გალერეა

ახალი ერა – ბარსელონა

This gallery contains 3 photos.

18 იანვარი შევა ისტორიაში როგორც ახალი ერის დასაწყისი ელ კლასიკოში. თითქოს დიდი არაფერი მოხდარა, ბერნაბეუზე ისევ გაიმარჯვა ბარსამ, მაგრამ ეს უბრალო გამარჯვება არ იყო. ამ მოგებით ბარსა გაუთანაბრდა რეალს კლასიკოში გამარჯვების რიცხვით და პირველად ფეხბურთის ისტორიაში აქვს შანსი გადაუსწროს სამეფო … Continue reading

”ჩაგრული” მადრიდი

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით, 2011 წლის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა ელ კლასიკოები იყო. პირველ კლასიკომდე დაწერილი ჩემი პოსტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და თითქმის ბოლომდე ასრულდა, თუმცა მთავარი მაინც ვერ გამოვიცანი. მთავარი კი ამ დაპირისპირებებში სკანდალები იყო (ყოველ შემთხვევაში ცოტა ხანი მაინც იქნება მთავარი).

სიმულიანტობით და ”ჩაგვრით” დატანჯული მადრიდელები საჩივარს საჩივარზე აგზავნიან უეფაში და არის ერთი აურზაური. ბოლო დროს სერხიოს დასჯას მოითხოვდნენ, მარსელოს მაიმუნი უწოდაო, თუმცა უეფამ არ დასაჯა რასიზმში დადანაშაულებული. ამ ფაქტმა აღაშფოთა ქართველი ”კომპეტენტური” რეალის ფანები და მოითხოვენ უეფას ”თავგასულობის” დასრულებას. ნამდვილად სასაცილოა რასიზმთან დაკავშირებული ქართველი მადრიდისტების გამონათქვამები, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე კომენტის გადახედვის შემდეგ, რეალის საიტზე აღმოაჩენთ ისეთ რასისტულ და დამამცირებელ გამოანთქვამებს, როგორებიცაა: ”რას გავს ეგ შავი ადებაიორი”, ”ლილიპუტი და მახინჯი მესი რომ რონალდუს აჯობებს…” და ა.შ.

უბრალოდ ნახეთ

მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთს მსგავსი ფაქტები ამახინჯებს და არ უხდება, მაგრამ რატომღაც სადაც მაურინიოა ყველგან იგივე სიტუაციაა, ხოდა გეკითხები რატომ ჟოზე? რატომ? თარჯიმანზე ძალიან კარგი სტატია დაიწერა ”ტაბულას” ბლოგზე და მეტს უბრალოდ ვერ დავამატებ.

2011 წელს გამართული 5 კლასიკოდან, მხოლოდ 1 დასრულდა რეალის გამარჯვებით, დანარჩენი 4 ბარსასთვის სასურველი ანგარიშით დამთავრდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, რეალი ლა ლიგაში მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე აღარაა.

პ.ს. ს/კ ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა 2011/12 წლის სეზონისთვის. ფორმაზე გულზე აღარ წერია “Unisef”, თუმცა მასთან ურთიერთობას ბარსა არ გაწყვეტს, უბრალოდ წარწერამ უკან გადაინაცვლა, ნომრის ქვეშ.

გუნდს ჰყავს ახალი სპონსორი და პირველად კლუბის ისტორიაში გულზე ბარსა იწერს სწორედ მის სახელს: “Qatar Foundation”. მე პირადად ფორმა მომწონს, განსხავავებულია წინაზე და ლამაზიცაა. ვნახოთ რამდენი ტიტულის მომტანი იქნება.



                                             ახალი ფორმის მეტი ფოტოს სანახავად დააჭირეთ აქ და აქ!