10 რამ რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ ქართველები

1.   გვძინავს მშვიდად, აუღელვებლად და რომ არა ეს საშინელი სკოლა, უნივერსიტეტი ან სამსახური სიამოვნებით ვიძინებდით კიდევ 5 წუთი;

2.   ვჭამთ უზომოდ ბევრს და რომ არა ეს გაძვირებული შაქარი,სასტიკი ინფლაცია და მსოფლიოში შიმშილით დახოცილი უამრავი ადამიანი (რომლებზედაც საშინლად ვდარდობთ მაშინ, როცა გვშია)  კიდევ ერთსაც გავსინჯავდით;

3.    ვარღვევთ რაც შეიძლება მეტ ადმინისტრაციულ თუ სხვა წესს და რომ არ ყოფილიყო ცნება “კანონი იმისთვისაა, რომ ვიღაცამ დაარღვიოს” ჩვენ მოვიგონებდით;

4.      ვუყურებთ, არა!!! არ ვუყურებთ ლათინო ამერიკულ ან ბრაზილიურ სერიალებს ყოველ დღე, ნანუკას შოუს ან პროფილს კვირაში ორჯერ, მაგრამ მაინც ყველაფერი ვიცით სად რა,  როგორ მოხდა, ვინ ვისი მამა აღმოჩნდა და რამდენი თითი აქვს თიკო სადუნიშვილს მარცხენა ფეხზე, ამავდროულად საკმაოდ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ეს ყოველივე ბანძობა, უგემოვნოობა და ა.შ.

5.    ვსვამთ ყველაფერს და ყველგან განუსაზღვრელი დოზით, თან  პარალელურად   გვიყვარდება   ყველა, გვახსენდება სხვების დედა  (შეიძლება საკუთარიც) ან უახლოესი ნათესაობა და მერე იიისევ ვიძინებთ ნებისმიერი სახის საკვებში განურჩევლად იმისა თუ რა სახის კერძი უხდება ჩვენს  თმას;

6.  სიამოვნებით და სათუთი სიფათებით ვუთმობთ  ტრანსპორტში ადგილს მოხუცებს, გარკვეული დროის მანძილზე გვახსოვს რომ ჩვენც თუ გაგვიმართლა დავბერდებით და მერე ტანჯული გამომეტველებით, კეთილები ვფიქრობთ იმაზე თუ როდის ჩაბრძანდება ჩვენი სიკეთის ობიექტი (იმიტომ კი არა რომ ჩვენ დავსხდეთ?! არაა უბრალოდ ბევრი სიკეთის ჩადენა რომ მოვასწროთ სასურველ გაჩერებამდე) .

7.  განვიხილავთ მეზობლების,მეზობლების ნათესავების, კურსელების, კლასელების თანამშრომლების, მათი ძმების, დების, მამების, დედების, იმათი კლასელების, კურსლეების მეზობლების… (და ა.შ. ტერიტორია და სტატუსი განუსაზღვრელად) ამბებს, მაგრამ არ ვჭორაობთ,არავითარ შემთხვევაში, რადგან ჭორაობა არ ზის ქართულ მენტალიტეტში!!! (ეს აუცილებელია აღინიშნოს)

8.  ყველას გვაქვს ორი დიპლომი, ან უკვე, ან პერსპექტივაში, მაგრამ ასევე გვაქვს ჭკუის სწავლების დიდებული უნარი, ამიტომაც გამოვთქვამთ აზრს ყოველთვის, ყველაფერზე. რა თქმა უნდა არ მოგვწონს და აუცილებლად უკმაყოფილოები ვართ  (-არაა აშკარად ბიჭი ჯობია)

9.   ვთვრებით, ვილეშებით (კარგად გამოგვდის, ამიტომაც ორი პუნქტი ეძღვნება) მერე მივდივართ სხვის სახლში და სიყვარულით ვიკითხავთ ვიღაცის მეზობლებს, უკეთეს შემთხვევაში მივდივართ საკუთარ სახლში ვაღვიძებთ ბავშვს (არ აქვს მნიშვნელობა  გვყავს თუ არა ), რათა მან პიანინოზე დაგვიკრას (გენში გვაქვს ჩვენ ცოცხალი მუსიკის სიყვარული).

და ბოლოს

10.  ყველაზე ხშირად ავღნიშნავთ, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ერი ვართ.

Advertisements

3 comments on “10 რამ რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ ქართველები

  1. მივდივართ საკუთარ სახლში ვაღვიძებთ ბავშვს (არ აქვს მნიშვნელობა გვყავს თუ არა ) რათა მან პიანინოზე დაგვიკრას (გენში გვაქვს ჩვენ ცოცხალი მუსიკის სიყვარული)
    =))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    ფორმას ინარჩუნებ!<3

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s