ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა

არ ვიცი, არსებობს თუ არა კარგი ბიბლიოთეკა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე ის არ მინახავს. საერთოდ, არც მაინცდამაინც ბევრი ბიბლიოთეკა მინახავს. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში სულ ორჯერ ვიყავი ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში და ორივეჯერ მეგობარს ვახლდი.

ჩემი პირველი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტობის დროს დავრეგისტრირდი, იყო ჭავჭავაძეზე მდებარე აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, მოსახერხებელი მდებარეობის გამო.

მდებარეობის გარდა კიდევ ერთი პლიუსი აქვს: მხატვრული ლიტერატურის სახლში წაღება შეიძლება. არამხატვრული ან იქვე უნდა წაიკითხო, ან ასლი გადაიღო. იშვიათად მინახავს ამ ბიბლიოთეკაში ის წიგნი, რომელიც მჭირდება. თუ გამიმართლებდა და ვიპოვიდი, წინ საათიანი რიგი მელოდა,ასლი რომ გადამეღო.
სტუდენტზე უფრო გამოცდილი ასლების გადამღებებში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ასე რომ, დამეჯერება ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ბიბლიოთეკის ,,მექსეროქსე” ქალზე ნელი ადამიანი ამ სფეროში არ შემხვედრია. სწორედ ამიტომ არის მუდმივი რიგი.

არც ბიბლიოთეკარები გამოირჩევიან დიდი ყურადღებით ან სისწრაფით. ამ და კიდევ სხვა რამდენიმე მიზეზის გამო ბიბლიოთეკის საშვი ვადის გასვლის შემდეგ აღარ აღმიდგენია.

მე და საჯარო ბიბლიოთეკას თავიდანვე არ აგვეწყო ურთიერთობა, ალბათ ვიღაცამ დაგვწყევლა. თუმცა, იქ მაინც დიდ დროს ვატარებ.

ძალიან ვიწვალე დარეგისტრირების დროს. ასჯერ მივედი. ჯერ გავარკვიე,რა უნდა მიმეტანა. მერე მივედი და შესვენება ჰქონდათ. მერე კიდევ მივედი, ამჯერად რაღაცა იყო გაფუჭებული და ვერ დამარეგისტრირეს. ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ ავიღე საშვი. არადა, ჩემს გარდა ეგ პრობლემა მგონი არც არავის შექმნია.

საჯაროში კატალოგისტებს, კაცმა რომ თქვას, არაფერს ვერჩი. სულ მუშაობენ, ყოველთვის ვიღაცა ჰყავთ მომლოდინე და მხოლოდ ხანდახან თუ იკბინებიან, ისე რომ, აიტანს ადამიანი. აი, წიგნის ლოდინის მომენტი საშინელებაა. გამოიწერ, ელოდები 40 წუთი და მერე აღმოჩნდება, რომ ან ვიღაცას აქვს გატანილი და კითხულობს, ან სხვა დარბაზშია, ან ვერ იპოვეს ან კიდევ სხვა რამე. 40 წუთით ადრე არავინ გეტყვის ამას. მქონია შემთხვევა, სულ სხვა წიგნი მომსვლია. ან ამოწერის დროს კატალოგისტმა აურია რამე, ან მოძებნის დროს, არ ვიცი.

ბოლოს, წიგნი რომ მოვა, აქაც ასლის გადაღების პრობლემაა. არადა, რა ვქნა, მე მირჩევნია, სახლში ვიკითხო. თანაც თუ სასწავლო მასალაა და მერეც დამიჭირდება. ასლის გადასაღებად აქაც რიგია. თუ რიგი არაა, ე.ი  აპარატი გაფუჭდა, ან გაფუჭდება. ან ხურდა არ ექნებათ, ან რამე, პრობლემებს რა დალევს.

მოკლედ, როცა საჯაროში ვარ წასასვლელი, ვიცი, რომ შერბენა არ გამოვა. ამისთვის ერთ დღით ადრე ვემზადები და ყველა საქმეს გადავდებ ხოლმე, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის დრო მეყოს.

მინდა ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც წასვლა გამიხარდება და გამოქცევაზე არ ვიქნები.

აი, დაახლოებით ასეთი

Advertisements

6 comments on “ბიბლიოთეკა

  1. წერეთლის ბიბლიოთეკა ყველაზე საშინელი ბიბლიოთეკაა დედამიწის ზურგზე, საშინელი ბიბლიოთეკარებით, დახეული წიგნებით და ხმაურით :შ

  2. მამარდაშვილი არ დაუხურავთ.ზევიტ რაც იყო ეგ ნუშაობს.დანარჩენი ყველა. 9მდე მუშაობს ამჟამად…პირადად მე მამარდაშვილის დარბაზი არ მიყვარს, ყიფიანის დარბაზი მიყვარდა და იქ სხვა განწყობა,აურა სუფევდა… ყველა გაღიზიანებული და აჟიტირებული დადის… როდის გაიხსნება რა…..

  3. საჯარო ბიბლიოთეკა და თქვენ ნამდვილად ვერ დამეგობრდით…:)თქვენ ახლა უნდა ნახოთ რა ამბავია…დარბაზები დაკეტეს,მუშაობს რამოდენიმე და თუ მოასწრებ და 10 საათზე დაიკავებ სკამს მაგარი ხარ. მოდის გამოცდები,თან გამოზაფხულდა,ბავშვები ნახევარი დღე თუ არა 2 საათით მაინც მიდიან…მოკლედ სრული განუკითხაობაა. და კიდევ ერთი,კარგი იქნება თუ ღამითაც იმუშავებს ზახულობით,რა თქმა უნდა შესაფერისი პირობებით(რომ მოკვდე წყალს ვერ დალევ,უნდა ადგე ჩააბარო წიგნი,და უამრავი დროის წამრთმევი პროცედურები).მაგრამ დღე არაა წესრიგში და რომელ სხვა რამეზეა საუბარი…

    • ღამე 8 თუ 9 საათამდე მუშაობდა შარშან, თუ სწორად მახსოვს.
      რომელი დარბაზი დაკეტეს? მე მამარდაშვილის დარბაზშიდ დავდივარ სულ

  4. უნივერსიტეტის დროს დავდიოდი ხოლმე საჯარო ბიბლიოთეკაში და ზუსტად ასეთი პრობლემებით დახუნძლული დღეები დამრჩა მოსაგონრად 😐

  5. მეც მინდა ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც სხვა თუ არაფერი ბიბლიოთეკარი სულ მცირე, ყურადღებას მომაქცევს და მზესუმზირას არ “მომაფურთხებს ” თვალებში :(:(:

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s