ტოპ-13

ჩემმა FB მეგობრებმა უკვე იციან, რომ ვაპირებდი ჩემი მეგობრებისგან ტოპ გოგოების გამოვლენას. თავიდან ამას არასერიოზულად მივუდექი, მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

თავიდან შევარჩიე ტოპ-50 რომლის შემდეგაც მარტოს ძალიან გამიჭირდა და ჩემი ძმაკაცებიც ამომიდგენ მხარში ასეთ მძიმე ჟამს. უმეტესწილად გადაწყვეტილება ჩემი მიღებულია და ძალიან სუბიექტურია, აქ პირადმა სიმპატიამ, მეგობრობამ და სხვა ფაქტორებმა დიდი როლი ითამაშა, თან კრიტერიუმები არ მქონდა და შესაბამისად გაკიცხვას არ ვართ, ვინც მოხვდით თქვენი იმედი მაქვს, რომ დამიცავთ დანარჩენი 933 გოგოსგან.

ტოპ-13 – ში არ არის გადანაწილებული ადგილები, ანუ გოგოები რომლებიც მოხვდენენ არცერთისთვის არ მიმიცია პირველი ან მეცამეტე ადგილი. Continue reading

Advertisements

ჩემი 2012 წელი

არასოდეს დამიწერია პირადი პოსტი, ვთვლი/ვთვლიდი, რომ ჩემი ცხოვრება დიდად საინტერესო არაა თქვენთვის. თუმცა ახლა მომინდა განვლილი 2012 წელი შემეჯამებინა და თან ჩემი ამბებიც გამეანალიზებინა. ბოლოსდაბოლოს ბლოგი დასაწყისში ხომ დღიურის ფორმას ატარებდა და დღემდე მილიონობით ადამიანი იყენებს ამ მიზნით.

საკუთარი ერთი წლის გაანალიზება საინტერესო მეჩვენება ჩემთვისაც, მითუმეტეს თუ ამ პოსტს გამოხმაურება და რჩევებიც მოყვება.

2012 წელი დასაწყისშივე საინტერესო ჩანდა, დიდი ხანია ამ წელს აპოკალიფსურ წლად თვლიდნენ, ფილმებს უძღვნიდნენ და შიშით უყურებდნენ. თან ეს ჩემი წელი იყო, დრაკონის, 24 წლის გავხდი.  რა თქმა უნდა, პლანეტის აღსასრულს სკეპტიკურად ვუყურებდი, ეს უკვე მერამდენე მოლოდინი იყო, ჯერ კიდევ 2000 წელს მახსოვს მსგავსი განწყობა, მაშინაც ჩემი წელი იყო, 12 წლის გავხდი.

აღსასრულის მოლოდინით გაჟღენთილი 2012 წელი ჩემთვის ცუდად დაიწყო, 2011 წლის ბოლოს ბებიაჩემი გარდაიცვალა, ეს ადამიანი არ იყო ისეთი ბებია, რომლის გარდაცვალებაზეც ხუმრობენ ხოლმე, ეს ადამიანი ჩემთვის დიდი პიროვნება იყო, ნოდარ დუმბაძის ბებიას მაგონებდა, ეს იმიტომ დავწერე, რომ მიხვდეთ რამდენად გენიალური ადამიანი იყო. ჩემთვის წარმოუდგენლად, ოჯახის მხოლოდ 4 წევრით დადგა 2012 წელი და მთელი წელი სიცარიელე იყო ოზურგეთში. მერე როგორც ხდება, ხოლმე ცუდი ამბები ერთმანეთს მიეწყო, ჩემი საყვარელი ძაღლი მომიკვდა, მძიმედ გადაიტანა ზამთარი და ჩვენი საერთო ბებოს გარდაცვალება.

მე ისევ დავბრუნდი თბილისში, უკვე კრახისკენ მიმავალ ურთიერთობას ვაგრძელებდი ერთ გოგონასთან და ცხოვრების ჩვეულებრივ რითმს ვუბრუნდებოდი. ხო, ეს ის ურთიერთობაა, რომელიც შეიძლება ყველაზე სერიოზულად ჩაითვალოს ჩემს ცხოვრებაში, უცნაური ურთიერთობა კი იყო, არასოდეს მიფიქრია რომ მასთან ერთად ვიქნებოდი და თან ამდენი ხანი, ჩემთვის დიდი ხანია რამოდენიმე თვე (ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს). გურული ხასიათი ყველგან ჩანს, სისწრაფე, დაუდგრომლობა, ფეთქებადი ხასიათი, რაც დიდხნიან ურთიერთობებს ვერ უზრუნველოყოფს ხოლმე.

კარიერის კუთხით საინტერესო წელი იყო, ვმუშაობდი ერთ-ერთ ახალ კომპანიაში, დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე ბიზნესის საწყის ეტაპზე მუშაობის სპეციფიკა და საკმაოდ სტრესული სიტუაციების გამკლავება. თუმცა არც ამ  ისტორიას ქონდა „Happy End“-ი და მალევე მომიხდა კომპანიის დატოვება. შემდეგ იყო ტრენინგები ოზურგეთში, მე ვატარებდი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მომწონს ტრენინგების ჩატარება, ლექციების წაკითხვა და მსგავსნი, სავარაუდოდ 2013 წელს ამ კუთხითაც გავაგრძელებ საქმიანობას. ხო, მთავარი, როგორც იქნა დიპლომი მაქვს და დავამთავრე უნივერსიტეტი, 2012 წელს პირველი სექტემბერი იყო 1994 წლის შემდეგ რაც სასწავლებელში არ წავსულვარ. მართალია მაგისტრატურაზე ჩავაბარე, მაგრამ არ გამიგრძელებია სწავლა ჯერ-ჯერობით, დასვენება მჭირდებოდა. მაგისტრატურაზე ისევ ილიაუნიში ვარ და საინტერესო პროფესიაც ავირჩიე, ჩემი აზრით, მედია მენეჯმენტი,  ვნახოთ რა გამოვა.

ალბათ ვინც ამ პოსტით დაინტერესდა ყველაზე მეტად პირადი ცხოვრების ამბების გაგება უნდა, საერთოდ ადამიანებს უყვართ სხვისი ცხოვრების ინტიმური დეტალების გაგება, განხილვა და რაც მთავარია კრიტიკა. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა დასრულდა ამ წელს თქო, რას ვშვებოდი შემდეგ? მერე იყო ბევრი ფლირტი, სერიოზული და განსაკუთრებული არაფერი. რამოდენიმე უცნაური ურთიერთობა, აღფრთოვანება და მალევე გადაფიქრება, საბოლოო ჯამში არც არაფერი, კიდევ ერთი წელი დასრულდა ისე, რომ მე ისევ ვერ ავაწყვე სერიოზული ურთიერთობა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი პრაგმატულობის ბრალია, რომანტიკულობის ნაკლებობის. ხანდახან მგონია, რომ გრძნობები არ მაქვს, თავს ვერ ვკარგავ, ვერ ვაფრენ ან იქნებ ჯერ მართლა არ მინახავს „ის“ გოგო? არ ვიცი, ყოველთვის მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ ვარ ასეთი. არ იფიქროთ რომ ვწუწუნებ, ან ჩემი ურთიერთობებით უკმაყოფილო ვარ, პირიქით კარგად ვარ, ბევრს მოვწონვარ, ყურადღებას ვგრძნობ და ა.შ. მაგრამ სტაბილურობა მაკლია და ეს არ მომწონს, ვფიქრობ ეს ხელს მიშლის არა მარტო ურთიერთობებში, არამედ საქმის კეთებაშიც.

ამ წელს ჩემს სანაცნობო/სამეგობრო წრეს ახალი ადამიანები შეემატა, ძალიან მაგარი ადამიანები, ამას თუ წაიკითხავენ აუცილებლად მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ, რომ ჩამოვთვალო მერე ერთ-ერთი (ეჭვიანია) იტყვის განსაკუთრებულად რატო არ აღმნიშნეო და სჯობს ყველას ერთად გითხრათ რომ მიყვარხართ.

ჩემი ძველებიც არ მავიწყდება, ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებიც მუდმივად ჩემს გვერდით არიან და რა თქმა უნდა ჩემი თანამოსახლეები, სახლი სადაც რეალურად ადგილი ცოტაა, მარა ცხრა ძმის არ იყოს, 5-6 კაცი ვიყოფთ.

2013 წელს მხოლოდ 3 წევრით შეხვდება ჩვენი ოჯახი, იმიტომ რომ მამაჩემი წავიდა რუსეთში, ეს ცოტა სევდიანია, რადგან პირველადაა მამაჩემის გარეშე რომ ვხვდებით ახალ წელს.

ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი მოვლენა წლის ბოლოს ჰობიტის გამოსვლა იყო, მანამდე ჩვენთანაც მოვიდა ჰობიტი, ოქტომბერში, ჯერ-ჯერობით ახალ დაწყებული აქვს მოგზაურობა, დრაკონი ჯერ ვერ დაამრცხა. 2012 წელი მაინც დრაკონის წელია და… ის ისევ ზის, საგანძურს დარაჯობს, განათება ჩააქრო სხვათაშორის, არ მომაგნონო. აპოკალიფსური 2012 სხვა მოვლენებითაც იყო გამორჩეული, მაგრამ ისედაც კარგად მოგეხსენებათ და აღარ შეგაწყენთ თავს.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად მოხდა საქართველოში, რომ ბრძოლა ხელისუფლებისთვის უსისხლოდ დამთავრდა, იმედია „თარსი“ რიცხვის წელიც უსისხლო, ბედნიერი და გახარებული საქართველოს დასაწყისის წელი იქნება.

თითქმის მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

(პოსტი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე და სხვა საიტზე გამოვაქვეყნე. რაღაცეები შეიცვალა ამ პერიოდში, უკვე კომპიუტერიც მაქვს და ინტერნეტიც, მაგრამ რადგან ოზუ ისევ თითქმის მკვდარი ქალაქია, მინდა, ჩემს ბლოგზეც იყოს ეს ნაწერი).

ოთხი წლის პაუზის შემდეგ ისევ ოზურგეთში (ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) ვცხოვრობ. არ მაქვს კომპიუტერი. ინტერნეტი მხოლოდ მობილურით. ტელევიზორი უჩვენებს ოთხ არხს, აქედან ერთს-გურიის ტელევიზიას, დროგამოშვებით. ვმუშაობ დაახლოებით რვა საათს დღეში.

ოზურგეთი თითქმის მკვდარი ქალაქია. ხალხი დადის, საკმაოდ ბევრიც. მუშაობს რამდენიმე კაფე-ბარი და რესტორანი. მათგან ერთი ბარი ნორმალურია. არ მუშაობს კინო, სამაგიეროდ გაიხსნა ახალი საავადმყოფო. არ ვიცი თუ იმართება სპექტაკლები თეატრში, ალბათ არა. ძალიან ცივა.

თითქმის მკვდარი ქალაქია – მეთქი, ვამბობ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ და რითი ერთობიან აქ ადამიანები. არც ის მახსოვს მე რას ვაკეთებდი ოთხი წლის წინ?! ალბათ მეგობრები მყავდა. ახლა აქ მხოლოდ ორი მეგობარი მყავს, ორივე გათხოვილი. ერთს ყოველ დღე ვნახულობ, მეორეს თვეში ერთხელ. ვისმენ როგორ უნდა მოუარო ბავშვს, ან რა უნდა წაიღოს სამშობიაროში და შიგნიდან მაკანკალებს.

არ მრჩება დრო ქალაქში საბოდიალოდ, ჯერ-ჯერობით, რადგან ადრე ღამდება. დღეები კი ძალიან სწრაფად გადის. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ექვსის ნახევრიდან არაფერს ვაკეთებ.

ვერ ვიტყვი, რომ მოვიწყინე ან ცუდად ვარ ამ მკვდარ ქალაქში, ალბათ ვეჩვევი და მეც ვკვდები თანდათან.

თან როცა წვიმს, ყველაფერი სველია და ნაცრისფერი, ოზუს არაფერი შეედრება…

ნოემბერი

ნოემბერი ჩემი თვეა. არა ფილმების გამო ( არც მიყვარს დიდად ის ცნობილი ფილმები), არა მუსიკის გამო. უბრალოდ.

მიუხედადავად იმისა, რომ საერთოდ სასწაულების არ მწამს, მჯერა, რომ ნოემბერი სასწაულია…

რაღაცნაირი თვეა. დასასრულივით. მძიმე, თან მსუბუქი. ყველაფერი ერთად.

ყოველ ნოემბერს მგონია, რომ ბოლოჯერაა ასეთი და მძაფრად განვიცდი. მერე, რომ გაივლის, ვფიქრობ, რა მაღელვებდა და რომ მომდევნო ნოემბერი იქნება ჩვეულებრივი თვე, მაგრამ როცა ახლოვდება და მოლოდინს ვიწყებ, ვხვდები, რომ  არასოდეს იქნება ჩვეულებრივი. იმიტომ, რომ ნოემბერია.  უბრალოდ ნოემბერია და იმიტომ. ჩემი ნოემბერია.

არ ვიცი, იმიტომ მიყვარს ასე განსაკუთრებით, რომ მკლავს, თუ რომ მიყვარს, იმიტომაც მკლავს. ყველაზე ცუდად და კარგად ერთდროულად ზუსტად ამ დროს  ვარ. ერთი ვიცი: სულ რომ ნოემბერი იყოს, ალბათ თავის მოკვლაზე ვიფიქრებდი… მაგრამ საერთოდ რომ არ იყოს, ცხოვრება უაზრობა იქნებოდა.

თითქმის დარწმუნებული ვარ, მე ნოემბერში მოვკვდები.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ნოემბერი ყველაფერთან ერთად სასწაულების თვეა. ჯერ კიდევ მჯერა. წინ შვიდი დღე მაქვს.

ნოემბრის სასწაულის ასხდენას გისურვებ, თამ…

Efes

ბოლო პერიოდში რამოდენიმე კარგი საღამო გადაება ერთმანეთს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Efes-ის კარაოკე ფართი იყო Studio 5-ში. დაპატიჟებულ ბლოგერებს ძალიან კარგად დაგვხვდნენ და ჩვენი სახელობის მაისურები და ჩამოსხმული ლუდიც კი დაგვახვედრეს.

ესეც მე ჩემი სახელობის მაისურით და სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ლუდით

საინტერესოა, რომ ბოლო 1 კვირის განამვლობაში ისეთი ”რაცხეების” კეთება მომიწია, რაც არასოდეს გამიკეთებია. ამჯერადაც თავს უფლება მივეცი და კარაოკეზე ვიმღერე, თავიდან Oasis და შემდეგ System of a down. აღმოჩნდა, რომ სიმღერა უფრო რთულია ვიდრე წარმომედგინა, თუმცა ძალიან ბევრი კი ვიხალისე. რაც ყველაზე მთვარია ფართიზე ძალიან ბევრი კარგი ლუდი იყო, ჩემი საყვარელი სასმელი და შესაბამისად ჩემი განწყობაც შესანიშნავი მქონდა.

ძალიან ბევრი თამაშისა და სიმღერის შემდეგ ცოტა შესვენაბა მოვაწყვეთ, ზოგიერთი ბლოგერი სახლშიც წავიდა, მაგრამ ეს არ იყო ამ საღამოს დასასრული, ბოლო ჩემთვის უკეთესი აღმოჩნდა, რადგან ერთი ყუთი Efes-ი მოვიგე ლექსების კონკურსში.

ესეც ფოტო შედევრის კითხვისას

ეს კი რაღაც გაურკვეველი თამაში 🙂

პ.ს. მეორე დილით თავის მოძებნა გამიჭირდა, მაგრამ საღამო ნამდვილად შედგა და თან ძალიან მაგრად. თუ ფართის ფოტოები დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ.

მე და პოკერი

როცა სიტყვა სპორტი მესმოდა, პირველ რიგში, ფეხბურთი მახსენდებოდა, მერე კალათბურთი, ფრენბურთი და ა.შ, არასოდეს პოკერი. მიმაჩნდა, რომ სპორტის სახეობა მსგავსი ტიპის არ უნდა ყოფილიყო, ანუ მთლიანად გამართლებაზე აგებული და კარტის თამაში საერთოდ ვერ წარმომედგინა სპორტად. პოკერის წესები, დაახლოებით, 1 წელია ვიცი, თუმცა თამაშით ძალიან იშვიათად ვთამაშობდი და თუ მითამაშია, მხოლოდ ონლაინ ან ჩემს ტელეფონში.

გუშინ ძალიან ბევრი გავიგე პოკერის შესახებ და წარმოდგენაც რადიკალურად შემეცვალა. დიახ, ეს არის ნამდვილი სპორტის სახეობა, თავისი ტაქტიკით, გათვლებით, შეტევით, აგრესიით, ვნებით და ბევრი ადრენალინით. რა თქმა უნდა, გამართლება აქაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგი კარტიც არაა მოგების გარანტია . თუ სწორად ვერ ამოიცანი ბლეფი, შეიძლება, კარგი ხელით თამაში შეწყვიტო კიდეც, როგორც მე დამემართა ერთ-ერთი გდამწყვეტი დარიგების დროს.

მოდი, დასაწყისიდან მივყვეთ მოვლენებს. ბლოგერების ერთ-ერთ ჯგუფში ბარკერმა დაწერა, რომ adjarabet-ი აწყობდა ტურნირს სპეციალურად ბლოგერებისთვის. მოთხოვნა იყო წესების ცოდნა და ასაკი 21 +, ორივეს ვაკმაყოფილებდი, თან ძალიან საინტერესო პრიზები იყო (ტურნირის გამარჯვებულს – xbox + კინექტი, მეორე ადგილი ტურნირში – პოკერის ჩიპების ქეისი) და ბევრიც აღარ მიფიქრია. აი, სწორედ ასე აღმოვჩნდი ლისზე, სადაც პოკერის მაგიდა გველოდებოდა და საერთოდ ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი.

თავიდან ვღელავდი, უმეტესად არ ვთამაშობდი და ჩემი ჩიპებიც ნელ-ნელა მცირდებოდა. ცოტა ხანში პირველად შევყევი ბოლომდე და ორი წყვილით მოვიგე კიდეც, ამან ცოტა დამამშვიდა და ვირწმუნე, რომ მოგება შეიძლებოდა და ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო. ზედიზედ 3 ჯერ ძალიან კარგი ხელი დამირიგდა, პირველი განსაკუთრებით აღსანიშნავია 10 გული და K გული, საბოლოოდ, სტრიტი გამომივიდა, ტუზ აგურის ნაცვლად ტუზ გული რომ ყოფილიყო, ყველაზე მაღალ კომბინაციას ფლეშ-როიალს ვაკეთებდი. ამ დარიგებამ ლიდერად მაქცია და მომდევნო ორი დარიგებაც კარგი გამოდგა, შემდეგ კი შევისვენეთ და ჩემი საქმეც ცუდად წავიდა, რადგან თამაში უფრო დაიძაბა და გამოცდილმა მოთამაშეებმა გამოაჩინეს თავიანთი “კოზირები”. მე კი რამოდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვი და საპატიო მესამე ადგილს დავჯერდი.

საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან რეალურად მქონდა შანსი გამარჯვების, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს პირველი იყო და შემდეგზე (იმედი მაქვს adjarabet-ის, რომ კიდევ იქნება მსგავსი ტურნირი) გავიმარჯვებ კიდეც.

II ადგილი – Kontua

I ადგილი – Spieler 

ნიჭიერი დაიწყო

რუსთავი 2-ზე უკვე მესამედ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუ ”ნიჭიერი”, რომლის მიმართაც მოლოდინი ყოველთვის დიდია.

პირველი გადაცემის დროს ბლოგის Draft-ში ვინიშნავდი იმ განცდებს რასაც გამომსვლელები იწვევდა ჩემში, რომ შემდეგ პოსტისთვის გამომეყენებინა. თუმცა, როცა გადავხედე ამ ყველაფრს რედაქტირების გარეშე გამოქვეყნება მომინდა.

  1. უსაყვარლესი მოხუცი და ყველაზე უცნაური ცეკვა რაც კი ოდესმე მინახავს :0
  2. უცნაური , პატარა გოგოები და ისევ გაუგებარი ცეკვის სტილი.
  3. დარბაზის აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია…
  4. ვაიმე, დოდოს სახე….. სოფელი მშვენიერა და ასეთი სახე?!. 20 წლისაა ეს ? :შ:შ აფრები-ახალი სპამ ვიდეო დაიდო.
  5. სლაიდი – შენელებული კადრები, ძილი მომინდა.
  6. ლიჟები – რისი გაკეთება უნდოდა თავად იცოდა?!
  7. ოქროპირიძე-გორი-ბომ ტიმ ტირიი დ:დ:დ:დ – კაი გოგოა და სად ისწავლა ეს?! :დ
  8. წერეთელი გიორგი – პროგრამისტი, მუსიკა. ვიდეოც … ნორმალურია, ვიდეო ორიგინალურია, ჩარლი ❤
  9. ინდოელები – ცეკვა, პოპური, არაა კარგი, სინქრონი არაა, თარხნიშვილი ცეკობს :დ საბჭოთა ნოსტალგია ემართება ხალხს ინდური ცეკვის დროს.
  10. თსუ არტი, კანალიზაციის მილები – ორიგინალურია, აშკარად გაასწორა.
  11. ყველგან დუტა!!!
  12. ცეკვა ბავშვები, პანიკა, ძალიან უხარიათ :დ:დ
  13. დანები, გავრისკოო, პირველად ვისვრიო :დ საშინელი ნომერი, უი უკან ვანიკო ყოფილა, თუმცა მაინც არ ვარგა.
  14. მკაცრი მასწი, ცეკვა, ვანიკო ყველას სჯობს დღეს.
  15. კისო, მეგრული სახელები რულზ. ვიღადავე, კიდევ ერთი სპამ ვიდეო, რუსულები და ჩქარებიიი.
  16. მანქანას ატრიალებს და რეკლამაააააააააააა!
  17. მანქანა ისევ…  ვერ იზამს მგონი და ვერც ქნაა – გაურკვეველია გეგას პასუხი… არ გადაიყვანეს.
  18. მომღერლები, 12 ინსტრუმენტი, 3 კაცი…   კარგი იყო.
  19. ილუზიობისტი, მალფოი :დ ჰარიში პლაგიატიაოო, მენტალიზმი, ექსტრასენსი. ხუმრობა არ ვარგა 😦 აშკარად მეტი შეუძლია, ვგულშემატკივრობ.
  20. თვით ჰარიიიი – ცეკვა, საკაიფოა. ფილმის ყურების დროს სულ ვფიქრობდი რომ ჰარი მოუხერხებელია.
  21. გიტარა, ვალერი – კაია, უბრალოდ შპაგატი არ მევასა :დ
  22. მოხუცებიი, ჰეჰ, ჟონგლიი — გული დამწყდა 😦
  23. ანა ქაშიბაძე, გამარჯვების კანდიდატი – საყვარელია, ორი წელია ვოცნებობო, ხალხი ეცემა ტირილზე – ნეტა რას მოყვება მომდევნოზე?
  24. დასრულდააა!!!!!

    სავარაუდოდ გამომრჩა ნომრები, მაგრამ ესაა რაც ჩავიწერე.

ადამიანები იცვლებიან?!

ექიმ ჰაუსს თუ დავუჯერებთ, არა…

მეორე თვეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი საცხოვრებლად და თითქმის ყოველ დღე ვხვდები ხალხს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. უმეტესობა მათგანი სულ სხვანაირი მეჩვენება, ამიტომ, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, იცვლებიან თუ არა ადამიანები.

წლების წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, თუმცა არც ისე ახლოს. იყო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ეცვა ფერადი ელასტიკები (მაშინ არავის ეცვა), დიდი საყურეები ეკეთა, სიგარეტს ეწეოდა (ესეც იშვიათი იყო მაშინ. ჩემს ირგვლივ მაინც). სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და ოცნებობდა გერმანიაში წასვლაზე. მოკლედ, ათას ადამიანში გამოირჩეოდა. გარედან საინტერესო ჩანდა, შინაგანად არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობდი.

რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმანეთს არ მივესალმეთ. არ ვიცი, თუ მიცნო. ეცავა ძალიან ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, თმა ქონდა შეღებილი საშინლად. არაფერი  ფერადი. ჩანდა საშინლად დაღლილი. მუშაობს სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. გული დამწყდა. როგორც ჩანს, გერმანიაში არ/ვერ წავიდა. ან წავიდა და ჩამოვიდა. არაფერი გამორჩეული და საინტერესო.

იმ დღის შემდეგ სულ  ვფიქრობ, ნეტა შინაგანადაც შეიცვალა? მგონია, რომ კი…

მგონია, რომ მეც ვიცვლები, იმის შემდეგ, რაც საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი.

ეეჰ, ექიმო ჰაუს, ადამიანები იცვლებიან…

გალერეა

ცოცხალი ბიბლიოთეკა და სტერეოტიპები

This gallery contains 5 photos.

დღეს ვაკის პარკში ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის” მიერ ორგანიზებული ცოცხალი ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკაში წიგნები იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები. მიზანი სწორედ ამ შეხედულებების დამსხვრევა იყო ,,წიგნების წაკითხვის” შედეგად და სლოგანიც შესაბამისად-,,დაამსხვრიე სტერეოტიპები-იყავი თავისუფალი” იყო. თავიდან, როდესაც ბიბლიოთეკაში წავედი, არც … Continue reading