გალერეა

ყვითელი მთვარე

თეატრში ხშირად არ დავდიოდი, ვფიქრობდი, რომ ქართული თეატრი მოძველდა და მხოლოდ ძველი დიდებით ამაყობდა, როგორც უმეტესი სფერო საქართველოში. თუმცა ერთხელ მოხვედრის შემდეგ რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე მივხვდი ჩემ შეცდომას, თურმე საქართველოშიც შეიძლება  ნახო თანამედროვე და კარგი სპექტაკლები. ამჯერად ცოტა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ერთ-ერთი სპექტაკლის შესახებ, რომლის პრემიერაზეც ორი დღის წინ ვიყავი.

სპექტაკლი დევიდ გრეგის პიესის მიხედვით დადგა როშინ მაკბრინმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული. სპექტაკლს ”ყვითელი მთვარე” ქვია და ორი ახალგაზრდის ლეილასა და ლის (2006) თანამედროვე ბონისა და კლაიდის ისტორიაა. პიესის თარგმანი დავით გაბუნიასია, ხოლო რეჟისორის თანაშემწედ ნათია კუპატაძემ იმუშავა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი რა თქმა უნდა მსახიობებია, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. განსაკუთრებით ნინუცა მაყაშვილი მომეწონა, რომელიც მორცხვი მუსლიმანი გოგო, ლეილა იყო.

ძალიან საინტერესო იყო დიალოგები, რომელიც არასტანდარტულაა დაწერილი და პოეზიაშიც ხშირად გადადიოდა, რაც საკმაოდ დიდ სპექტაკლს არამოსაწყენს ხდის.  ”ყვითელი მთვარე” განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში, შოტლანდიაში და სხვა ქვეყნებში სადაც დაიდგა, რადგან მთავარი გმირები თინეიჯერები არიან და პიესაში წარმოდგენილი პრობლემატური საკითხებიც ძალზედ აქტუალურია სწორედ მათთვის. ამიტომ ვურჩევ თინეიჯერებს ნახონ ეს სპექტაკლი, რომელშიც ძალიან კარგად არის შეზავებული იუმორი, რომანტიული სასიყვარულო ისტორია, სევდიანი ამბავი და კარგი მუსიკა.

პ.ს. თუ ნახავთ უკუკავშირი არ დაგავიწყდეთ ჩემ ბლოგზე. 🙂

ჩემი მობილურით გადაღებულები.

Advertisements

One comment on “ყვითელი მთვარე

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s