არაადეკვატური დამოუკიდებლობის დღე

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 20 წლის წინ მოსახლეობის 90%-ზე მეტმა რეფერენდუმის საშუალებით განაცხადა, რომ სურდა დამოუკიდებელი, სუვერენული სახემწიფოს მოქალაქეობა და არა რუსეთთან ყოფნა. დღეს იგივე გამოკითხვა რომ ჩაატაროს ვინმემ, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი შემცირებული იქნება. მოენატრა ხალხს სსრკ.

მე მიყვარს დამოუკიდებლობის დღე. მედღესასწაულება. რომ არა გუშინდელი მიტინგის დარბევა, მინდოდა დამეწერა, რომ ხალხი არ აფასებს სათანადოდ ამ დღე, როგორც წესი, სამთავრობო დღესასწაული ჰგონიათ და არც მაინცდამაინც ერთმანეთს ულოცავენ. მინდოდა დამეწერა, რომ არც ერთი ხელისუფლება არ მოიკიდებს ზურგზე 26 მაისს და არ წაიღებს არსად, რომ ეს ეროვნული დღეა და ყველას ერთნაირად ეკუთვნის. ეს მინდოდა დამეწერა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიყვარს აღლუმები და არასოდეს დავდივარ. მაინც მიყვარს და მაინც მედღესასწაულება.

მინდოდა დამეწერა, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებდა გადაფარეს, ამიტომ მიწევს, ამ თემაზე დავწერო. გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა, რომლის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, როგორც ვებერი იტყოდა, მხოლოდ მასვე აქვს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ეს წუხელ ყველაზე დახვეწილად გააკეთა. მივიდა, გააფრთხილა მომიტინგეები, რომ დაშლილიყვნენ, რომ აღარ ჰქონდათ იქ დგომის უფლება და წასულიყვნენ სადმე სხვაგან, რის არშესრულების შემდეგაც ძალით გაყარა.

ამბობენ, რომ ზედმეტი ძალა გამოიყენეს. შეიძლება, მე არ ვიცი, რამდენია ზედმეტი და რამდენია საკმარისი ძალა. არც ეს ხელისუფლებაა ფრთიანი ანგელოზი და დარწმუნებლი ვარ, ცოტა არაადეკვატურ ძალას გამოიყენებდა, რაღაცას დაარღვევდა, რაღაცას დააკლებდა, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში სხვა რამეა. სხვა დროს, როდესაც მთავრობა მიტინგს არბევდა, არ იყო სწორი, გინდათ 7 ნოემბერს, გინდათ ვეტერანები რომ დაარბია და ა.შ.  გუშინ კი ამის სრული უფლება ჰქონდათ!

ძალიანაც შემცოდა ის ხალხი, ვინც იქ ცემს, მაგრამ რომ მიდიხარ და ბურჯანაძეს უდგები გვერდით და საშუალებას აძლევ, პოლიტიკურ სატყუარად გამოგიყენოს, დაფიქრდი რა რამეზე!

მოკლედ, ხალხი ყველას კიდია.  გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვის უფრო.

მე დღესასწაული ჩამშხამდა. იმ  ორი დაღუპულის ოჯახს – მთელი ცხოვრება.

Advertisements

3 comments on “არაადეკვატური დამოუკიდებლობის დღე

  1. ეს იყო კანონის ფარგლებში ჩადენილი უკანონობა.ერთი მეორეს არ გამორიცხავს, როგორც წესი, საქართველოში ასეა. მთავარი ისაა, რომ ამ გაჭირვებული ხალხით პროვოცირება ხდება, ყოველთვის, და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სისტემა იგივე რჩება.

  2. გეთანხმები, ვის მივცეთ ხმა, ბურჯანაძეს? გაჩეჩილაძეს? ყველა პირად ინტერესებზე ფიქრობს.არავის აინტერესებს არც საქართველო,არც ქართველი ერი. რეალური კანდიდატი იყოს,ვინც მართლაც ილიასავით წინ წაგვიძღვება. 26 მაისიც სხვანაირი დატვირთვის იქნება(და არა დღევანდელივით). პირადად ჩემთვის კი დამოუკიდებლობის დღე მაშინ იქნება, როდესაც ეკონომიურად, კულტურულად,მოკლედ ყოველმხრივ ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით,საღადმოაზროვნე საზოგადოებით… სიბერეში მაინც აღვნიშნავ…:)))

  3. შემი ჭკვიანი ვებერი თუ გქონდა ნასწავლი არ ვიცოდი:)))) გეთანხმები პათოსში:*

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s