გალერეა

ღამე თბილისში

რამოდენიმე წუთია რაც სახლში დავბრუნდი (28/04/2012   04:45). საერთოდ, ღამის ცხოვრების დიდი მოყვარული არ ვარ, თუმცა საერთოდ არ მიყვარს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თან, რაც ღონისძიებების ორგანიზების სააგენტოში ვმუშაობ, კლუბებთან ხშირი შეხება მაქვს, ძირითადად, საქმიანი, მაგრამ უკვე გავერკვიე თბილისური ღამის ცხოვრების ნიუანსებში.

კლუბი UNIQUE, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი, ახალი გახსნილია, თუმცა როგორც შევატყვე, უკვე საკმაოდ პოპულარული. UNIQUE არ არის მხოლოდ ღამის გართობის მოყვარულთათვის, ეს არის სამ სართულიანი შენობა სადაც ასევე არის რესტორანი და სულ მალე იქნება ტერასა, საიდანაც  შარდენის ქუჩის და ძველი თბილისის ძალიან ლამაზი ხედი იშლება.

დღეს, უფრო სწორად, გუშინ, კლუბში მორიგი ღონისძიება შედგა. DJ GOGA GRAFFITY & T – SAX (GIO TSAGARELI), 23:00-დან სწორეს ამ ორი ადამიანის მუსიკაზე ცეკვავდნენ სტუმრები. T-SAX-ი საქსაფონისტია და Dj-სთან ერთად ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. როგორც ამიხსნეს, ივენთები ყოველ პარასკევს და შაბათს არის და ყოველ ჯერზე სიახლეებია, მაგალითად, მალე მოცეკვავე გოგონებიც დაემატებათ კლუბში, რაც უფრო მიმზიდველ გარემოს შექმნის.

სანამ კლუბში მოვხვდებოდი ბევრი საინტერესო რამ მოხდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია Face control-ის სისტემა, რომელიც ძალიან მკაცრია და გამორიცხავს არასრულწლოვანისა და ნასვამი ადამიანის მოხვედრას შენობაში. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ჩაცმულობას. ეს ყველაფერი კი კლუბში კარგი გარემოს შექმნას უწყობს ხელს და გამორიცხავს არასასიამოვნო ინციდენტებს.

ყველაზე მეტად კლუბი კვალიფიციური კადრებით ამაყობს, განსაკუთრებით კი ბარმენებით, რომელთა პროფესიონალიზმში თავად დავრწმუნდი. როგორც აღმოჩნდა, ორი მათგანი ნიჭიერშიც იქნება ორშაბათს და თქვენც ნახავთ მათ საინტერესო შოუს.

კონტროლის მიერ დაწუნებული ადამიანების რეაქცია ყველაზე სახალისო აღმოჩნდა, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ტელეფონს იმარჯვებენ და კონტაქტებში ეძებენ ვინმეს, ვინც დაეხმარება მათ რათა მოხვდნენ კლუბში, თუმცა ”დაწუნებულის” ცდები უშედეგოა.

კლუბში ბლომად იყვნენ ”სელებრითები”, თუმცა მე პირადად შორენა ბეგაშვილი დამამახსოვრდა, დამამახსოვრდა რა, მანამდეც მახსოვდა. ხო, მართლა, კარგი გოგოა შორენა 🙂

რაც შეეხება სტუმრებს, თავიდან ცოტა მორიდებულად იქცეოდნენ, მაგრამ როცა ,,გახურდნენ” ნამდვილი დისკოტეკა დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, მთელი მთელი ღამე გაგრძელდა. მე ცოტა ადრე გამოვედი, რადგან ფეხები უკვე აღარ მემორჩილებოდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გიტოვებთ ფოტოებს. ეს კი FB-ზე UNIQUE-ის ოფიციალური გვერდია და მიადევნეთ თვალ-ყურ-მაუსი მოვლენებს და მეც შემატყობინეთ შთაბეჭდილებები ბლოგის კომენტარებში.

Advertisements

2 comments on “ღამე თბილისში

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s