10 რამ რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ ქართველები

1.   გვძინავს მშვიდად, აუღელვებლად და რომ არა ეს საშინელი სკოლა, უნივერსიტეტი ან სამსახური სიამოვნებით ვიძინებდით კიდევ 5 წუთი;

2.   ვჭამთ უზომოდ ბევრს და რომ არა ეს გაძვირებული შაქარი,სასტიკი ინფლაცია და მსოფლიოში შიმშილით დახოცილი უამრავი ადამიანი (რომლებზედაც საშინლად ვდარდობთ მაშინ, როცა გვშია)  კიდევ ერთსაც გავსინჯავდით;

3.    ვარღვევთ რაც შეიძლება მეტ ადმინისტრაციულ თუ სხვა წესს და რომ არ ყოფილიყო ცნება “კანონი იმისთვისაა, რომ ვიღაცამ დაარღვიოს” ჩვენ მოვიგონებდით;

4.      ვუყურებთ, არა!!! არ ვუყურებთ ლათინო ამერიკულ ან ბრაზილიურ სერიალებს ყოველ დღე, ნანუკას შოუს ან პროფილს კვირაში ორჯერ, მაგრამ მაინც ყველაფერი ვიცით სად რა,  როგორ მოხდა, ვინ ვისი მამა აღმოჩნდა და რამდენი თითი აქვს თიკო სადუნიშვილს მარცხენა ფეხზე, ამავდროულად საკმაოდ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ეს ყოველივე ბანძობა, უგემოვნოობა და ა.შ.

5.    ვსვამთ ყველაფერს და ყველგან განუსაზღვრელი დოზით, თან  პარალელურად   გვიყვარდება   ყველა, გვახსენდება სხვების დედა  (შეიძლება საკუთარიც) ან უახლოესი ნათესაობა და მერე იიისევ ვიძინებთ ნებისმიერი სახის საკვებში განურჩევლად იმისა თუ რა სახის კერძი უხდება ჩვენს  თმას;

6.  სიამოვნებით და სათუთი სიფათებით ვუთმობთ  ტრანსპორტში ადგილს მოხუცებს, გარკვეული დროის მანძილზე გვახსოვს რომ ჩვენც თუ გაგვიმართლა დავბერდებით და მერე ტანჯული გამომეტველებით, კეთილები ვფიქრობთ იმაზე თუ როდის ჩაბრძანდება ჩვენი სიკეთის ობიექტი (იმიტომ კი არა რომ ჩვენ დავსხდეთ?! არაა უბრალოდ ბევრი სიკეთის ჩადენა რომ მოვასწროთ სასურველ გაჩერებამდე) .

7.  განვიხილავთ მეზობლების,მეზობლების ნათესავების, კურსელების, კლასელების თანამშრომლების, მათი ძმების, დების, მამების, დედების, იმათი კლასელების, კურსლეების მეზობლების… (და ა.შ. ტერიტორია და სტატუსი განუსაზღვრელად) ამბებს, მაგრამ არ ვჭორაობთ,არავითარ შემთხვევაში, რადგან ჭორაობა არ ზის ქართულ მენტალიტეტში!!! (ეს აუცილებელია აღინიშნოს)

8.  ყველას გვაქვს ორი დიპლომი, ან უკვე, ან პერსპექტივაში, მაგრამ ასევე გვაქვს ჭკუის სწავლების დიდებული უნარი, ამიტომაც გამოვთქვამთ აზრს ყოველთვის, ყველაფერზე. რა თქმა უნდა არ მოგვწონს და აუცილებლად უკმაყოფილოები ვართ  (-არაა აშკარად ბიჭი ჯობია)

9.   ვთვრებით, ვილეშებით (კარგად გამოგვდის, ამიტომაც ორი პუნქტი ეძღვნება) მერე მივდივართ სხვის სახლში და სიყვარულით ვიკითხავთ ვიღაცის მეზობლებს, უკეთეს შემთხვევაში მივდივართ საკუთარ სახლში ვაღვიძებთ ბავშვს (არ აქვს მნიშვნელობა  გვყავს თუ არა ), რათა მან პიანინოზე დაგვიკრას (გენში გვაქვს ჩვენ ცოცხალი მუსიკის სიყვარული).

და ბოლოს

10.  ყველაზე ხშირად ავღნიშნავთ, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ერი ვართ.

გაუღიმე შენ ქვეყანას, ის უკვე გიღიმის

ქართველოებო, თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რა უნიკლაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ ხვდებით და მეტიც,  ვერ აფასებთ… აქედან გაქცევაზე ფიქრობთ და  ერთხელაც არ გიცდიათ წარმოგედგინათ რა ბედნირები  ხართ, აქ რომ დაიბადეთ!!!

მაგალითად, ეს არის ქვეყანა,  სადაც ზაფხულობით შეგიძლია თოვლით იგუნდაო მაშინ, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

დატკბეთ საოცარი ველური ბუნებითა და საზოგადოებით. შეიგრძნოთ თუ რაოდენ სასიამოვნოა პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით სავსე ტყეში სეირნობა.

მხოლოდ საქართველოში დგას საათი, რომელიც ყოველ ერთ საათში ,,თბილისოს” ნაგლეჯს უკრავს, არა ნუ მსგავსი საათი ლონდონშიც დგას, მაგრამ თბილისოს ნიჭი მაგას ვინ მისცა, თანაც ჩვენი საათი მრავალდროების მოწამეა და სულაც არ არის უტყვი.

ყვავილების საათიც გვაქვს, ნატოში ან მაგაზე უკეთესში შესვლა რომ არ დაგვაგვიანდეს. ნუ მართალია დროს ვერავინ ვერ ხვდება მაგრამ ხომ გვაქვს?!

ეს ის ქვეყანაა სადაც ჰარმონიულად ცხოვრობს ზოოპარკში ძაღლი და სოფელში მგელი.

ჩვენ გვაქვს ისიც, გმირთა მოედანზე რაღაც ფერცვლადი ნივთი, ჰაერში უიმედოთ ატყორცნილი რაღაცას თუ ვიღაცას რო უნათებს. არა არა ალექსანდრიის შუქურა მიქარვა იყო რა მიშას შუქურასთან, თანაც ვერაფერს იტყვი მუდმივად ზესვლაშია, მდგრადად ვითარდება.

კიდევ მარტო ჩვენთან, საქართველოში უხარიათ ნებისმიერი უცხოელის დანახვა, ინგლისურის დახვეწის ამბავში და თუ ეს ანგელოზი რამეს იკითხავს ყბის ძვალს ამოვიგდებთ და ინგლისურად ვუპასუხებთ (ყოველმხრივ ერუდირებულები რომ ვართ აღარ ავღნიშნავ ეს ისედაც ცხადია)

ხოოო მხოლოდ საქართველოში უხარიათ კარგად წაგება – წაგებაცაა და წაგებაც, გენაცვალე.

თუ კიდევ არ გჯერათ ჩვენი ქვეყნის შეუდარებლობის მაშინ ვეცდები პარალელები გავავლო:

-თუ იტალიაში ვენეცია აქვთ ბატონო?! ჩვენ გვაქვს ფოთი (რამ გაყო ფოთი და ვენეცია?!);

-თუ პარიზში ეიფელი აქვთ?! ჩვენ გვაქვს  ანძა (ეგკიარა დიდიხანია შევთანხმდით რომ ჯობია და საბოლოოდ ამოვწურეთ ეგ თემა);

-თუ  ვაშინგტონში თეთრი სახლი აქვთ ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ღადაობაა ამის აღნიშვნა.

-თუ  ნიუ-იორკიში თავისუფლების ქანდაკება აქვთ?! შვენ გვყავს ქართლის დედა კარგი მოქეიფე და დამრტყმელი ქალია.

ჩვენ მეორე დედაც გვყავს! არაღიარებული კიდევაც დაიზრდებიან ჰქვია, ოღონდ ეს დედა ცოტა ზარმაცია და თავის ხმალს ბავშვებს ათრევინებს.

დამიჯერეთ ქართველებო მსგავსი ფორმის და ზედსახელის მქონე ხიდს ვერსად ვერ ნახავთ! ზედსახელის განსაკუთრებით !!!

მოკლედ ქართველებო მე მჯერა თქვენი გამჭრიახობის…