გალერეა

მოპირადო პოსტი ჩემს ზაფხულზე

გავიდა ზაფხული.

სკოლაში ვერ ვიტანდი, როცა არდადეგებზე წერას მთხოვდნენ. ახლა არავინ მავალდებულებს, მაგრამ მინდა და ვწერ ზაფხულზე, რომელმაც თითქოს არაფერი, ისე ჩაიარა, თუმცა მაინც ყველაზე მაგარი იყო.

ჩემთვის ზაფხული აგვისტოში დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტის ამბებს მოვრჩი და მშობლიურ ოზუში წავედი. ზაფხული და ჯოკერის თამაშის სეზონი :დ

ვამბობდი, წელს ჩემთვის ყველაფერი განსაკუთრებულია მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი. გარდა იმისა, რომ უკვე ზუსტად ვიცი,  უნივერსიტეტი დავამთავრე და  ბაკალავრი ვარ (წითელი ვერა, მაგრამ ლურჯი დიპლომი მექნება იმედია წლის ბოლომდე), გავატარე  დაუვიწყარი დღეები ქობულეთში.

მერე რა, რომ ჩვენი საზღვაო კურორტები წელს თითქმის ცარიელი იყო. მერე რა, რომ ამ ნახევრად ცარიელ ქობულეთში ყოველი მხრიდან უნიჭო რუსულ სიმღერებს სომხურები ცვლიდა. მერე რა, რომ სასადილოს ტიპის კაფეებში საათობით ველოდით, როდის ამოატყამდა ბარმენი ჩეკს, რომ მიმტანს ჩვენამდე მოეტანა. მერე რა, რომ თითქმის ყოველ საღამოს წვიმდა (არადა, წელიწადში მარტო 15 დღე წვიმს ჩვეს ზღვისპირეთშიო). მე ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ კარგად დამესვენა.

პირველ რიგში, ადამიანები, რომლებთან ერთადაც წავედი და ჩემი კურსელები, რომლებიც იქ დამხვდნენ. მერე უბანი, სადაც ვისვენებდით და სადაც ყველაფრის დაშავების ნებართვა გვქონდა (სიყვარულით მეცამეტე რაიონს ეძახიან და იქაურები ერთმანათს  ,,ჩიკათი” მიმართავენ 🙂 )                                                                          მორიგი ფოტოსესია 🙂

ჩვენ ვიყავით სამნი: მე, ირმა და ჩვენი ,,ოქროს ბიჭი”, რომლითაც მთელი სასტუმრო ,,ოქროს სანაპირო” მოხიბლული იყო, მარტო ჩვენ ვუშრობდით სისხლს.  ჩვენ და გვერდით ოთახიდან რომელიღაც ფეხბურთელი ბავშვი, რომელიც მაშინვე ხმას აძლევდა ირმას, როგორც კი ის ,,აყვავებულა არაგვზე დეკას” დასჭექდა :დ                                                                                   ჩვენი ოქროს ბიჭი და ირმა

ხო, ქობულეთი რის ქობულეთი იქნებოდა კლუბ ,,Bob Marley” გარეშე, რომელსაც სიყვარულით ,,ჩვენი ბობიე” შევარქვით. იქ პირველად თითქმის შემთხვევით მოვხვდით, ცოცხალ მუსიკას დანატრებულები ხმას გავყევით და დავრჩით. მერე ყველა სხვა ადგილს იქაურობას ვადარებდით და არ ვიცი, ამიტომაც არ მოგვწონდა თუ მართლა ჩვენი ბობიე იყო ყველაზე მაგარი.

ამ კაფეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მოგეწონოს: გემრიელი სალათები,  კარგი სასმელები,  გარემო, ყველაზე განსაკუთრებული, ნიავი-ბარმენი 🙂 და ყველაზე, ყველაზე მაგარი ბენდი, რომელმაც ჩვენი დასვენება ნამდვილად განსაკუთრებული გახადა.

                                                                                         ესეც ჩვენი ბობიე  

და ეს ბენდის ნაწილი 🙂

სამწუხაროდ, ბენდს სახელი არ აქვს და რამდენადაც მე ვიცი, ერთად აღარც დაუკრავენ, მაგრამ ეს ბიჭები ნამდვილად არ დაიკარგებიან უკვალოდ 🙂

ასეთი იყო წელს ჩემი ქობულეთი. და ეს პოსტი არაფერი, უბრალოდ ახლა თბილისში იმ დღეების ნოსტალგია დამეწყო.

Advertisements

One comment on “მოპირადო პოსტი ჩემს ზაფხულზე

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s