გალერეა

ცოცხალი ბიბლიოთეკა და სტერეოტიპები

დღეს ვაკის პარკში ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის” მიერ ორგანიზებული ცოცხალი ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკაში წიგნები იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები. მიზანი სწორედ ამ შეხედულებების დამსხვრევა იყო ,,წიგნების წაკითხვის” შედეგად და სლოგანიც შესაბამისად-,,დაამსხვრიე სტერეოტიპები-იყავი თავისუფალი” იყო.

თავიდან, როდესაც ბიბლიოთეკაში წავედი, არც მეგონა, თუ ,,წიგნს” გამოვიწერდი. უბრალოდ სიტუაცია მაინტერესებდა, მაგრამ ადგილზე მისულს იმდენად საინტერესო მომეჩვენა ყველაფერი, რომ მაშინვე ჩავერთე და გარდა იმისა, რომ მაქსიმალური რაოდენობის წიგნ-ადამიანი წავიკითხე, სხვების გამოწერილსაც მივუჯექი 🙂

წელს მკითხველს არჩევანის გაკეთება 20 წიგნს შორის უწევდა. მათ შორის იყვნენ  სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის თუ პროფესიის წარმომადგენლები. ბიბლიოთეკას აშკარად აკლდა ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრასგენდერი) თემის წარმომადგენლები. ასევე, საინტერესო იქნებოდა ნარკომანიც ყოფილიყო. მე არ შევიყვანდი ზოგიერთ პროფესიას, მაგალითად, ჟურნალისტს ან სოციალურ მუშაკს, რადგან არ მგონია, მათთან ურთიერთობის ნაკლებობა ვინმეს ჰქონდეს.

პირველად მუსლიმანი გამოვიწერე. ჩემი წიგნი ძალიან სასიამოვნო ქისტი გოგო აღმოჩნდა, რომლის მუსლიმობა უფრო ტრადიცია იყო, ვიდრე რწმენა. თვითონაც თქვა, რომ კარგად არ იცნობს ყველა წესს თუ დოგმას, რადგან ამას დიდი დრო და სპეციალური განათლება ჭირდება, უბრალოდ მას სწამს ალაჰის, ლოცულობს და იცავს მარხვას. რაღაც წესები, მათ შორის მრავალცოლიანობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და არ ესმის ქალების, რომლებიც ამაზე თანხმდებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემმა წიგნა მითხრა, რომ ცოლად ქართველს, ქრისტიანს არ გაყვება და სავარაუდოდ არც მისი ძმები მოიყვანენ, რადგან ამით ძალიან შეერევიან და იდენტობას დაკარგავენ.

მეორე წიგნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო, რომელიც ჩემმა მეგობარმა გამოიწერა და მე უბრალოდ ვეხმარებოდი წაკითხვაში 🙂 ამ წიგნის ფუნქციას დათო ყვირილიანი ასრულებდა, პირველი ქართველი უსინათლო მთასვლელი. პირადად ჩემთვის, ეს ნამდვილად არის ადამიანი, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს, თუნდაც მხოლოდ ბრძოლის უნარში და ეს ადამიანი ნამდვილად დაგიმსხვრევთ სტერეოტიპებს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემი მეგობრის მაგივრად მე წავიკითხე ეს წიგნიც და  საინტერესოდ ვისაუბრეთ.

ამის შემდეგ ყოფილი პატიმარი გამოვიწერე, რომელთანაც, ფაქტიურად, ლაპარაკი არ გამომივიდა. არ ვიცი, დაღლილი იყო წიგნი თუ უბრალოდ სიტყვაძუნწი, მაგრამ კითხვებზე მშრალად მპასუხობდა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ვერ გავიგე, რა ხდება ციხეში, თუ ნანობს რამეს და ა.შ.

ჩემი ბოლო წიგნი ათეისტი იყო. ესეც ძალიან საინტერესო გოგო, რომელიც მე მგონია, ნამდვილად დაუმსხვრევდა სტერეოტიპებს ათეისტების მიმართ იმათ, ვისაც აქვს თავისი მშვიდი, გაწონასწორებული მსჯელობების გამო.  ასეც იყო, მე მგონი ყველაზე დიდი რიგი მასთან იდგა 🙂

ფემინისტთანაც დიდი რიგი იყო. ეს წიგნიც სხვამ გამოიწერა და მე მივყევი 🙂 ვილაპარაკეთ ფემინისტების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებზე, ქალთა უფლებებზე საქართველოში, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ზოგადად. მაინც რაღაც დამაკლდა, ბოლომდე ყველაფერი ვერ ვკითხე და გავიგე.

საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა. იმედი მაქვს, ეს ერთი შეხვედრა თუ არ დაუმსხვრევდა ვინმეს სტერეოტიპებს, ურთიერთობის სურვილს და ინტერესს მაინც გაუჩენდა.

მე კიდევ სიამოვნებით წავალ ამ ბიბლიოთეკაში, როცა მოეწყობდა და იმედი მაქვს, ორგანიზატორები იზრუნებენ წიგნების მრავალფეროვნებაზე.

Advertisements

5 comments on “ცოცხალი ბიბლიოთეკა და სტერეოტიპები

  1. თამუნა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ გუშინ “ცოცხალი ბიბლიოთეკის” მკითხველი იყავი და შენი შთაბეჭდილებებიც გაუზიარე შენი ბლოგის მკითხველებს. ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი ერთნაირად საინტერესო არასდროს არ არის 🙂 ზოგს წავიკითხავთ და ძალიან მოგვწონს, ზოგი არ მოგვწონს. ზოგს საერთოდ არ ვკითხულობთ, იმიტომ, რომ მეგობარმა გვირჩია, არც ისე საინტერესოაო 🙂 “ცოცხალი ბიბლიოთეკაც” ნადმვილი ბიბლიოტეკის პრინციპს ეყრდნობა. გარდა ამისა “მკითხველებიც” ყოველთვის განსხვავებული გემოვნების არიან 🙂
    გულწრფელად გითხრა, ძალიან გაგვიჭირდა ისეთი ადამიანების მოძებნა, ვინც ღიად ისაუბრებდა საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, წიგნების სიაში გვყავდა ყოფილი ნარკომანი, ყოფილი ალკოჰოლიკი, სექსუალური უმცირესობები, თუმცა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ამ ეტაპზე ვერავინ ვიპოვეთ, ვინც “წიგნის” როლში იქნებოდა. და ალბათ დამეთანხმები ასეთი “წიგნების” მოძიება საქართველოში საკმაოდ რთული პროცესია 🙂
    რაც შეეხება ჟურნალისტებს, ბოლო წლებში განსაკუთრებით მტკივნეული გახდა მედიის თავისუფლების თემა. ამიტომ, ხალხს დაუგროვდა შეკითხვები: რა უშლით ხელს ჟურნალისტებს, იყვნენ ობიექტურები? იყვნენ ხალხის მხარეს? და საერთოდ, რა ღირებულებები აქვთ დღეს ქართველ ჟურნალისტებს. ამიტომ, “წიგნი ჟურნალისტიც” არ დარჩენილა გუშინ მკითხველების გარეშე 🙂
    იგივე შემიძლია ვთქვა სოციალურ მუშაკზე. სოცმუშაკი ასე თუ ისე ახალი ფენომენია საქართველოში და ხშირად ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც შვილებს ართმევენ დედებს, უსარგებლო საქმეს აკეთებენ და უბრალოდ თავს აწყენენ საკუთარი არსებობით სხვებს :))))

    • ანა, მადლობა გამოხმაურებისთვის 🙂 გეთნხმებით, ყველა წიგნი ერთნაირად საინტერესო ვერ იქნება ყველასთვის. სუბიექტურად ჩემთვის ჟურნალისტი და სოც. მუშაკი უინტერესო იყო, თორემ ისე რიგი ედგათ, ვხედავდი 🙂

      იმაშიც გეთანხმებით, რომ ზოგიერთი წიგნის მოძიება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ამიტომ, იმედი მაქვს, მომავალ წელს აუცილებლად მოახერხებთ მათ დათანხმებად 🙂
      ძალიან მომწონს ზოგადად ცოცხალი ბიბლიოთეკა და გუშინაც საინტერესო დღე გამოვიდა, მიგულეთ თქვენს მხარდამჭერებში 🙂

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s