ჩემი სუბიექტური პოეზია

მე მიყვარს პოეზია. ვკითხულობ ქართველ, თანამედროვე ავტორებს და მომწონს. რა თქმა უნდა, ყველა არა და რა თქმა  უნდა, ერთნაირად არა. ვკითხულობ, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ პროფესიონალობამდე შორს ვარ, არც ტექნიკური მხარეები მესმის ლექსის და არც ბევრი სხვა რამე, მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პრეტეენზია იმაზე, რომ ის პოეზია, რომელიც მე მომწონს არის კარგი და გაუძლებს დროსაც, კრიტიკასაც, უამრავ ვაი-პოეტსაც.

როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ადრე მომღერლობა იყო მოდაში, ახლა-პოეტობაა. წერს ყველა, ვისაც არ ეზარება (წეროს ბატონო), თანაც პრეტენზია აქვს, რომ ყველაზე უკეთ წერს. თუ ლექსი დაუწუნე, გეტყვის, რომ გრძნობით დაწერა და შენ უბრალოდ ვერ გაუგე. გრძნობა კარგია, მაგრამ ვინც რამდენჯერ რამეს იგრნობს, ლექსი თუ დაწერა და თავი უკვე შემდგარ, დამუშავებულ პოეტად წარმოიდგინა, ცუდად იქნება საქმე. თუ მარტო იგრძენი და დანარჩენის აზრზე არ ხარ (ჩემი არ იყოს), როგორ უნდა გამართო ლექსი ტექნიკურად, შინაარსობრივად და ა.შ, შეიძლება, რომ ქვეყანას არ მოსდო და წერო და იკითხო შენთვის. კარგი, ჯანდაბას, იმასაც წააკითხე, ვისაც ეძღვნება და გაუხარდება, მაგრამ სხვებს რას ერჩი?!

ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, კარგი ლექსი მარტო არ უნდა ბურძგლავდეს ადამიანს. რაღაცა უნდა ქონდეს ისეთი, რაც სხვებისგან გამოარჩევს: სათქმელი, ფორმა… ბალახს და ტალახს მეც ვრითმა ბატონო და სიყვარულზე კიდე ყველა წერს ამ ,,ბალახი-ტალახი” რითმით.

კიდეც ერთს დავაკვირდი: რაც უფრო ომახიანად კითხულობს ავტორი ლექსებს, მით უფრო იჩრდილება შინაარსი და ყველა აღფრთოვანებული რჩება.

როდესაც პოეზიაზე ვლაპარაკობ და ვამბობ, რომ არ მომწონს რომელიმე, ბოლო დროს გაპოპულარულებული ავტორი, მაშინვე მისი დამცველები მეკითხებიან, ვწერ თუ არა თავად. როდესაც ვამბობ, რომ არა, ირონიულად მპახუხობენ, მაშინ გასაგებიაო. ნეტავ  რა არის გასაგები?! სწორედ იმიტომ არ ვწერ, რომ ვკითხულობ და ვხვდები, რომ ის, რისი თქმაც მე მინდოდა, ან რისი თქმაც აზრადაც არ მომივიდოდა, ჩემზე ასჯერ უკეთესად გამოუვიდათ სხვებს. ხოდა აღარ ვწერ მერე. თანაც საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეფასების უნარი ადრევე ჩამომიყალიბდა. მივხვდი, რომ არ გამომდის წერა, თორე 8 წლის ასაკში მეც ვგიჟდებოდი ფურცელზე და კალამზე, თან აუცილებლად მჯეროდა, რომ ყველა პოეტი გიჟი იყო. გავიზარდე მერე, შემეცვლა შეხედულებები. მგონი ყველა ვერ გაიზარდა.

მე მსიამოვნებს, როდესაც პოეტი მუშაობს ლექსზე და ეს შედეგს ეტყობა. არ ვემხრობი, მუზა რომ შემოგაფრინდება და დაწერ, მერე ხელი არ უნდა მოკიდო და არ უნდა გადააკეთოო, რომ ამბობენ. როდესაც ავტორი აქვეყნებს მხოლოდ დამუშავებულ ლექსებს, ვხვდები, რომ მკითხვლი ადარდებს. ალბათ ყველას დაუწერია ისეთი რამე, რაც თვითონაც იცის, რომ კარგი არაა (სხვა ლექსებთან შედარებით თუნდაც) და არ გამოუქვეყნებია. მე მიყვარს, როდესაც იმედს არ მიცრუებენ.

ამ პოსტს არასოდეს დავწერდი, რომ არა ერთი რამ: ამ ბოლო დროს, ჩემს საყვარელ პოეტებს მოიხსენიებენ ისეთების გვერდით, რომ ძალიან ვღელავ. მაგალითად:  ,,მომწონს თემურ ელიავა და საჯაიააააა”. კარგით რა ხალხო, კარგით რა! ელიავა და საჯაია ერთად?! ის მაინც თქვით, რომ საჯაიას ერთი ლექსი გაქვთ წაკითხული და მეტი არა, ან რამე, თორე ეს ორი ავტორი ერთად როგორ უნდა იყოს ვინმეს საყვარელი პოეტი, არ მესმის და ვერ გავიგებ ვერასდროს. კიდევ კარგი, რატიანი და ელიავა ერთად ჯერ არ გამიგონია თუ მოსწონს ვინმეს.

მე მომხრე ვარ, რომ ვისაც გაუხარდება წეროს და ხალხმა თუ არა, დრომ მაინც გადაარჩიოს მერე.  პირიქით, მირჩევნია ეგ ,,პაპსა” პოეტები უყვარდეს ბევრს და ,,ჩემს” ავტორებს ცოტა იცნობდეს. თან, ვინც იცნობდეს, შეფასებაც შეეძლოს ნორმალური, თორემ სასტიკად ეჭვიანი ვარ ამ საკითხში, ვერ ვინაწილებ ჩემს საყვარელ პოეტებს ყველასთან.

მერე, ოდესმე, რომ გავთამამდები, ცალკე დავწერ ,,ჩემს” პოეტებზე.

Advertisements

14 comments on “ჩემი სუბიექტური პოეზია

  1. საჯაია, რატიანი და გეთიაშვილი ისე არიან პოეზიასთან, როგორც ლომი და ველოსიპედი. დიახაც, ელიავა ვინაა იცის ხალხმა და თქვენი “თანამედროვე პოეზიის მეტრები” კი არავინ არ იცის საერთოდ ვინარიან, აი, ასე და დასკდით გულზე ახლა… ჰა ჰა

  2. უფ ძალიან მომეწონა თამ ეს პოსტი …. კი იცი შენც მეც ის პოეტები მომწონს და მაღელვებს ვინც შენ (საჯაია და რატიანი ) ეს ელიავა ვინღაა საერთოდ??? მოუთმენლად ველი შენს შემდეგ პოსტს ”შენს პოეტებზე” :)))

  3. ყველაზე მაგარი ის არის, “საჯაია რომ ვინ არის საერთოდ” და “აი ელიავა რომ წაკითხული აქვთ და ასე თუ ისე მოწონთ”. 🙂 საჯაია, რატიანი და (აქვე დავამატებ) გეთიაშვილი ის პოეტები არიან, ვინც 90-იანელების შემდგომი თაობა გალაკტიონის გავლენიდან გამოიყვანეს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციეს, რაც დამეთანხმებით ალბათ და არცთუ ისე იოლი საქმეა. არც ის არის გასაკვირი, რომ ვინმეს ამ გვარების გვერდით იხსენიებენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი ამ “ვინმეს” იმიჯის ასამაღლებლად ხდება, მაგალითად: როცა მე მინდა რომელიმე პოეტს წონა შევმატო, ვიტყვი რომ მომწონს საჯაია, რატიანი, გეთიაშვილი და სიკინჭილაძე. ამით პირველ სამს არაფერი დააკლდება, ხოლო სიკინჭილაძე, სულ მინიმუმ, პოეზიაზე შეყვარებული მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს, თუნდაც იქამდე, ვიდრე მკითხველი მის შემოქმედებას ახლოს გაიცნობდეს და თავად გააკეთებდეს დასკვნას რამდენად ობიექტური ვიყავი, როცა სიკინჭილაძეს თანამედროვე პოეზიის მეტრების (არ შემეშინდება ამ სიტყვის) გვერდით ვიხსენიებდი.

    • დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ყველაფერში გეთანხმებით. ნამდვილად არაფერი დააკლდებათ ამ ავტორებს ელიავას გვერდით მოხსენიებით, მე უბრალოდ, სუბიექტურად, ვბრაზობ 🙂
      გეთიაშვილის პოეზია მეც ძალიან მომწონს, ,,გოქსუ” საერთოდაც გენიალურია!!

  4. რაც უფრო ომახიანად კითხულობს ავტორი ლექსებს, მით უფრო იჩრდილება შინაარსი და ყველა აღფრთოვანებული რჩება..————თამარ რა იყო ახლა ეს :დ:დ:დ:დ(მე ჩემი მეწყინა ხო იცი :დ)

    ღმერთმანი საჯაია და ელიავა სად გაგონილა ერთად… მე კიდევ რას დავაკვირდი იცი? კითხვაზე რატომ ელიავა? ბევრი ასე მპასუხობს: მეგრელია…
    მერე რა რომ მეგრელი ხარ და ისიც მეგრელია? მარტო ამიტომ ხომ არ უნდა ჩაგვთხარო პირში ეგ პოეტი

  5. არ ვიცნობ თანამედროვე პოეზიას და თავსაც არ ვიდანაშაულებ რატომღაც,ასე მგონია სუსტია..სწორედ იმიტომ რომ დღეს ყველა ‘პოეტია” .დაძველებული ლექსები მირჩევნია რატომღაც,ჩარჩენილი დამიძხოს ვისაც უნდა 🙂

    აი ელიავას ერთი ლექსი ვიცი და ასე თუ ისე მომეწონა 🙂

    საჯაია ვინ არის საერთოდ?

    • არ ვიცი, მე მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ თანამედროვე მსოფლიო პოეზიას და ვერ შევადარებ 🙂

      საჯაია პოეტია. კარგი პოეტი. დანარჩენი წაიკითხეთ, თუ დაგაინტერესებთ 🙂

    • პოსტი ჩემს პოეტებზე აუცილებლად იქნება, ეს ცხელ გულზე იყო დღეს 🙂
      კონკრეტულ ავტორებს აქვე გეტყვი, ყველაზე გამორჩეულებს: გიო საჯაია, ზვიად რატიანი, ეკა ქევანიშვილი 🙂

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s