გალერეა

ახალი ერა – ბარსელონა

18 იანვარი შევა ისტორიაში როგორც ახალი ერის დასაწყისი ელ კლასიკოში. თითქოს დიდი არაფერი მოხდარა, ბერნაბეუზე ისევ გაიმარჯვა ბარსამ, მაგრამ ეს უბრალო გამარჯვება არ იყო. ამ მოგებით ბარსა გაუთანაბრდა რეალს კლასიკოში გამარჯვების რიცხვით და პირველად ფეხბურთის ისტორიაში აქვს შანსი გადაუსწროს სამეფო გუნდს ოფიციალურ მატჩებში მოგებული თამაშებით.

როცა გავიგე ესპანეთის თასის 1/4 ფინალში კლასიკო იქნებაო გავიფიქრე წელს კოპას ბარსა და რეალი ვერ მოიგებს თქო და ახლაც ასე ვფიქრობ. ეს გუნდები შარშან ფინალში მარტო იმიტომ მოხვდნენ, რომ მანამდე არცერთი არ გავარდა. მაურინიოს კი დიდ მინუსს ვუწერ 1/4 –  ში რომ გავიდა, ეს შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვადაც კი დაუჯდეს. ალბათ ლოგიკას ვერ ხედავთ, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ რეალის გავარდნა თასიდან (რაც უკვე გარდაუვალია) მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება, რაც მინიმუმ ჩემპიონობის დაკარგვაში აისახება და მაქსიმუმ მწვრთნელის შეცვლაში და ყველაფრის თავიდან დაწყებაში. რაც შეეხება თავად ჟოზეს, რამდენი ხანია ვიძახი და გავიმეორებ, არაფერი მაგ კაცში განსაკუთრებული არ არის, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და სასწაულს ვეღარ მოახდენს. მისმა ტაქტიკამ ბოლო ორ მატჩში სრული ფიასკო განიცადა. გაურკვეველია მისი მოსვლის შემდეგ რეალის სატრანსფერო პოლიტიკა და დაკარგულია ნამდვილი მადრიდისტული სტილი, თეთრ ბალეტს რომ ეძახდნენ. სამი ჩამშლელი, ბურთის ვერ კონტროლი და ა.შ. აი ეს დარჩა რეალისგან (რა თქმა უნდა, მხოლოდ ბარსასთან თამაშშია ასე) მოკლედ რეალს დელ ბოსკე არ უნდა გაეშვა რა 🙂 (LOL)

ახლა საინტერესო ვიდეოს დავდებ, პეპეს უხეშობით და მსგავსი მომენტებით თავს არ შეგაწყენთ, მსგავსი ვიდეობი ნახეთ აქ.

ჟოზე წადი! (მადრიდისტების მოთხოვნასაც ვეხმიანები უკვე, მგონი).

დღის ფრაზა, რომელიც თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა, ეკუთვნის რუნის, :  ”პეპე სულელია. ზოგჯერ ამ ხალხს თავში უქრის. რთულად განსასჯელი მატჩი იყო.”

დღის ფოტოები: (+21)

ბარსას ტვინები, ხავიესტა.

კაპიტანი და მეფე, გოლების ავტორი მცველები.

Advertisements

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s