ოზუ(რგეთი)

სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ, გაქცევა მინდა და როცა არ ვარ, დაბრუნება.©იორიკი 

ოზურგეთი (მოფერებით ოზუ) ჩემი მშობლიური ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ დავბადებულვარ და ღრმა ბავშვობის დროსაც სხვაგან ვცხოვრობდი. უბრალოდ ჩემი 21 წლიდან ყველაზე მეტი დრო იქ გავატარე.

მიყვარს ოზუ. მიყვარს, მაგრამ არ მომწონს. ჩამოსულ სტუმრებს მოსწონთ ხოლმე, როგორც წესი, შეიძლება უარესს ელოდებიან და მაგიტომაც. ან ოზუს მთავარი ღირსება: დიდი და მართლა ლამაზი თეატრი ხიბლავთ (სადაც, სხვათა შორის, მშვენიერი სპექტაკლები იდგმება. მერე ზოგიერთი მსახიობი საახალწლოდ ქალაქში ,,შემთხვევით” ჩამოსულ პრეზიდენტს ,,შემთხვევით” მასპინძლობს ).

ოზუს გამორჩეულ ღირსებას, თეატრის შემდეგ, წარმოაგდენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომელიც ახლახან დაიწვა და რადგან გარდაცვლილზე ან კარგს ამობებენ, ან არაფერს, ამიტომაც არაფერს ვიტყვი.

ასევე გვაქვს რამდენიმე ბანკის ფილიალი. მათგან პირველ რიგში აღსანიშნავია ერთი, რომელიც არა მარტო ოზუში, ყველგან გამოირჩევა მომსახურეობის დაბალი დონით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბანკში მოლარედ საყვარელი ბებო მუშაობდა, რომელიც საანგარიშო ,,ჩოთქზე” ითვლიდა. (მერე ეს ქალი გაუშვეს და დამლაგებლად დაიწყო იმავე ბანკში მუშაობა, რატომღაც გული ჩამწყდა).

ეს ბანკი იმითაც გამოირჩევა, რომ ცალ-ცალკე არსებობს რიგი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. იქ შესვლაზე მეტად მხოლოდ საზოგადოებრივი ტუალეტი მეზიზღება, მაგრამ ერთ დღეს მაინც მომიწია და ვიღაც სანდომიანმა ბებომ კინაღამ მცემა, ამხელა გოგომ როგორ არ იცი, რომ ბანკში ქალებისთვის ცალკე რიგია და კაცებისთვის-ცალკეო. მომკალით და არ ვიცოდი :/

გვაქვს მეორე ბანკიც, რომელშიც, როდესაც რაღაც სასწაულის გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება ფერხდება, უშუქოდ რჩებიან და ვერაფერს აკეთებან. როგორც ერთხელ თქვეს, ფული როგორ არ გვაქვს, უბრალოდ გენერატორი სად დავდგათ, ადგილი არააო.

სხვა იქ მდებარე ფილიალებისთვის განსაკუთრებულობა ჯერ არ შემიმჩნევია.

გვაქვს მუზეუმი, როგორც გამიგია, ძალიან საინტერესეო, მაგრამ რატომღაც არასდროს ვყოფილვარ და ზუსტად ვერ შევაფასებ. ასევე ერთი სამხატვრო გალერეა, სადაც სკოლიდან დავდიოდით ხოლმე, ხელჩაკიდებულები და მერე შთაბეჭდილებებს ვწერდით.

ხო, კიდე არის კინო, რომელიც არ ფუნქციონირებს და მე მხოლოდ იმის გამო დამამახსოვრდა, რომ სკოლის ბოლო ზარი მქონდა იქ. სხვა ადამიანებს ალბათ იმიტომ ამჩნევან, რომ ამ კინოს წინ ოზუს უდიდესი დიდი პარკი მდებარეობს. სხვათა შორის, ოზუში შადრევანი არ გაუკეთებიათ. დაგვჩაგრეს.

ოზუს აქვს შესანიშნავი ტელევიზია, რომელზეც გადის გენიალური შოუ, სადაც კითხულობენ მესიჯებს და უშვებენ სიმღერებს. ამ შოუს წამყვანები გლამურულები არიან და რაც მთავარია, მათ პირდაპირ ეთერში უხსნიან სიყვარულს!!

თუმცა იყო დრო, როცა გურია ტვ-ზე მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებიც გადიოდა (მართალია არა პირდაპირი, მაგრამ მაინც). სწორედ ერთ-ერთი მატჩის დროს მოვისმინე გენიალური ფრაზა: დაიწყო დამატებითი 15 ტაიმიანი წუთები. ეს ფრაზე კომენტატორმა და ადგილობრივი საინფორმაციოს წამყვანმა ( რომელიც შემდეგ იმით გახდა ცნობილი ქვეყნის მასშტაბით, რომ მუსლიმანობა მიიღო და საგალობელი იმღერა ქართულად) არაერთხელ და ჯიუტად გაიმეორა დამატებულ 30 წუთში.

ოზუში თავიდან ყველაფერი ამართლებს, თუ რამე ახალი გაიხსნა. განსაკუთრებით კაფეები. ყველა იქ დადის ხოლმე და მალევე ამბობენ, რომ ბანძია, რადგან ყველა იქ დადის.

ღამის კლუბის მაგვარი რაღაცაც გაიხსნა ერთხელ, მაგრამ მალევე დაიხურა, მოსახლეობას აწუხებდა ხმა და…

ოზუში ერთ ბოზი გვყავს (მე რა მყავს პრინციპში). ერთი რა, ეგ ერთი იცის ყველამ. მე თვალით არ მინახავს, მაგრამ მსმენია. ამბობენ, რომ კაცებს დასდევს ქუჩაში, მაგრამ მაინცდამაინც არ მჯერა და ძალიან მეცოდება.

სკოლებს და სხვა ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გამიზნულად არ ვახსენებ,  ისედაც სულ განათლებაზე ვარ გადაკიდებული.

ზამთარში ოზუ ძალიან ცარიელია, ზაფხულში-ძალიან სავსე. მე ცარიელი ოზუ უფრო მიყვარს.

ოზუ ნამდვილად არის ადგილი, სადაც როცა არ ვარ, ყოფნა მინდა, როცა ვარ-გაქცევა.ოზურგეთი

Advertisements

8 comments on “ოზუ(რგეთი)

  1. ბებიაჩემი იყო ოზურგეთიდან და რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. რაღაც მყუდრო ქალაქია. მე კარგად მახსენდება 🙂

  2. ozuu mec miyvars tqveni ozu :))) kargad martoben xolme gurulebi ro chavdivar :)) ise , policiis shenoba ratom are agnishne ozus girsebebshi? martla dzaan lamazia :)) nu televizias da saaxalwlo nadzvisxes me eg mirchevnia 😀

    • უი, პოლიციის შენობა გამომრჩა ნამდვილად 😦 კი ეკუთვნოდა აღნიშვნა 🙂 ცალკე პოსტს მივუძღვნი ოდესმე და იმედია მაპატიებს :დ

  3. თამრუ ის გამახსენე – ოზუს პურის მწარმოებელი ფირმა, თავიდან ერთი საცხობი რომ ქონდა და ახლა მონოპოლისტად გადაიქცა :დდდდ

  4. სამაგიეროდ მე მინახავს ეგ ბოზი თამო… ოღონდ პირიქით იყო სიტუაცია, სამი კაცი მისდევდა ერთდროულად :დ 😦 (აქ ვერ გადავწყვიტე რომელი სმაილი უფრო სწორი იქნებოდა და ორივე დავწერე)

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s