ადამიანები იცვლებიან?!

ექიმ ჰაუსს თუ დავუჯერებთ, არა…

მეორე თვეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი საცხოვრებლად და თითქმის ყოველ დღე ვხვდები ხალხს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. უმეტესობა მათგანი სულ სხვანაირი მეჩვენება, ამიტომ, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, იცვლებიან თუ არა ადამიანები.

წლების წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, თუმცა არც ისე ახლოს. იყო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ეცვა ფერადი ელასტიკები (მაშინ არავის ეცვა), დიდი საყურეები ეკეთა, სიგარეტს ეწეოდა (ესეც იშვიათი იყო მაშინ. ჩემს ირგვლივ მაინც). სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და ოცნებობდა გერმანიაში წასვლაზე. მოკლედ, ათას ადამიანში გამოირჩეოდა. გარედან საინტერესო ჩანდა, შინაგანად არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობდი.

რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმანეთს არ მივესალმეთ. არ ვიცი, თუ მიცნო. ეცავა ძალიან ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, თმა ქონდა შეღებილი საშინლად. არაფერი  ფერადი. ჩანდა საშინლად დაღლილი. მუშაობს სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. გული დამწყდა. როგორც ჩანს, გერმანიაში არ/ვერ წავიდა. ან წავიდა და ჩამოვიდა. არაფერი გამორჩეული და საინტერესო.

იმ დღის შემდეგ სულ  ვფიქრობ, ნეტა შინაგანადაც შეიცვალა? მგონია, რომ კი…

მგონია, რომ მეც ვიცვლები, იმის შემდეგ, რაც საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი.

ეეჰ, ექიმო ჰაუს, ადამიანები იცვლებიან…

Advertisements

17 comments on “ადამიანები იცვლებიან?!

  1. ადამიანი ქამელეონია!თავდაცვის მიზნით ფერებს იცვლის მაგრამ ფერის შეცვლა ტყავის გამოცვლას არ ნიშნავს..
    ჩვენ ხშირად მივაძინებთ ხოლმე ჩვენში რაღაც რაღაცეებს.მაგრამ ამ “მიძინების” უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ გამოღვიძებაა შესაძლებელი..

  2. ადამიანები კი იცვლებიან, მაგრამ ჩემი აზრით საინტერესოობის ხარისხი, გარეგნული მახასიათებლებით არ განისაზღვრება.

      • სტატიის ავტორი არ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით ჩაცმულობით პირველადი წარმოდგენა ყოველთვის გექმნება ადამიანზე და ძალიან ხშირად ეს მახასიათებელი ხასიათს შეესაბამება.

        • მახასიათებელი ხასიათს შეესაბამება კი (სიტყვიდანაც ჩანს), მაგრამ არა საინტერესოობის ხარისხს. მაგალითად, შენი ჩაცმულობა სულაც არაა განსაკუთრებული და უცნაური, მაგრამ, მე მესაინტერესოები 😛

          • უნარების ტესტივითაა ყველა განსაკუთრებულად ჩაცმული არაა საინტერესო და მახოლოდ განსაკუთრებულად ჩაცმულები არ არიან საინტერესოები. :)));) გმადლობთ კატო 🙂

  3. არა, შენ მშობლიური ქალაქი იმდენად მყარად დგას და არცკი აპირებს რამე შეცვალოს, რომ შენ მაგისი ნუ შეგეშინდება :))

  4. ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ გარემოს შესაბამისად მოქმედებს და გარეგნულად გვგონია, რომ იცვლება

  5. კი, ნამდვილად სტერეოტიპულად და ჭინჭებით შევაფასე ის გოგო მაშინ, იმიტო, რომ სხვა არაფერი ვიცოდი. არც ახლა ვიცი, მაგრამ ასე მგონია, რომ შეიცვალა. მეტი არაფერი 🙂

  6. სტერეოტიპები, სტერეოტიპები 🙂
    ფერადელასტიკიანი, მწეველი გოგო – საინტერესოა.
    ჯინსიანი, მომუშავე და დაღლილი – არა 🙂

    ისე კი, ადამიანები, რა თქმა უნდა, იცვლებიან.

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s