რატომ უნდა მოეგო მარგველაშვილს არჩევნები

ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო, მოხდა დემოკრატიული ცვლილება მთავრობის და დადგა ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი ფაქტია, რომ ქვეყანა უკვე ემსგავსება ქვეყანას და რევოლუცია აღარ (იმედია) მოხდება. უკვე ყველაფერი ჯანსაღად ხდება, არჩევნების გზით. ვის რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს მისი პირადი არჩევანია და მგონი არ მეჩვენება და პირველადაა როცა ასე ჯანსაღად და პირდაპირ ამბობს ხალხი თუ რომელი პარტიის მომხრეა.

მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივად ოპოზიციური განწყობა მაქვს ხოლმე, არ იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიული ვარ, არამედ იმიტომ რომ საქართველოში მთავრობით სრული კმაყოფილება, და არა მარტო ჩვენთან, აბსურდია. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავრობა არის ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ და მათი კონტროლი ჩვენი მოვალეობაა. ამიტომაც ვარ ხოლმე კრიტიკულად განწყობილი, უბრალოდ ჯერ არაა მომენტი როცა მთავრობის ნაბიჯების უმეტესობა დადებითად შეფასდეს.

Continue reading