არ(უ)სათაურო

ქართული სოციალური მედია ნელ-ნელა ძალას იკრებს. ასევეა Facebook-ც, რომელიც ბოლო დროს ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლის ველად იქცა. პრეზიდენტის  გვერდის რეკლამას Youtube-ზეც კი შეგხვდებათ, ასევე უამრავია ბიძინა ივანიშვილის, თუ სხვა ოპოზიციონერების რეკლამები და გვერდები ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში. პარლამენტის თავჯდომარე კი იმდენად დაახლოვდა ”ფრენდებთან”, რომ ჩაიზეც დაპატიჟა. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტ მომხმარებლები უკვე საკმაოდ დიდი ძალაა და პოლიტიკოსებს ისინი სჭირდება. განსაკუთრებით კი ის ხალხი სჭირდებათ ვინც ამ სივრცეში დიდ როლს თამაშობენ და ესენი რაც არ უნდა ღმამაღლა ჟღერდეს ბლოგერებია. ვთვლი, რომ ქართულ ბლოგოსფეროს აქვს პოტენციალი ინტერნეტ ამინდი შექმნას და აზრის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრ ბლოგერს თავად არ სჯერა.

ეს საკითხი ბოლო რამოდენიმე დღეა რაც აქტუალური გახდა და საფუძვლად უდევს ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან. ამ მოვლენას ორგვარი შეფასება მოყვა  და ვფიქრობ ორივე მათგანი გარკვეული კუთხით მცდარია. პირველი არის ის, რომ თავისუფალი ბლოგერები არ უნდა ხვდებოდეს მინისტრს, რადგან ეს მოსყიდვის ტოლფასია (დაახლოებით მსგავსი, მაპატიეთ ფორმულირება). ამ აზრს კი მოყვა იქ მყოფი ბლოგერების ცინიკური განცხადებები გადახდილ ფულებზე, წარსული ”გრეხების” შეხსენება და ათასგვარი ურთიერთ ბრალდებები.

პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იქ მყოფი ბლოგერები უკვე მოსყიდულია ან რომელიმე მათგანი მთავრობის ფანი გახდა. თუმცა ვფიქრობ მინისტრის გააქტიურება და არამარტო მისი, აუცილებლად რაიმე სარგებლის მიღების მოლოდინითაა გამოწვეული. მაგალითად ლოიალური ურთიერთობის სურვილით ზოგიერთ მედიის წარმომადგენელთან, რაც შემდეგში ხელის შეუშლის მათ ობიექტუორობას. (ბლოგინგი კი სუბიექტურია, მაგრამ აქ ვგულისხმობ ობიექტურ რეალობაზე თვალის დახუჭვას, ფაქტების არ ასახვას)

არ ვიცი იქნებ ძალიან დრამატიზირებას ვახდენ ამ მოვლენების, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი დიდია ჩრიდილოკორეული მისწრაფებები, რომ წარმოუდგენელი არაფერია. ერთადერთი ადგილი ხომ ინტერნეტია სადაც დამოუკიდებელი აზრი არსებობს და ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა ისიც გააკონტროლოს.

ბლოგერები ძალიან კარგად მოაზროვნე და პროგრესულ ახალგაზრდებად მიმაჩნია. მათი საქმეა სად წავლენ და რას გააკეთებენ, უბრალოდ მინდა, რომ უფრო მეტად დააფასონ საკუთარი პოტენციალი, დრო არ ხარჯონ უაზრო კამათში და ერთმანეთის ლანძღვაში.

:მშვიდობისსმაილი:

Advertisements

7 comments on “არ(უ)სათაურო

  1. კარგით ერთი, ამდენი კაციდან მხოლოდ ერთმა რომ გამოიტანა შინაარსი რა თქვა გარემოს დაცვაზე მინისტრმა არაუშავს? მინისტრიც კაიტიპობდა, ჩვენში დარჩეს, ხუმრობდა და რამე. ქრთამი მარტო კონვერტში ჩადებული ფულია, ხალიავა გასეირნება არ ითვლება?
    კაი, დავანებოთ თავი მოსყიდვას და დავიჯეროთ რომ გული ეთუთქებათ ბლოგერებს გარემოზე. წავიდნენ, შეხვდნენ, ვა რა კარგი ტიპია – დაწერეს. აქედან რა ხეირი გარემოს დაცვის სამინისტროს ან გარემოს დაცვას? სამაგიეროდ, ილუზია, რომ რაღაც გაკეთდა, შექმილია. გადამხდელების ფინანსები მწვადებზე დაიხარჯა, ვაშა ეგობრებო.

  2. რას ნიშნავს “თავისუფალი ბლოგერები” ?
    მე არ ვეთანხმები იმ აზრს ,რომ მათი მინისტრთან ვიზიტი მოსყიდვის ტოლფასია.
    მე უბრალოდ ვთვლი, რომ არასწორად მოხდა ბლოგერების შერჩევა,რადგან თუკი რაიმე პრობლ;ემატურ საკიტხთან დაკავსირებით ბლოგერების აზრი და მათი ამ განხილვასი ჩართვა უნდათ, მაშინ ‘შესაფერისი’ ბლოგერები უნდა აარჩიონ–პოპულარულები(რეიტინგის მიხედვით) და რაც მთავარია ისეთები, რომლებიც ბლოგზე სისტემატურად და თანაც აქტუალური საკითხების შესახებ წერენ (არ იფიქროტ, რომ მე ცემ ტავს მივაკუტნებ მათ, მართალია ასე თუ ისე პოპულარული ბლოგი მაქვს, მაგრამ ამ საკითხებზე ბლოგზე პრაქტიკულად არ ვწერ)
    ამ შემთხვევაში სრულიად არაკომპეტენტური მეჩვენა ამ ნაკადის ძირიტადი მასა, რადგა გული დამწყდა რომ რამოდენიმე ‘შესაფერისი’ ბლოგერი იქ არ იყო.ნუ, იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტ გონიერებას გამოირჩევენ და მარტო ერთ’სასტავზე’ გათვლიალი დაპატიჯებები არ იქნება.
    ცოტა გრძელი კომენტარი გამომივიდა 🙂

  3. მე არ მსმენია ვინმეს ემტკიცებინოს, თითქოს კვარიათიდან მოყოლებული, თუ ვინმე დაინტერესებულია ეკონომიკის ან გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრით, მოისყიდეს ან მთავრობის ფანია. შემდეგ რაც წერია, სწორედ ის ნაწილი გამოხატავს იმ კრიტიკოსთა ნამდვილ პოზიციას, რომელთა შორის მე ვარ.

    კითხვების დასმის დროს ცილისწამების და უზრდელობის გარდა არაფერი ისმის, საუკეთესო გამონაკლისების შემთხვევაში – ზრდილობის ფარგლებში გამოხატული გაღიზიანება. არაფერი გასაღიზიანებელი ამ ლეგიტიმურ კითხვებში არ არის. რაში სჭირდება თავისუფალ ბლოგერს გოგა ხაჩიძე ან ვერა ქობალია, ამაზე რაციონალური პასუხი დღემდე ვერ მივიღე. თავიდან საუბარი იყო ტურიზმის განვითარებაზე, შემდეგ გავიგე რომ რუსულ პროპაგანდასაც უნდა ებრძოლონ, ახლა საერთოდ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ის შევამჩნიე, რომ შეიქმნა სოციალური მედიის განვითარების ფონდი. I proceed from that point.

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s