”ჩაგრული” მადრიდი

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩემი აზრით, 2011 წლის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა ელ კლასიკოები იყო. პირველ კლასიკომდე დაწერილი ჩემი პოსტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და თითქმის ბოლომდე ასრულდა, თუმცა მთავარი მაინც ვერ გამოვიცანი. მთავარი კი ამ დაპირისპირებებში სკანდალები იყო (ყოველ შემთხვევაში ცოტა ხანი მაინც იქნება მთავარი).

სიმულიანტობით და ”ჩაგვრით” დატანჯული მადრიდელები საჩივარს საჩივარზე აგზავნიან უეფაში და არის ერთი აურზაური. ბოლო დროს სერხიოს დასჯას მოითხოვდნენ, მარსელოს მაიმუნი უწოდაო, თუმცა უეფამ არ დასაჯა რასიზმში დადანაშაულებული. ამ ფაქტმა აღაშფოთა ქართველი ”კომპეტენტური” რეალის ფანები და მოითხოვენ უეფას ”თავგასულობის” დასრულებას. ნამდვილად სასაცილოა რასიზმთან დაკავშირებული ქართველი მადრიდისტების გამონათქვამები, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე კომენტის გადახედვის შემდეგ, რეალის საიტზე აღმოაჩენთ ისეთ რასისტულ და დამამცირებელ გამოანთქვამებს, როგორებიცაა: ”რას გავს ეგ შავი ადებაიორი”, ”ლილიპუტი და მახინჯი მესი რომ რონალდუს აჯობებს…” და ა.შ.

უბრალოდ ნახეთ

მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთს მსგავსი ფაქტები ამახინჯებს და არ უხდება, მაგრამ რატომღაც სადაც მაურინიოა ყველგან იგივე სიტუაციაა, ხოდა გეკითხები რატომ ჟოზე? რატომ? თარჯიმანზე ძალიან კარგი სტატია დაიწერა ”ტაბულას” ბლოგზე და მეტს უბრალოდ ვერ დავამატებ.

2011 წელს გამართული 5 კლასიკოდან, მხოლოდ 1 დასრულდა რეალის გამარჯვებით, დანარჩენი 4 ბარსასთვის სასურველი ანგარიშით დამთავრდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, რეალი ლა ლიგაში მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე აღარაა.

პ.ს. ს/კ ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა 2011/12 წლის სეზონისთვის. ფორმაზე გულზე აღარ წერია “Unisef”, თუმცა მასთან ურთიერთობას ბარსა არ გაწყვეტს, უბრალოდ წარწერამ უკან გადაინაცვლა, ნომრის ქვეშ.

გუნდს ჰყავს ახალი სპონსორი და პირველად კლუბის ისტორიაში გულზე ბარსა იწერს სწორედ მის სახელს: “Qatar Foundation”. მე პირადად ფორმა მომწონს, განსხავავებულია წინაზე და ლამაზიცაა. ვნახოთ რამდენი ტიტულის მომტანი იქნება.



                                             ახალი ფორმის მეტი ფოტოს სანახავად დააჭირეთ აქ და აქ!

Advertisements

3 comments on “”ჩაგრული” მადრიდი

  1. წინაზე დამავიწყდა და ეხლა დავამატებ…
    რაც შეეხება “Qatar Foundation”-ს… ყველაზე ამაზრზრენი მოვლენა ყატარში ჩემპიონატის დანიშვნა იყო… მას შემდეგ ეგ ქვეყანა, უფრო სწორედ მასთან ასოცირებული საფეხბურთო თემები ჩემს ნამეტნავ გაღიზიანებას იწვევს… ვერ წარმომიდგენია იქ რა ფეხბურთი უნდა იტამაშონ…
    რას იზამ აურაცხელი ფული აქვს ხალხს და როგორც იწერება შენს ბარსას გვარიანი ვალები ჰქონია და აქედან გამომდინარე გულზე კი არა შუბლზეც დაიწერდნენ საქმე-საქმეზე რომ მიმდგარიყო… 🙂
    ასე რომ წარმატებას თუ არა ფულს მაინც მოუტანს ბარსას ეგ მაისური… 🙂

  2. ბატონო გასტო…
    თავისთავად ცხადია გიდასტურებთ, რომ ბარსელონა დღეს უცილობლად პირველი გუნდია, ყოველ შემთხვევაში ტიტულებით…
    პატივს ვცემ თქვენს საფეხბურთო სიმპათიებს და ”მეტ-ნაკლებად” წარმატებას გისურვებთ ამ მიმართულებით… 🙂
    მაგრამ ვიდეო კი ნამეტნავი სუბიექტურია… მასე დავჯდები ეხლა მე და პუიოლის კადრებს ამოვკრებ და ვიმსჯელოთ მერე ვინ უფრო მეტი ტირანია… რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბოლო კადრი პეპე-ალვეში უცილობლად ალვეშის სიმულიანტობის ნაყოფია…
    ასეთივე წარმატებით შეგვეძლო ბარსას ფეხბურთელების სიმულიანტობისთვის მიღებული თუ არ მიღებული ბარათების ვიდეო რგოლი შეგვექმნა (ბოლო კადრი ბარსა-სოსიედადის მესის ყვითელი იქნებოდა)…
    ისე მეც ვიქნებოდი სუბიექტური და აჯობებდა დღეის მდგომარეობით მანიუს არ გადაყროდა სადმე შენი რჩეულთა ნაკრები… 🙂
    პატივისცემით მარგალი

    • დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის 🙂

      რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ და ვერც ვიქნები ობიექტური როცა საქმე ბარსას და რეალს ეხება, თუმცა ეს პოსტი კიდევ არ არის იმ დონეზე ”მწვავე” რასაც რეალი იმსახურებს.
      რაც შეეხება პეპეს ვიდეოს შემიძლია დაგარწმუნო, რომ მსგავს კადრებს ვერ ნახავ პუიოლის შესრულებით, უბრალოდ წარმოუდგენელია პირველი კადრის მსგავსი ზოგადად სადმე იპოვო, (ვან ბომელსაც კი არ უქნია ეგეთი, მგონი) ეგ ადამიანი უკვე დიდი ხანია ვიცი რომ საშიშია ფეხბურთელებისთვის.

      რაც შეეხება სხვა საკითხებს მგონი ბარსას არ გადაეყაროს სჯობს სხვა გუნდები, თორე მე კარგა ხანია უკვე არავისზე გადაყრა არ მაშინებს და ვფიქრობ მინიმუმ 1-2 წელი კიდე ასე იქნება .

      პ.ს. ყატარში ფულია, ბარსას ვალები აქვს, რას ვიზამთ :):(

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s