ჩვენი გვარი,გენაცვალე

ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა ადამიანისგან ხშირად მესმის ახალი კანონის შესახებ, რომლის მიხედვითანც თურმე გვარები უნდა დაგვიმოკლონ, ანუ არსებულს ბოლო ნაწილი ჩამოშორდება.

საზოგადოება უტყუარ წყაროს მისახელებს “კაცო რას ლაპარაკობ ტელევიზორში თქვეს” , ან კიდევ “ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა მაგისი მეზობელი კანონებში მუშაობს”, ჰოდა მეც უძლური ვარ ასეთ დამაჯერებელ ფრაზებთან.

მართლა რომ შეკვეცონ თუ დაამოკლონ გვარები ქართველების საკმაოდ დიდი ნაწილი რა ფრიად საინტერესო მგდომარეობაში აღმოჩნდება 🙂  (როგორც გვარის მფლობელები ასევე ადამიანები რომლებიც იძულებულები არიან მათ მხოლოდ გვარით მიმართონ).

მოგეხსენებათ გადასარევი ერი ვართ და ყველა საოცრებასთან ერთად გვარების მრავალფეროვნებითაც გამოვირჩევით.   ნებისმიერ სიტყვას მივამატებთ – ძეს, იას, შვილს, იანს  და დიდი ისტორიის მქონე გვარიც გამოგვივა…(მე მაგ გვარის ქალს სახლში ვერ შემოვუშვებ) მაგრამ აი შეკვეცა აღარ შედიოდა ჩვენს კომპეტენციაში…

ზოგიერთი ქართული გვარი შეკვეცამდეც გადასარევია და შეკვეცის შემდეგ კიდევ უარესი გამოდის.

წარმოიდგინეთ რა  უხერხულად მოგმართავენ გვარის შეკვეცის შემდეგ თუ თქვენი  გვარია:  კუტუბიძე, სირაძე, ფანჩვიძე, კაჭკაჭიშვილი, კუტალაძე, ტაკიძე და მრავალი მსგავსი.

წარმოიდგინეთ მაიორი როგორ მიმართავს სერჟანს სირაძეს გვარის დამოკლების მერე.

ეგეც არაფერი, თუ ერთ კლასსში ერთდროულად სწავლობს: მგელაძე, მელაძე, მამლაძე, ქათამაძე, ლომაძე, ვეფხვაძე, ცხვარიაშვილი და ირემაძე მასწავლებელს 2 დღიანი გადამზადების კურსები დასჭირდება დასარწმუნებლად რომ ისევ მასწავლებელია და არა ზოოპარკის დირექტორი.

ან კიდევ წარმოიდგინეთ მკაცრი მამა რომელსაც შვილი უბრებს რომ არ ინერვიულოს ის თავის მეგობრებთან ერთად არ ის მეგობართა გვარები კიდევ კუტალია და კუტუბიძეა (შეკვეცის შემდეგ რასაკვირველია)

ისეთ ქვეყანაში სადაც ერთად ცხოვრობს : გვარგვალია რუნდუკი, გეთია ქორდიკო, ბოქოლავა ირმიზოლდი, პერტაია პაჭო და ბევრი ამათი, კიდევ გვარების დამოკლება მეტისმეტი იქნება.

სწორედ ამიტომ ბოლოს მაინც განგიმარტავთ ამ გაუგებრობას. “ბიძაშვილის კანონებში მომუშავე მეზობელს ” მაინც არ დავუჯერე რატომღაც და გადავამოწმე, აღმოჩნდა რომ  ცვლილებები საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შევიდა, რომლის თანახმადაც თუ პასპორტში შეუძლებელია სახელი და გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება მათი შემოკლება. შემოკლება გულისხმობს ასოების ჩამოცილებას სახელისა და გვარის ბოლოში. შემოკლებული სახელის და გვარის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

Advertisements

9 comments on “ჩვენი გვარი,გენაცვალე

  1. მე მომწონს ეს იდეა.(გვარების შემოკლებას ვგულისხმობ) ერი გასაჭირშია ვერაფერზე ხალისობს და ამიტომ მგონი საჭიროა რაიმე ახალის მოფიქრება. ძალიან ძალიან ბევრს ვიცინებდი ეს რომ მართლა მოხდეს.

  2. ისე წარმოიდგინე როგორ დაიჩაგრება ადამიანი რომელიც შავყვერაშვილია გვარა:( მართლა ვამბობ. ან გველებიანი, რა უნდა ჩაწერონ გველები??? რა დააშავეს ადამიანებმა რომლებიც გვარად სიხარულიძეები არ არიან?

  3. “ეგეც არაფერი, თუ ერთ კლასსში ერთდროულად სწავლობს: მგელაძე, მელაძე, მამლაძე, ქათამაძე, ლომაძე, ვეფხვაძე, ცხვარიაშვილი და ირემაძე მასწავლებელს 2 დღიანი გადამზადების კურსები დასჭირდება დასარწმუნებლად რომ ისევ მასწავლებელია და არა ზოოპარკის დირექტორი.” აუ აუ აუ…

  4. ბრავო, მაგრად ვიცინე :დ :დ იმ “კანონებში” მომუშავე ბიძაშვილმა ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ თავად პრეზიდენტის გვარიც საკმაოდ გრძელია ბოლოს და ბოლოს და არ მგონია გვარის შეკვეცა ისურვოს პრეზიდნტმა :დ

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s