ნოემბერი

ნოემბერი ჩემი თვეა. არა ფილმების გამო ( არც მიყვარს დიდად ის ცნობილი ფილმები), არა მუსიკის გამო. უბრალოდ.

მიუხედადავად იმისა, რომ საერთოდ სასწაულების არ მწამს, მჯერა, რომ ნოემბერი სასწაულია…

რაღაცნაირი თვეა. დასასრულივით. მძიმე, თან მსუბუქი. ყველაფერი ერთად.

ყოველ ნოემბერს მგონია, რომ ბოლოჯერაა ასეთი და მძაფრად განვიცდი. მერე, რომ გაივლის, ვფიქრობ, რა მაღელვებდა და რომ მომდევნო ნოემბერი იქნება ჩვეულებრივი თვე, მაგრამ როცა ახლოვდება და მოლოდინს ვიწყებ, ვხვდები, რომ  არასოდეს იქნება ჩვეულებრივი. იმიტომ, რომ ნოემბერია.  უბრალოდ ნოემბერია და იმიტომ. ჩემი ნოემბერია.

არ ვიცი, იმიტომ მიყვარს ასე განსაკუთრებით, რომ მკლავს, თუ რომ მიყვარს, იმიტომაც მკლავს. ყველაზე ცუდად და კარგად ერთდროულად ზუსტად ამ დროს  ვარ. ერთი ვიცი: სულ რომ ნოემბერი იყოს, ალბათ თავის მოკვლაზე ვიფიქრებდი… მაგრამ საერთოდ რომ არ იყოს, ცხოვრება უაზრობა იქნებოდა.

თითქმის დარწმუნებული ვარ, მე ნოემბერში მოვკვდები.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ნოემბერი ყველაფერთან ერთად სასწაულების თვეა. ჯერ კიდევ მჯერა. წინ შვიდი დღე მაქვს.

ნოემბრის სასწაულის ასხდენას გისურვებ, თამ…

Advertisements

3 comments on “ნოემბერი

  1. ძალიან მომეწონა. ესე ძალიან დიდი ხანია არ მომწონებია არც ერთი პოსტი არც ერთ ბლოგზე 🙂 ჩემიც არის ნოემბერი და მეც უზომოდ მიყვარს და თან უზომოდ მღლის 😦

  2. ჩემიც არის ნოემბრი… ❤ ჩემით იწყება და საერთოდ მიყვარს ეს თვე… ყველაზე ტკბილი მოგონებებია ჩემთვის ნოემბერში ❤

  3. საოცარი პოსტია ❤
    ნოემბერი ჩემი თვეც არის, პოსტის ბოლოს რა თქმა უნდა მე არ ვიგულისხმები, მაგრამ თითქოს რაღაც სასიამოვნო იყო ჩემი სახელი წაკითხვა 😀 მოკლედ, ეს ბლოგიც მომეწონა და ამის შემდეგ ხშირად შემოვალ ხოლმე)

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s