სიუჟეტის სიუჟეტები

დღეს მოდაშია მედია და მისი კრიტიკა. მედიაში კიდევ მოდაშია სიუჟეტების შესახებ სიუჟეტების გაკეთება. ხოდა, მე რატომ უნდა ჩამოვრჩე ამ ყველაფერს?!

თუ მსოფლიოში ცნობილმა (ან ნაკლებად ცნობილმა) არხმა შემთხვევით საქართველოს, ან აქ მომხდარ რაიმე მოვლენას 2 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, ეს აუცილებლად გახდება ქართული საინფორმაციო საშუალებებში ნომერ პირველი ახალი ამბავი, რომელსაც ორიგინალზე 5ჯერ დიდი სიუჟეტი მაინც უნდა დაეთმოს (დაუწერელი კანონია), რომელშიც მოყოლილი იქნება როგორ და რატომ დაინტერსდა ეს არხი საქართველოთი, რომელ საათზე დაიწყო გადაღებები, რომელი ოპერატორი რომელ კამერასთან იდგა. ბოლოს, რომელიმე ადგილობრივი ექსპერტის მოსაზრებასაც არ დაგვამადლიან ამ სიუჟეტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

თუ ეს არხი შემთხვევით რუსული აღმოჩდა, ერთი სიუჟეტით არ დავკმაყოფილდებით და საინფორმაციო გადაცემის პირველი ნახევარი მაინც დაეთმობა სიუჟეტების სიუჟეტებს. და ასე დაუსრულებლად.

ხოდა, რითი ვარ ნაკლები, 2 წუთიანი სიუჟეტი იქნებ ჩემ პოსტსაც დაუთმოს რომელიმე არხმა.

პ.ს ნეტა სიუჟეტების სიუჟეტების სიუჟეტებს აღარ აკეთებენ ის ცნობილი ტელეარხები?!

Advertisements

2 comments on “სიუჟეტის სიუჟეტები

  1. ლოლ, მართლაც რომ ეგრეა, არ მეგონა ჩემს გარდა სხვასაც თუ აღიზიანებდა სიუჟეტების შესახებ გაკეთებული სიუჟეტები:) პატარა ერის კომპლექსია ალბათ:|

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s