მიზეზები მარტის მოლოდინში

გუშინ ბარსელონამ წააგო მილანთან, თან 2-0 და თან ისე უშანსოდ რომ ძალიან დიდი ხანია არ მქონია ასეთი განცდა, განცდა პესიმიზმისა, რომ ბარსელონა ვერ გასცდება 1/8 ფინალს, რაც საკმაოდ დიდი ხანია არ მომხდარა. მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, თუ რატომ ვერ ითამაშა ბარსამ და რა შანსია რომ 1/4 ფინალში გავიდეს.

დავიწყოთ თავიდან, როცა გაირკვა კენჭისყრის შედეგად, რომ ბარსა მილანს ხვდებოდა. ყველგან დაიწერა და ითქვა, რომ ბარსელონა უპირობო ფავორიტია, ტოტალიზატორებშიც კი იმდენად დაბალი კოეფიციენტი მისცეს ბარსას 1/4 გასვლაზე, რომ თავიდან ვიფიქრე გალათასარაი ხო არ შეხვდა თქო. რა თქმა უნდა მილანი სეზონის დასაწყისში ძალიან სუსტი იყო, მე პირადად ასეთი სუსტი მილანი არ მახსოვს, თუმცა ეს გუნდი მილანია და ამით ყველაფერია ნათქვამი, მათი არ დაფასება რაც დაუჯდათ კატალონიელებს კარგად ვნახეთ. მივედი მთავარ სათქმელამდე, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რაც ბარსელონაში არა ერთხელ შემიმჩნევია, მოწინააღმდეგე გუნდის სათანადოდ არ დაფასება და ზერელე დამოკიდებულება. მთელი პირველი ტაიმი ბარსა არ ცდილობდა გოლის გატანას (რამდენად გამოუვიდოდათ სხვა საქმეა), მეგონა უბრალოდ ბურთის გასაგორებლად გამოვიდნენ მეთქი, თუ კარგად დააკვირდებოდით მხოლოდ 2-0 ის მერე დაიწყო გუნდმა მოქმედება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მილანი კი პირიქით, იბრძოდა ბოლომდე, მოტივაცია ჰქონდათ შესაშური და საკუთარ კედლების ფაქტორიც საკმაოდ ეხმარებოდათ.

Continue reading

Advertisements

”ჩაგრული” მადრიდი

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით, 2011 წლის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა ელ კლასიკოები იყო. პირველ კლასიკომდე დაწერილი ჩემი პოსტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და თითქმის ბოლომდე ასრულდა, თუმცა მთავარი მაინც ვერ გამოვიცანი. მთავარი კი ამ დაპირისპირებებში სკანდალები იყო (ყოველ შემთხვევაში ცოტა ხანი მაინც იქნება მთავარი).

სიმულიანტობით და ”ჩაგვრით” დატანჯული მადრიდელები საჩივარს საჩივარზე აგზავნიან უეფაში და არის ერთი აურზაური. ბოლო დროს სერხიოს დასჯას მოითხოვდნენ, მარსელოს მაიმუნი უწოდაო, თუმცა უეფამ არ დასაჯა რასიზმში დადანაშაულებული. ამ ფაქტმა აღაშფოთა ქართველი ”კომპეტენტური” რეალის ფანები და მოითხოვენ უეფას ”თავგასულობის” დასრულებას. ნამდვილად სასაცილოა რასიზმთან დაკავშირებული ქართველი მადრიდისტების გამონათქვამები, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე კომენტის გადახედვის შემდეგ, რეალის საიტზე აღმოაჩენთ ისეთ რასისტულ და დამამცირებელ გამოანთქვამებს, როგორებიცაა: ”რას გავს ეგ შავი ადებაიორი”, ”ლილიპუტი და მახინჯი მესი რომ რონალდუს აჯობებს…” და ა.შ.

უბრალოდ ნახეთ

მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთს მსგავსი ფაქტები ამახინჯებს და არ უხდება, მაგრამ რატომღაც სადაც მაურინიოა ყველგან იგივე სიტუაციაა, ხოდა გეკითხები რატომ ჟოზე? რატომ? თარჯიმანზე ძალიან კარგი სტატია დაიწერა ”ტაბულას” ბლოგზე და მეტს უბრალოდ ვერ დავამატებ.

2011 წელს გამართული 5 კლასიკოდან, მხოლოდ 1 დასრულდა რეალის გამარჯვებით, დანარჩენი 4 ბარსასთვის სასურველი ანგარიშით დამთავრდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, რეალი ლა ლიგაში მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე აღარაა.

პ.ს. ს/კ ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა 2011/12 წლის სეზონისთვის. ფორმაზე გულზე აღარ წერია “Unisef”, თუმცა მასთან ურთიერთობას ბარსა არ გაწყვეტს, უბრალოდ წარწერამ უკან გადაინაცვლა, ნომრის ქვეშ.

გუნდს ჰყავს ახალი სპონსორი და პირველად კლუბის ისტორიაში გულზე ბარსა იწერს სწორედ მის სახელს: “Qatar Foundation”. მე პირადად ფორმა მომწონს, განსხავავებულია წინაზე და ლამაზიცაა. ვნახოთ რამდენი ტიტულის მომტანი იქნება.



                                             ახალი ფორმის მეტი ფოტოს სანახავად დააჭირეთ აქ და აქ!

კლასიკოსი ბარსელონა

XXI საუკუნე დგებოდა. შუქის მნიშვნელობა ჯერ არ ვიცოდი, არ მიმხელდა სახელმწიფო. რაღა დამრჩენდოდა?! ვკითხულობდი გაზეთებს, წიგნებს და მსგავს მოწყობილობებს. სწორედ ასეთ დროს გავიცანი ბარსელონა.

1999 წელს ბარსელონას ფორმაზე 1899-1999 ეწერა, ძალიან მომწონდა, სულ მეცვა ხოლმე… სწორედ ამ ფორმით მახსოვს ფიგუ ბარსელონაში და მე ეს ფორმა აღარ მიყვარს, არც მაქვს, ვიღაცას ვაჩუქე. მერე იყო ცუდი წლები კლუბის ისტორიაში, მახსოვს სკოლაში ყველა მილანის და რეალის ფანი იყო, მე ბარსა მიყვარდა.

თანდათან ყველაფერი იცვლებოდა 2000 წლებში გუნდის ლიდერებში ახალი სახეები გამოჩნდა, მთავარი ადამიანები პუიოლი და ხავია, ცოტა მერე ინიესტა, რომლის თამაში ვნახე თუ არა ვთქვი საუკეთესო გახდება მალე მსოფლიოში თქო და აჰა არ ვარ ნოსტრადამუსი? მოვიდნენ რაიკაარდი და რონალდინიო და მალე ლურჯბროწეულისფერი ფორმა ჩაიცვა ყველამ, ბავშვებს რონალდინიო უყვარდათ, გოგოებსაც კი. მე ამაზე ვეჭვიანობდი, მხოლოდ ჩემი ბარსა მალე ყველასი გახდა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დაბადება ვნახე.

ახლა უკვე ამ სეზონს შევეხები. დასაწყისში ცოტა უცნაური ამბავი მოხდა, ჰერკულესთან წაგებას ვგულისხმობ. შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა და პიკს ელ კლასიკოში მიაღწია, 5-0 მოგება. ამ თამაშზე რა უნდა ვთქვა ახალი არ ვიცი, ეს იყო თამაში რომელიც ბარსას ფანებს D დისკზე უნდა ეგდოს წაუშლელად (C,D,E,F სადაც გინდათ) 🙂   შემდეგ ახალი წლიდან პატარა ჩავარდნა, ტრამვები და ახლა დადგა კულმინაციის დრო.

ამ სეზონში მესი უნდა აღინიშნოს ცალკე და განსაკუთრებით. მან 48 გაიტანა და გადაასწრო ფენომენს, სავარაუდოდ ამ სეზონში კიდე მიამატებს გოლებს და კიდევ ერთ დიდ რეკორდს დაამყარებს, თან არ დაგავიწყდეთ მისი ასაკი, ლეო მხოლოდ 23 წლისაა.

2011 წელი განსაკუთრებულია ელ კლასიკოების რაოდენობით. 16,20 და 27 აპრილს ვიხილავთ კლასიკოებს, ორს მადრიდში, ხოლო ერთს ნეიტრალურზე ვალენსიაში, ხოლო 3 მაისს უკვე კამპ ნოუ უმასპინძლებს ევროპაში ყველაზე მაგარ დაპირისპირებას. ჩემი აზრით, რეალს უფრო გაუჭირდება რამოდენიმე მიზეზის გამო. ლა ლიგაში ბარსას ფრეც აწყობს, რასაც არც მალავენ კატალონიელები, ასე რომ რეალმა უნდა შეუტიოს და ვნახოთ როგორ დაიცავენ თავს. ჩემპიონთა ლიგაში უფრო რთულად აქვთ საქმე მადრიდელებს, პირველი თამაში მადრიდშია, არ ეყოლებათ კარვალიო, ყვითლები აქვთ რონალდუს და რამოსს, რაც იმას ნიშნავს რომ დიდი შანსია კიდევ მიიღონ და გამეორებითს გამოტოვებენ. იმიტომ რომ, რამოსის ნერვების კონტროლის ამბავი ყველამ ვიცით და რონალდუ კიდე პატარა ბავშვივით ნერვიულობს ბარსასთან თამაშის დროს, ჯერ კიდევ მანჩესტერშიც მახსოვს მისი ათრთოლებული ფეხები (გარყვნილ ფიქრებს არ ვართ). ლიგა ორმატჩიანია და მეორე მატჩის ბარსელონაში თამაში ძალიან დიდი უპირატესობაა ბარსასთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ რეალის მთავარი სამიზნე კოპა დელ რეი უნდა გახდეს, რადგან ერთი მატჩი წყვეტს გამარჯვებულს და თასის მფლობელს და ბოლოსდაბოლოს მაურინიო და გადაყრილი მილიონები ერთი თასითაც არ უნდა აღნიშნონ?!

ბარსელონაზე პოსტებს კიდე რომ დავწერ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ხოდა დღეს ამით დავასრულებ.

:კლასიკოსმოლოდინისსმაილი: