გალერეა

აივ დადებითი

აივ-ინფექციის იგივე შიდსის შესახებ სავარაუდოდ ყველას გაგიგიათ, ამიტომ არ გადაგღლით განმარტებებით. თუ არ იცით მსგავსი დაავადება გუგლის ერაში არ გაგიჭირდებათ დამატებთი ცნობების მოძიება. 🙂 მე კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ საკითხებზე რაც მე სულ რამოდენიმე დღის წინ გავიგე და თქვენც მინდა გაგიზიაროთ. ეს ყველაფერი კი კომპეტენტური ადამიანებისგან მოვისმინე შეხვედრაზე, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართა სოციალური მედიის კვლევისა და განვითარების ფონდის ოფისში.

1 დეკემბერს აღინიშნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ეს დაავადება 30 წლის წინ აღმოაჩინეს, ამჟამად ინფექცია მკურნალობას ექვემდებარება და არ მოყვება იმდენი ფატალური შედეგები, რაც ადრე. საქართველოში დაავადების სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე კარგია მსოფლიოს მასშტაბით, ანუ სასიხარულო ბოლო ადგილებს ვიკავებთ.

                                        ვებრძოლოთ შიდსს და არა ინფიცირებულებს

მთავარი სიახლე, რაც შეხვედრაზე გავიგე იყო ის, რომ თუ ინფექცია საწყის ეტაპზე იქნება აღმოაჩენილი 80 % შემთხვევაში მკურნალობას ექვემდებარება და აივ დადებითი პაციენტი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. სულ რაღაც 5 წლის შემდეგ კი  მეცნიერები საბოლოოდ განკურნებასაც იმედოვნობენ. მიუხედავად ასეთი დადებითი სტატისტიკისა და ძალიან დიდი პროგრესისა, ჩვენ ქვეყანაში (სხვაგან არ ვიცი) მაინც არის სერიოზული დისკრიმინაციის პრობლემა. მთავარი მიზეზი მსგავსი დამოკიდებულების არის არცოდნა დაავადების გადადების გზების, რის გამოც შიში აქვთ დაინფინცირების. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ ძალიან მარტივ წესებს დაიცავთ ეს დაავადება არასოდეს დაგემართებათ, კერძოდ არ უნდა მოიხმაროთ სხვისი გამოყენებული ნემსი, საპარსი და მსგავსი ნივთები რამაც შეიძლება ინფექცია თქვენ სისხლში მოახვედროს. ასევე არასოდეს გქონდეთ სექსი ისეთ პარტნიორთან, რომელის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცით (აქ საფრთხე მარტო შიდსი არაა) და თუ მაინც გექნებათ გამოიყენეთ პრეზერვატივი.

ძალიან დიდი პრობლემაა თავად ექიმების ნაწილის დამოკიდებულება ინფიცირებულებისადმი, ხშირია კონფიდენციალურობის დარღვევა და პაციენტების დაშინება. აქვე შეიძლება აღინიშნოს მედია საშუალებები, რომლებიც ყოველთვის ნეგატიურ ნიუსებს ავრცელებენ შიდსთან დაკავშირებით, მაგალითად რამდენი გარდაიცვალა დაავადებით.

ამ პატარა პოსტით მინდოდა მეთქვა, რომ იყავით ყურადღებით, დაიცავით ელემენტარული წესები და ნუ ებრძვით იმ ადამიანებს, რომლებიც აივ დადებითები არიან.

ჩვენ 🙂


Advertisements

3 comments on “აივ დადებითი

  1. გამოხმაურება: ბლოგერები შიდსის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან « გახდი სოციალური!

  2. სამწუხაროა, რომ სტიგმის პრობლემა აივინფიცირებულთა მიმართ კიდევ არსებობს… არადა “შიდსი მეგობრობით არ გადადის” …. (1-ში აქციას ვაწყობ მაგ სახელწოდებით 🙂

    პ.ს. – “ასევე არასოდეს გქონდეთ დაუცველი სექსი ისეთ პარტნიორთან, რომელის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცით” და “ან გამოიყენეთ პრეზერვატივი” , ერთი და იგივე არაა? 🙂

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s