რატომ უნდა მოეგო მარგველაშვილს არჩევნები

ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო, მოხდა დემოკრატიული ცვლილება მთავრობის და დადგა ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი ფაქტია, რომ ქვეყანა უკვე ემსგავსება ქვეყანას და რევოლუცია აღარ (იმედია) მოხდება. უკვე ყველაფერი ჯანსაღად ხდება, არჩევნების გზით. ვის რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს მისი პირადი არჩევანია და მგონი არ მეჩვენება და პირველადაა როცა ასე ჯანსაღად და პირდაპირ ამბობს ხალხი თუ რომელი პარტიის მომხრეა.

მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივად ოპოზიციური განწყობა მაქვს ხოლმე, არ იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიული ვარ, არამედ იმიტომ რომ საქართველოში მთავრობით სრული კმაყოფილება, და არა მარტო ჩვენთან, აბსურდია. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავრობა არის ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ და მათი კონტროლი ჩვენი მოვალეობაა. ამიტომაც ვარ ხოლმე კრიტიკულად განწყობილი, უბრალოდ ჯერ არაა მომენტი როცა მთავრობის ნაბიჯების უმეტესობა დადებითად შეფასდეს.

ახლა მინდა გითხრათ რატომ არის კარგი დღევანდელ არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიმპატიით არ ვარ განწყობილი ამ ადამიანისადმი. პირველი მიზეზი არის “ქართული ოცნების” მიერ საბოლოოდ აღება საკუთარ თავზე მმართველობის, რაც მეტ გასაქანს მისცემს მათ და შესაბამისად უკეთ გამოჩნდება რისი გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის. შარშან ხალხის განწყობა კარგად მახსოვს და მახსოვს ის იმედები თუ როგორ ელოდნენ 41 ნომრიანი პარტიის გამარჯვება, შემდეგ მახსოვს ამ განწყობის საკმაოდ იმედგაცრუებაში გადაზრდა. ესეც საინტერესო ფაქტია, რადგან ასე 1 წელში სხვა მთავრობისთვის ამდენი არასოდეს არავის მოუთხოვია. გასათვალისწინებელია ოცნების მდგომარეობაც, ეს პარტია სათავეში მოვიდა იმ დროს როცა ქვეყანა ასეთუისე ნორმალურ გზაზე იდგა და შესაბამისად ხალხი მალე უკეთესობას ვერ იგრძნობდა. 2003 წელს ქვეყანაში, სადაც შუქიც კი არ იყო უფრო მარტივი იყო ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება იმ ყოფითი პრობლემების მოგვარებით რაც ასე სასიცოცხლოდ საჭირო იყო იმ დროს. ახლა კი როცა მთავრობა უფრო გამჭვირვალეა, როცა გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ხალხისთვის ადვილად საგრძნობი ნაკლები, როცა მედიას არ ეშინია პირდაპირ ეთერში პრემიერის “მიჭიხვნა” ყველაფერი გაცილებით რთულია მთავრობისთვის. ეს არაა ცუდი, პირიქით, იმედია ეს უფრო ეფექტურს გახდის ხელისუფლების მუშაობას და იმედია პრემიერიც (მომავალიც) არ დაგვემუქრება ხოლმე გაბუტვით როცა მეტს ვითხოვთ.

ასევე ვიმედოვნებ, რომ არ მოხდება ის რაც 2005 წლის შემდეგ მოხდა, რამაც საბოლოო ჯამში “ნაციონალური მოძრაობა” კრახამდე მიიყვანა, ისინი აცდნენ ხალხს, სწრაფი რეფორმებით, გაუთვლელი ნაბიჯებით, იმპულსური პრეზიდენტით და რაც ყველაზე მთავარია ხალხში, დამქირავებელში შიშის დანერგვით. მახსოვს, როგორ ეშინოდათ ჟურნალისტებს, მასწავლებლებს, უბრალოდ ბაზარში მოვაჭრეებს. შარშან ამ დროს გურიაში ვმუშაობდი და ადამიანების განწყობა კარგად ვიცოდი, როგორ შიშით ახსენებდნენ არჩევნებს და როგორ უნდოდათ არავის გაეგოთ მათი სურვილის შესახებ, რომ “ქართულ ოცნების” შემოხაზვა უნდოდათ.

ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საშიშროება რასაც მე ვხედავ არის ისევ და ისევ იმ კულტის პრობლემა რაც ქართველებმა ვერ მოვიშორეთ და სტალინის მერე იცვლება უბრალოდ სახელები, ზვიადი, სააკაშვილი და ახლა ბიძინა. თუმცა კარგი ამ კუთხით ისაა, რომ ახლანდელი პრემიერი პოსტს ტოვებს და ეს იმედს მაძლევს კულტის დანგრევისა, დანგრევის თუ არა ხალხის ცნობიერების შეცვლის დასაწყისის მაინც, იქნებ შევეჩვიოთ ჯანსაღ პოლიტიკას მესიის გარეშე.

ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვაკრიტიკე ეს მთავრობა და ამის გაკეთებას ისევ გავაგრძელებ, თან ახალ პრეზიდენტს მალე დიდი გამოცდა აქვს ნატოს სამიტის სახით, ვნახოთ როგორ ჩაივლის.

ამ პოსტში არ მინდოდა პესიმისტური მესიჯების გაჟღერება და შესაბამისად ვეცადე ოცნების შეცდომებზე არ მესაუბრა, მაგრამ ამიერიდან უფრო ხისტი ვიქნები ხოლმე, რადგან ამ არჩევნებით ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ მარგველაშვილს და მთლიანად კოალიციას, დავიქირავეთ, ფული უნდა გადავუხადოთ და შესაბამისად ამიერიდან უფრო მეტის მოთხოვნა შეგვიძლია.

Advertisements

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s