Hostel

Hostel-ი  ქართველებისთვის “ახალი ხილია”, ნაკლებად კალორიული და სასარგებლო, მსუყე და ძვირიანი სასტუმროების ფონზე ღირს მისი დაგემოვნება!

Hostel-ში დასვენება პროდუქტიულია არა მარტო სხეულისთვის, არამედ გონებისთვისაც, უცხო ენებს დახვეწ ბოლოსდაბოლოს, რადგან ბევრი უცხოელი დაისვენებს შენთან ერთად!

Hostel-ში კაი ბიჭის დები კაი ბიჭების გარეშე იქნებიან და შეგიძლია ეცეკვო!

Hostel-ში ყველაზე დაცული გარემოა, აქ ვერ ნახავთ ლეღვის ხეს!

Hostel-ში ყველაზე დაბალი ფასად ბათუმში, მაქსიმალურ გართობას მიიღებ!

Hostel-ში გარანტირებული გაქვს, რომ შენი ნომრის მეზობელი ხელჯოხიანი მოხუცი არ იქნება და მეტი შანსია დიდ ძუძუებიანი „ლორენების და ნატაშების“ გასაცნობად (ვისაც კაცები მოგწონთ შესაბამისად გადააკეთეთ)!

Hostel-ში მოსახერხებელია დიდი ტურისტული ჯგუფების დასაბინავებლად და არ ჩნდება საჭიროება მეგობრები სხვადასხვა სატუმროში გადანაწილდნენ.

Hostel-ში საერთო სამზარეულო და საპირფარეშო უფრო აკავშირებს ადამიანებს და იზრდება შანსები ნატოში ან ევროკავშირში შესვლის. (რეალურად თუ არ გამოვა, Facebook-ზე მაინც დაიმატებ და Facebook’s mission is to give people the power to share and make the world more open and connected.აპაა)!

Hostel-ში მეზობელი არ გისაყვედურებს ხმაურისთვის, პირიქით შეიძლება მოგიწოდოს კიდეც!

და ბოლოს, Hostel-ში არ არის ზედმეტად გადატვირთული საძინებლები, არასაჭირო ნივთებით, რაც ნამდვილად შეგიქმნით კომფორტს.

პ.ს. მეტი ინფოსთვის, თუ რა არის Hostel-ი.

Advertisements

ზაფხული 2011

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია მთელი რიგი მიზეზების გამო და როგორც ნამდვილ ეგოისტს, მეგონა, რომ სხვებისთვისაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.  იმედები გამიცრუვდა.

ამ ზაფხულსაც, როგორც წინა წლებში, ბანალურად, დაიწყო პანიკა გველებისა და კალიების შემოსევის შესახებ. მეგონა, გიგანტური კალიები ივლიან ქუჩებში, ამოვლენ ავტობუსებში და დასჯიან სუნიან ადამიანებს, მაგრამ არაფერიც. ჯერ-ჯერობით, რაც მოვისმინე, არც ერთი გველი არ აღმოჩენილა შხამიანი და  არც კალიებს შეუჭამიათ ვინმე. მოსავლის გარდა. (მაგას თან რა კითხვა დაესმის).

წელსაც აღმოჩნდა, რომ მზე განსაკუთრებით მწველია და ზღვა-განსაკუთრებით საშიშად დაბინძურებული (ეტყობა მთვარის ეტლი შეეჯახა რამეს). ამიტომ, უნდა დავრჩეთ დედაქალაქში და მზისგან თავის შესაფარებლად კუს ტბაზე წავიდეთ. (აქ: შეფარება= 40 გრადუს სიცხეში მზეზე გათანგულ წოლას).

წელსაც, როგორც ყოველთვის, როდესაც დანარჩენი ქვეყანა იწვის, ჩვენს საზღვაო კურორტებზე წვიმს. ტელევიზიაში კი გვიმტკივებენ, რომ ბათუმი არის ქალაქი, სადაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ წვიმდება და საერთოდაც, სეზონი 9 თვეს გრძელდება. ხოდა, ჩვენც გვჯერა და დასასვენებლად ოქტომბრის ბოლოს მივდივართ. (მანამდე წვიმიან ბათუმში ფასებს ცეცხლი უკიდია, ტრადიციულად).

ასე ნელ-ნელა მშხამდებოდა განსაკუთრებული ზაფხული, როცა ბეწვზე გამოლეღვებამ მომისწრო. წელს, როგორც არასდროს, ადამიანები გასარუჯად ლეღვის ნახარშს იყენებენ! კიდევ კარგი, თორემ მოწყენილობით მოვკვდებოდი!  აღარ გამიგია ამდენი ლუდის გადასხმა ტანზე და გასარუჯი კრემები! ბოლოს და ბოლოს გავიგე, რატომ ამბობდნენ, ნამდვილი ლეღვიაო!

პ.ს. ამერიკაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სიცხისგან. მართალი ყოფილა დათო ტურაშვილი, როცა წერდა, ხალხმა ტელევიზიით თუ არ მოისმინა, რომ მზეზე არ უნდა დადგეს და წყალი უნდა დალიოს, ისე ვერ ხვდებაო. მაგათ კიდევ რამე ეშველებათ, ჩვენს გამოლეღვებულებს გაფრთხილებაც რომ აღარ შველით?!