მე და პოკერი

როცა სიტყვა სპორტი მესმოდა, პირველ რიგში, ფეხბურთი მახსენდებოდა, მერე კალათბურთი, ფრენბურთი და ა.შ, არასოდეს პოკერი. მიმაჩნდა, რომ სპორტის სახეობა მსგავსი ტიპის არ უნდა ყოფილიყო, ანუ მთლიანად გამართლებაზე აგებული და კარტის თამაში საერთოდ ვერ წარმომედგინა სპორტად. პოკერის წესები, დაახლოებით, 1 წელია ვიცი, თუმცა თამაშით ძალიან იშვიათად ვთამაშობდი და თუ მითამაშია, მხოლოდ ონლაინ ან ჩემს ტელეფონში.

გუშინ ძალიან ბევრი გავიგე პოკერის შესახებ და წარმოდგენაც რადიკალურად შემეცვალა. დიახ, ეს არის ნამდვილი სპორტის სახეობა, თავისი ტაქტიკით, გათვლებით, შეტევით, აგრესიით, ვნებით და ბევრი ადრენალინით. რა თქმა უნდა, გამართლება აქაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგი კარტიც არაა მოგების გარანტია . თუ სწორად ვერ ამოიცანი ბლეფი, შეიძლება, კარგი ხელით თამაში შეწყვიტო კიდეც, როგორც მე დამემართა ერთ-ერთი გდამწყვეტი დარიგების დროს.

მოდი, დასაწყისიდან მივყვეთ მოვლენებს. ბლოგერების ერთ-ერთ ჯგუფში ბარკერმა დაწერა, რომ adjarabet-ი აწყობდა ტურნირს სპეციალურად ბლოგერებისთვის. მოთხოვნა იყო წესების ცოდნა და ასაკი 21 +, ორივეს ვაკმაყოფილებდი, თან ძალიან საინტერესო პრიზები იყო (ტურნირის გამარჯვებულს – xbox + კინექტი, მეორე ადგილი ტურნირში – პოკერის ჩიპების ქეისი) და ბევრიც აღარ მიფიქრია. აი, სწორედ ასე აღმოვჩნდი ლისზე, სადაც პოკერის მაგიდა გველოდებოდა და საერთოდ ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი.

თავიდან ვღელავდი, უმეტესად არ ვთამაშობდი და ჩემი ჩიპებიც ნელ-ნელა მცირდებოდა. ცოტა ხანში პირველად შევყევი ბოლომდე და ორი წყვილით მოვიგე კიდეც, ამან ცოტა დამამშვიდა და ვირწმუნე, რომ მოგება შეიძლებოდა და ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო. ზედიზედ 3 ჯერ ძალიან კარგი ხელი დამირიგდა, პირველი განსაკუთრებით აღსანიშნავია 10 გული და K გული, საბოლოოდ, სტრიტი გამომივიდა, ტუზ აგურის ნაცვლად ტუზ გული რომ ყოფილიყო, ყველაზე მაღალ კომბინაციას ფლეშ-როიალს ვაკეთებდი. ამ დარიგებამ ლიდერად მაქცია და მომდევნო ორი დარიგებაც კარგი გამოდგა, შემდეგ კი შევისვენეთ და ჩემი საქმეც ცუდად წავიდა, რადგან თამაში უფრო დაიძაბა და გამოცდილმა მოთამაშეებმა გამოაჩინეს თავიანთი “კოზირები”. მე კი რამოდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვი და საპატიო მესამე ადგილს დავჯერდი.

საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან რეალურად მქონდა შანსი გამარჯვების, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს პირველი იყო და შემდეგზე (იმედი მაქვს adjarabet-ის, რომ კიდევ იქნება მსგავსი ტურნირი) გავიმარჯვებ კიდეც.

II ადგილი – Kontua

I ადგილი – Spieler 

Advertisements

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s