მიზეზები მარტის მოლოდინში

გუშინ ბარსელონამ წააგო მილანთან, თან 2-0 და თან ისე უშანსოდ რომ ძალიან დიდი ხანია არ მქონია ასეთი განცდა, განცდა პესიმიზმისა, რომ ბარსელონა ვერ გასცდება 1/8 ფინალს, რაც საკმაოდ დიდი ხანია არ მომხდარა. მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, თუ რატომ ვერ ითამაშა ბარსამ და რა შანსია რომ 1/4 ფინალში გავიდეს.

დავიწყოთ თავიდან, როცა გაირკვა კენჭისყრის შედეგად, რომ ბარსა მილანს ხვდებოდა. ყველგან დაიწერა და ითქვა, რომ ბარსელონა უპირობო ფავორიტია, ტოტალიზატორებშიც კი იმდენად დაბალი კოეფიციენტი მისცეს ბარსას 1/4 გასვლაზე, რომ თავიდან ვიფიქრე გალათასარაი ხო არ შეხვდა თქო. რა თქმა უნდა მილანი სეზონის დასაწყისში ძალიან სუსტი იყო, მე პირადად ასეთი სუსტი მილანი არ მახსოვს, თუმცა ეს გუნდი მილანია და ამით ყველაფერია ნათქვამი, მათი არ დაფასება რაც დაუჯდათ კატალონიელებს კარგად ვნახეთ. მივედი მთავარ სათქმელამდე, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რაც ბარსელონაში არა ერთხელ შემიმჩნევია, მოწინააღმდეგე გუნდის სათანადოდ არ დაფასება და ზერელე დამოკიდებულება. მთელი პირველი ტაიმი ბარსა არ ცდილობდა გოლის გატანას (რამდენად გამოუვიდოდათ სხვა საქმეა), მეგონა უბრალოდ ბურთის გასაგორებლად გამოვიდნენ მეთქი, თუ კარგად დააკვირდებოდით მხოლოდ 2-0 ის მერე დაიწყო გუნდმა მოქმედება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მილანი კი პირიქით, იბრძოდა ბოლომდე, მოტივაცია ჰქონდათ შესაშური და საკუთარ კედლების ფაქტორიც საკმაოდ ეხმარებოდათ.

იყო საუბრები მსაჯის შეცდომებზე, ხელით გაკეთებულ საგოლე გადაცემაზე, თუმცა მე არა მგონია რომ ეს გადამწყვეტი ყოფილიყო, თან წესების კარგი ცოდნით ვერ დავიკვეხნი და შეიძლება მსგავსი მომენტი არცაა გოლის არჩათვლის საფუძველი. უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მსაჯების თემა ბარსასთან მიმართებაში ძალიან გადამეტებულია და უკვე მსაჯებიც ერიდებიან სადაო მომენტში ბარსას მხარე დაიჭირონ.

აღსანიშნავია ბარსას ლიდერების ცუდი თამაში. ხო, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ტრიომ ცუდად ითამაშა, ინიესტა კიდე შეიძლება ითქვას რომ უკეთესი იყო. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო დაბალი მოტივაციით და მილანელების კარგი თამაშით. პრინციპში ერთ თამაშს ჩააგდებენ ხოლმე, ადამიანები არიან და არავითარი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თამაშში ყველაფერს გამოასწორებენ. განსაკუთრებით ინიესტამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, ჩემი აზრით, სწორედ ანდრესია ბარსას მთავარი ფეხბურთელი და ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მის მოქმედებაზე.

401653_396956206995128_550012168_n

რაც შეეხება ბარსას შანსებს. ორ ბურთიანი უპირატესობა ძალიან დიდად მეჩვენება, მაგრამ ბარსელონას სწორედ იმიტომ ითვლებოდა ფავორიტად, რომ მხოლოდ ამ გუნდს შეუძლია მსგავსი საოცრებების ჩადენა და 3-0 მოგება კამპ ნოუზე. მიიჩნევენ, რომ ბარსელონას უკვე არავითარი შანსი არ აქვს, თან როცა მილანამდე 2 კლასიკოა და ძალიან გადაღლილები იქნებიან. მე კი ვთვლი, რომ კლასიკოები ბევრ რამეს გადაწყვეტს, განსაკუთრებით თასის, ჩემპიონატში მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია. თუ ბარსა ორივე თამაშს რეალთან კარგად ჩაატარებს და სასურველ შედეგს მიაღწევს დიდი შანსია რომ ეს მოტივაციის კუთხით ძალიან წაადგებათ. ასევე მნიშველოვანია მთავარი მწვრთნელი მალე დაბრუნდეს გუნდთან, რადგან ბარსას მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ფსიქოლოგიაა და არა სხვა საფეხბურთო ასპექტები.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ კამპ ნოუზე სულ სხვა თამაში იქნება და ბარსელონას გულშემატკივრები კიდევ ერთხელ იზეიმებენ მათი გუნდის 1/4 ფინალში გასვლას, მიუხედავად იმისა რომ ბარსას განსვლის შანსს 40 % ვაფასებ.

P.S. ბოლოს და ბოლოს 9 წელია მილანს სან სიროზე ბარსასთვის არ მოუგია და ხომ უნდა დამთავრებულიყო ოდესმე.

P.P.S. დიმა ობოლაძე არის არაპროფესიონალი კომენტატორი და რუსთავი 2-ზე ბარსას თამაშს აღარ ვნახავ.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s