რატომ უნდა მოეგო მარგველაშვილს არჩევნები

ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო, მოხდა დემოკრატიული ცვლილება მთავრობის და დადგა ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი ფაქტია, რომ ქვეყანა უკვე ემსგავსება ქვეყანას და რევოლუცია აღარ (იმედია) მოხდება. უკვე ყველაფერი ჯანსაღად ხდება, არჩევნების გზით. ვის რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს მისი პირადი არჩევანია და მგონი არ მეჩვენება და პირველადაა როცა ასე ჯანსაღად და პირდაპირ ამბობს ხალხი თუ რომელი პარტიის მომხრეა.

მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივად ოპოზიციური განწყობა მაქვს ხოლმე, არ იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიული ვარ, არამედ იმიტომ რომ საქართველოში მთავრობით სრული კმაყოფილება, და არა მარტო ჩვენთან, აბსურდია. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავრობა არის ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ და მათი კონტროლი ჩვენი მოვალეობაა. ამიტომაც ვარ ხოლმე კრიტიკულად განწყობილი, უბრალოდ ჯერ არაა მომენტი როცა მთავრობის ნაბიჯების უმეტესობა დადებითად შეფასდეს.

Continue reading

არ(უ)სათაურო

ქართული სოციალური მედია ნელ-ნელა ძალას იკრებს. ასევეა Facebook-ც, რომელიც ბოლო დროს ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლის ველად იქცა. პრეზიდენტის  გვერდის რეკლამას Youtube-ზეც კი შეგხვდებათ, ასევე უამრავია ბიძინა ივანიშვილის, თუ სხვა ოპოზიციონერების რეკლამები და გვერდები ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში. პარლამენტის თავჯდომარე კი იმდენად დაახლოვდა ”ფრენდებთან”, რომ ჩაიზეც დაპატიჟა. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტ მომხმარებლები უკვე საკმაოდ დიდი ძალაა და პოლიტიკოსებს ისინი სჭირდება. განსაკუთრებით კი ის ხალხი სჭირდებათ ვინც ამ სივრცეში დიდ როლს თამაშობენ და ესენი რაც არ უნდა ღმამაღლა ჟღერდეს ბლოგერებია. ვთვლი, რომ ქართულ ბლოგოსფეროს აქვს პოტენციალი ინტერნეტ ამინდი შექმნას და აზრის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრ ბლოგერს თავად არ სჯერა.

ეს საკითხი ბოლო რამოდენიმე დღეა რაც აქტუალური გახდა და საფუძვლად უდევს ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან. ამ მოვლენას ორგვარი შეფასება მოყვა  და ვფიქრობ ორივე მათგანი გარკვეული კუთხით მცდარია. პირველი არის ის, რომ თავისუფალი ბლოგერები არ უნდა ხვდებოდეს მინისტრს, რადგან ეს მოსყიდვის ტოლფასია (დაახლოებით მსგავსი, მაპატიეთ ფორმულირება). ამ აზრს კი მოყვა იქ მყოფი ბლოგერების ცინიკური განცხადებები გადახდილ ფულებზე, წარსული ”გრეხების” შეხსენება და ათასგვარი ურთიერთ ბრალდებები.

პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იქ მყოფი ბლოგერები უკვე მოსყიდულია ან რომელიმე მათგანი მთავრობის ფანი გახდა. თუმცა ვფიქრობ მინისტრის გააქტიურება და არამარტო მისი, აუცილებლად რაიმე სარგებლის მიღების მოლოდინითაა გამოწვეული. მაგალითად ლოიალური ურთიერთობის სურვილით ზოგიერთ მედიის წარმომადგენელთან, რაც შემდეგში ხელის შეუშლის მათ ობიექტუორობას. (ბლოგინგი კი სუბიექტურია, მაგრამ აქ ვგულისხმობ ობიექტურ რეალობაზე თვალის დახუჭვას, ფაქტების არ ასახვას)

არ ვიცი იქნებ ძალიან დრამატიზირებას ვახდენ ამ მოვლენების, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი დიდია ჩრიდილოკორეული მისწრაფებები, რომ წარმოუდგენელი არაფერია. ერთადერთი ადგილი ხომ ინტერნეტია სადაც დამოუკიდებელი აზრი არსებობს და ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა ისიც გააკონტროლოს.

ბლოგერები ძალიან კარგად მოაზროვნე და პროგრესულ ახალგაზრდებად მიმაჩნია. მათი საქმეა სად წავლენ და რას გააკეთებენ, უბრალოდ მინდა, რომ უფრო მეტად დააფასონ საკუთარი პოტენციალი, დრო არ ხარჯონ უაზრო კამათში და ერთმანეთის ლანძღვაში.

:მშვიდობისსმაილი:

ბიძინა ივანიშვილი და სექსი

ქართულ ბლოგოსფეროში ეს ორი თემა ყველაზე აქტუალურია. მეორე ზოგადად ყოველთვის იყო ”მოთხოვნადი”, აი პირველი კი ბოლო დროს გახდა ყველა კედელზე თუ ბლოგზე  განხილვის საგანი. მე არც ერთის მიმართ პრობლემა არ მაქვს, ჯერჯერობით და ამიტომ, როგორც ქართული სოც. მედიის ნაწილი, არ ჩამოვრჩი ტენდენციებს.

ხოდა ორივე გავაერთიანე და აჰა თქვენ პოსტი სადაც პირველად ვახსენე სექსი, ნუ  სათაურში მაინც პირველად და რაა ის ბლოგი სადაც ”ეს” © მაია არ დაწერილა.

პ.ს. მაპატიეთ ვინც მართლა ელოდით პოსტს ამ თემაზე , ვიმაიმუნე ცოტა 🙂