა და შეხვედრაც ენერგიულად დაიწყო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გილაური ერთ-ერთი გამონაკლისია მთავრობიდან რომლის მიმართაც ნეგატიურად არ ვარ განწყობილი და არც ამის შემდეგ შემცვლია აზრი, თუმცა რამოდენიმე საკითხში რადიკალურად არ ვეთანხმები. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი საკითხია მედია. პრემიერი თვლის, რომ ამ მხრივ პრობლემები საქართველოში არ არის და მედია საშუალებები ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს. არგუმენტად კი დასძინა, რომ ნებისმიერ არხზე ნახავთ მთავრობის ლანძღვასო, რაც აშკარად სუსტი არგუმენტია იმათთვის ვისაც ნანახი გვაქვს პრეზიდენტის ვიზიტები და ველოსიპედით სეირნობის რეპორტაჟები. საუბარი შეეხო ელექტოროენერგიისა და ნაგვის გადასახადსაც. ამ თემაზეც, ჩემი აზრით, არ იყო ძლიერი აგუმენტი ის, რომ სხვა მხრივ ვერ ახდენენ გაზომვას ნაგვის გადასახადის და ეს თანხა აუცილებელია, რომ ნაგავი გაიტანონ. ვფიქრობ, ჩემი ნაგვის გადასახადი არაადეკვატურად დიდია, და დარწმუნებული ვარ შედარებით დაბალ ფასადაც შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუ არადა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ხარჯებს. ამ ლოგიკით გამოდის ზაფხულში ნაგავს ვერ გაიტანენ? თუ ზამთარში შეგროვილი თანხებით მოხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება?

ბევრი საკითხი კიდევ დარჩა განსახილველი, ბევრ საკითხს გაკვრით შევეხეთ, თუმცა ოც ბლოგერს ყველფერზე ამომწურავად ვერ გვიპასუხებდა, რადგან მთელი ღამეც კი არ ეყოფოდა ამისთვის. პირადად მე მივხვდი, რომ არაკომპეტენტური ვიყავი ბევრ საკითხში,რაშიც მეგონა, რომ ვერკვეოდი, პრემიერი კი ყველაფერში გათვითცნობიერებული (რაც მართლა გამიხარდა) და პირადად მე მწვავე კითხვები ვერ დავსვი. თუმცა ეს ყველაფერი დასაწყისია და იმედია უფრო მეტჯერ მოგვეცემა შანსი მთავრობის წევრებთან შეხვედრის, შემდეგში აუცილებლად უფრო სერიოზულად მოვემზადები.

Advertisements

საქართველოოო ლამაზოოო

ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავს რამოდენიმე კანონის მიღების გამო. ზოგი კოცნის და ალკოჰოლის აკრძალვას აპროტესტებს, ზოგი დენზე მიბმულ დასუფთავებას.

კოცნის მოყვარულებმა გააპროტესტეს აკრძალვა, რასაც მოყვა კომენტარები და გულისამრევად  შეფასდა, თვითონ აქციაზე სულ რამოდენიმე ადამიანი მივიდა 500 ”ათენდინგის” მიუხედავად (მე ”მეიბის” დავაჭირე). ასე რომ ყველაფერი ქართულად მიდის, Fეისბუქზე დიდგულობით და რეალურად ”ჩაჯმულობით”. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელში აქტიურობა ვერასოდეს უტოლდება რეალურს, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება აშკარადა ანომალიაა, 500 დაპირებულიდან საკოცნად მხოლოდ 5 მივიდა.

თუმცა მთავარი ამ მოვლენებში მაინც ის იყო, რომ ხალხის აზრით რა დროს კოცნაა, როცა უარესები ხდება. არ გვინდა ქართველობის წართმევაო, შეყვარებულს როგორ უნდა აკადროს ბიჭმა ხალხში კოცნაო, მოითმინეთ და სახლში ებძგვენითო! ადამიანები 2011 წელს პრობლემას იმაში კი ვერ ხედავენ, რომ ქვეყანა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ემსგავსება, არამედ იმაში, რომ თურმე რა ამორალურია ბაღში კოცნაობა, კოცნა რომელიც არის ყველაზე ლამაზი გამოხატვა სიყვარულის. და საერთოდ ამ მოვლენაში კოცნა არაა მთავარი, მთავარია ისაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი იკრძალება და სიბნელისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ!



თქვენი მონამორჩილი!