პროსტიტუციის ლეგალიზება

მეძავობა, თუ გნებავთ ბოზობა უძველესი პროფესიააო, ამბობენ. არასოდეს დავინტერესებულვარ ამ საკითხით ღრმად, მაგრამ ამას წინათ საღამოს საათებში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მოვხვდი, იმის მერე ვერ ვიცილებ თავიდან იმ ქალებზე ფიქრს. 15 წუთში არც ერთი აღარ იდგა. ასე რომ, უძველესი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა როა, ეგ ფაქტია.

ხოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მივხვდი, რატომ უნდა უშვებდეს სახელმწიფო შანსს, დამატებითი ფული შეიტანოს ბიუჯეტში პროსტიტუციის ლეგალიზებით?!  ყველა მხრივ დადებითი იქნება, თუ ეს მოხდება. ადამიანები, ვინც სექსში ფულს იღებენ, სულ არსებობდნენ და იარსებებს კიდეც, რამდენიც არ უნდა ებრძოლო, ვერაფერს მოუხერხებ, რადგან მოთხოვნა როცა არსებობს, შესაბამისად მიწოდებაც იქნება, ასეა ბაზარი მოწყობილი.

მოხდეს ლეგალიზება, გაიხსნას ბორდელები თუ რა ვიცი, რა ერქმევა. ეცოდინება ყველას, რომ არსებობს. მოუნდება ადამიანს ქალში/კაცში ფულის გადახდა, ადგება, წავა, მივა ადგილზე, სადაც სისუფთავეა, ეცოდინება, რომ რამე უბედურებას არ აიკიდებს, ექნება სექსი, გადაიხდის ფულს და წავა სახლში, ან სადმე სხვაგან. ბიუჯეტიც შეივსება, იმ საცოდავ ქალებსაც ნაკლები შეურაცხოფა და ცემა-ტყეპვა მოუწევთ. რით არის ცუდი? ვფიქრობ და ფაქტურად უარყოფით მხარეს ვერ ვუძებნი. ბოზობა მოიმატაბს? არა მგონია, ლეგალიზების ხათრით არც სირულს დაიწყებს მანდ ვინმე და არც გაბოზდება.

ოო, არაპოპულარული კი იქნება ეგ ნებისმიერი მთავრობის მხრიდან, თუმცა ბევრის გულსაც მოიგებენ. მმკ და სხვებიც აღშფოთდებიან და ქალებიც ბევრს იყვირებენ, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა გაჩუმდება. ბოლოს და ბოლოს ის ბოზიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და იმასაც აქვს უფლებები.

ერთია, გადასახადის გადახდა მათაც არ მოუნდება. თუმცა, მომსახურების ფასები უნდა გაიზარდოს, თავისთვად.

ვიღაცა იტყვის ალბათ, მაშინ ნარკოტიკების ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს, ეგეც ფულია ბიუჯეტისთვისო. არ ვიცი, თავისი პლიუსები ალბათ მაგასაც აქვს, მაგრამ ნარკოტიკები, ლეგალიზებული თუ არალეგალიზებული, სიცოცხლისთვის საშიშია. ხოლო ლეგალიზებული სექსი სწორედ იმიტომ უნდა არსებებდეს, რომ სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს.

ნუ, ეს რომ ტურიზმისთვის მხოლოდ პლიუსი იქნება, ეგ თავისთავად. თუმცა სექს-ტურიზმის განვითარების მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები არა მგონია არსებობდეს და არც ვაპირებ ამ თემაზე წერას.

უბრალოდ, მართლა მგონია, რომ ლეგალიზებულ პროსტიტუციას მხოლოდ დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.