გალერეა

დები

რუსთაველის თეატრში შილერის ,,მარიამ სტიუარტის” განახლებული ვერსია ვნახე, რომელიც  პირველად 15 წლის წინ დაიდგა, განახლებული ვერსიის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ეს სპეკტაკლი, ნაწარმოები, არის ისტორია ორი დედოფლის ბრძოლისა, რომელიც ტრაგიზმითაა სავსე და საბოლოო გამაჯვებული არ ყავს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მარიამ სტიუარტი  შოტლანდიის დედოფალი იყო XVI საუკუნეში და საინტერესოა, რომ მისი კორონაცია, ჩემ დაბადების დღეს, 9 სექტემბერს ემთხვევა. 🙂

ჩემი პირველი ემოცია სპეკტაკლის ნახვის შემდეგ იყო ის, რომ არ მომწონს ის ეპოქა და არ მაქვს სურვილი იქ ცხოვრების (ვინ მექაჩება ნეტა?!). მეჩვენება, რომ ეს დრო ძალიან ბნელი იყო, უფერული, ბევრი ბოროტებით, ჩახლართული ამბებით და ინტრიგებით, განსაკუთრებით ეს სამეფო კარს ეხება. რაც შეეხება მთავარ გმირებს, დედოფალ ელისაბედ I და მარიამ სტიუარტს, მათ იმაზე მეტი საერთო აქვთ ვიდრე თავად მათ ეგონათ. ისინი იყვნენ მარტოსული ქალები, რომლებიც გვირგვინს და ტახტს შესწირეს ცხოვრება. ჩემთვის არცერთია უარყოფითი გმირი და არც მეორე, ორივესადმი ერთნაირი თანაგრძნობა გამიჩნდა და ვფიქრობ, ორივე ქალია, რომლებიც სიმპატიასაც იწვევენ და ზიზღსაც.

სპეკტაკლში მთავარ როლებს მარინა კახიანი, ნანუკა ხუსკივაძე და მურმან ჯინორია თამაშობდნენ და ნამდვილად უმაღლესი დონის სამსახიობო ოსტატობა ვნახე. მარინა კახიანი იყო სწორედ სტიუარტი, შოტლანდიის უჭკნობი ყვავილი, რომელიც თავიდან ბოლომდე კარგად დაგვანახა მხიარული, გარყვნილი, სევდიანი, ტრაგიკული დედოფალი. რაც შეეხება მის დას, ”ქალწულ” ელისაბედს, უკურნებელი სენით დაავადებული დედოფლის როლი, როგორც სხვა როლები გენიალურად შეასრულა ნანუკა ხუსკივაძემ, ეს ქალი ”პაკლონზეც” კი განსაკუთრებულად გამოდის.

აუცილებალდ უნდა აღვნიშნო ნანული სარაჯიშვილის თამაში, რომელიც ინფანტა მარის როლში იყო და რომლის მოქმედებაც ფინალური სცენის დორს, როდესაც ის თავზე სამეფო გვირგვინს იდგამს, ნათლად დაგანახებთ ადამიანების საშინელ სწრაფვას ძალაუფლებისკენ.

ჩემი აზრით, მსახიობებს შორის ყველაზე სუსტი ლევან ხურცია იყო, რომელიც დედოფალი ელისაბედის ფავორიტ ლორდის როლს ასრულებდა. ჩემთვის ახალგაზრდა მსახიობი იყო ის ვინც რეალურადაა, რეკლამის ხმა, დილის გადაცემის წამყვანი და ა.შ, მაგრამ არა ლორდი ლაისტერი. როცა სცენაზე შემოდიოდა შეგრძნება მეუფლებოდა, რომ სარეკლამო ჭრას ვუყურებდი.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სპეკტაკლი შედგა და ნამდვილად ღირს მისი ნახვა და ერთი საღამოს საათების XVI საუკუნეში გატარება, ამის შეგრძნებას კი სცენა და კოსტუმები ნამდვილად შეგიქმნით.

Advertisements

6 comments on “დები

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s