ახალი სეზონის დასაწყისი

ვითმინე, მაგრამ მაინც ვერ გავძელი, რომ ბარსაზე არ დამეწერა. ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ბარსელონამ ჩემი გახარება მაინც შესძლო და ”ამხანაგური” ტიტული, აუდის თასი მოიგო. ეს სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა გერმანიაში, ბაიერნის სტადიონზე თვით გერმანული ფეხბურთის გიგანტის დამარცხებით.

ამ თამაშში არცერთ გუნდს არ გამოუყვანია ოპტიმალური შემადგენლობა, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება, ბარსას ძალიან კარგი მომავალი თაობა ჰყავს (როგორც ყველთვის). ხო, ანგარიშის თქმა დამავიწყდა, 0-2, ორივე გოლის ავტორი ტიაგოა, რომელიც გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო სტადიონზე.

რაც შეეხება სხვა ამხანაგურებს, პირველი თამაში ამ თვის 23-ში შედგა ჰაიდუკის წინააღმდეგ და ფრედ დასრულდა 0-0, შემდეგი იყო ინტერნაციონალი აუდის თასის ნახევარფინალში. კვლავ ფრე, ამჯერად 2-2 და პენლების სერიაში ბარსამ 4-2 მოიგო, მესამე თამაში კი უკვე ზემოდ ნახსენები ფინალია.

ბარსას ამ სეზონის დასაწყისი იმით იყო უჩვეულო, რომ ტრანსფერის განხორციელება ძალიან დიდხანს გაჭინაურდა და საბოლოოდ ახალი ცხრა ნომერი გამოჩნდა გუნდში, ალექსის სანჩესი, 22 წლის ჩილელი თავდამსხმელი. ბოიანი კი რომაში გადავიდა.


სანჩესი

ყველაფერი ტრადიციულად მიდის ფაბრეგასთან დაკავშირებით, ანუ კვლავ გაურკვევლობა, რამაც ანტიფაბრეგასისტად მაქცია. ეს ადამიანი ჯერ არ გადმოსული პრობლემად იქცა, 3 წელია გადმოდის და ვერაფრით ჩამოაღწია ”სანატრელ” კატალონიაში. მე კიდე ვერ ვხედავ მის ასე ძალიან დიდ აუცილებლობას, როცა გუნდში გამოჩნდა ტიაგო, ნამდვილი ბარსელონელი, რომელიც მალე ალბათ 4 ნომრით მოიწონებს თავს ოფიციალურად. თორე ამხანაგურებში ამშვენებდა გვარდიოლას მიერ ფაბრეგასისთვის გადანახული თავისი ყოფილი ნომერი. ფაბრეგასის გადმოსვალს ორი მხარე აქვს, მაგრამ უფრო მეტი ნეგატიური მხარე, რის გამოც არსენალის კაპიტნის დარჩენა ლონდონსი უფრო გამიხარდება.


ტიაგო

მოკლედ რომ შევაჯამოდ, ყველაფერი რიგზეა გუნდში და მომდევნო თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება. 31 ივლისს მანჩსტერი და ბარსა ხვდებიან ერთანეთს აშშ-ს დედაქალაქში.
აუდის თასის ფინალი

Advertisements

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s