მიზეზები მარტის მოლოდინში

გუშინ ბარსელონამ წააგო მილანთან, თან 2-0 და თან ისე უშანსოდ რომ ძალიან დიდი ხანია არ მქონია ასეთი განცდა, განცდა პესიმიზმისა, რომ ბარსელონა ვერ გასცდება 1/8 ფინალს, რაც საკმაოდ დიდი ხანია არ მომხდარა. მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, თუ რატომ ვერ ითამაშა ბარსამ და რა შანსია რომ 1/4 ფინალში გავიდეს.

დავიწყოთ თავიდან, როცა გაირკვა კენჭისყრის შედეგად, რომ ბარსა მილანს ხვდებოდა. ყველგან დაიწერა და ითქვა, რომ ბარსელონა უპირობო ფავორიტია, ტოტალიზატორებშიც კი იმდენად დაბალი კოეფიციენტი მისცეს ბარსას 1/4 გასვლაზე, რომ თავიდან ვიფიქრე გალათასარაი ხო არ შეხვდა თქო. რა თქმა უნდა მილანი სეზონის დასაწყისში ძალიან სუსტი იყო, მე პირადად ასეთი სუსტი მილანი არ მახსოვს, თუმცა ეს გუნდი მილანია და ამით ყველაფერია ნათქვამი, მათი არ დაფასება რაც დაუჯდათ კატალონიელებს კარგად ვნახეთ. მივედი მთავარ სათქმელამდე, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რაც ბარსელონაში არა ერთხელ შემიმჩნევია, მოწინააღმდეგე გუნდის სათანადოდ არ დაფასება და ზერელე დამოკიდებულება. მთელი პირველი ტაიმი ბარსა არ ცდილობდა გოლის გატანას (რამდენად გამოუვიდოდათ სხვა საქმეა), მეგონა უბრალოდ ბურთის გასაგორებლად გამოვიდნენ მეთქი, თუ კარგად დააკვირდებოდით მხოლოდ 2-0 ის მერე დაიწყო გუნდმა მოქმედება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მილანი კი პირიქით, იბრძოდა ბოლომდე, მოტივაცია ჰქონდათ შესაშური და საკუთარ კედლების ფაქტორიც საკმაოდ ეხმარებოდათ.

Continue reading

Advertisements