პიქსარის სამყარო

შარშან ერთ-ერთ საგანში დარგის ანალიზი უნდა გამეკეთებინა ჩემს მეგობრებთან ერთად. სწორედ მაგ პერიოდში ჩავუღრმავდი და ახლოს ,,გავიცანი” ანიმაციური სტუდია ,,პიქსარი”, თუმცა მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია კარგა ხნით ადრეც მქონდა ნანახი.

”პიქსარის” ისტორია 1979 წელს იწყება და ჯორჯ ლუკასს უკავშირდება. ამჟამინდელი სახელი კი სტივ ჯობსმა დაარქვა მისი შეძენის (10 მილიონი დოლარად) შემდეგ 1986 წელს. ამ პერიოდში ჯობსს პრობლემები ჰქონდა. რაღაც დოზით ”პიქსარის” და იქ მყოფი გენიოსების (ჯონ ლასეტერი, ენდრიუ სტანტონი და ა.შ) დამსახურებაცაა მისი კარიერის შემდგომი წინსვლა.

”პიქსარი” თავისი მთავარი კონკურენტისგან (Dream Works) განსხვავებით შედარებით ნაკლები ფილმები აქვს შექმნილი, თუმცა ჩემთვის და არა მარტო (ოსკარებიც ადასტურებს) ”პიქსარის” ნამუშევრები ბევრად მაღლა დგას კონკურენტებთან შედარებით. ალბათ შრეკია გამონაკლისი, რომელმაც ნამდვილად დაჯაბნა 2001 წელს მონსტრების კორპორაცია და ზოგადად ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

”Dream Works” ნამუშევრებიც არ არის ცუდი, პირიქით, ”მადაგასკარი” , ”როგორ გავრწვრთნათ დრაკონი” და ა.შ. ძალიან კარგი ფილმებია.

უბრალოდ ჩემთვის ”ვოლი”, ”Up”, ”სათამაშოების ისტორია” და საერთოდ თერთმეტივე სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გენიალური და განუმეორებელია. მსგავსი შედევრების შექმანას ყოველთვის დიდი დრო მიაქვს ხოლმე, მაგრამ შედეგი ნამდვილად იმდენად შთამბეჭდავია, რომ ღირს ლოდინი.

”პიქსარის” შესახებ ბევრია სასაუბრო და კიდევ აუცილებლად დავწერ. მანამდე კი ვინც არ იცის, გადახედოს ფილმოგრაფიას და გაეცნოს, ნამდვილად არ ინანებთ.

”პიქსარის” მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Pixarის ფილმოგრაფია

  1. ”Toy Story 1” – 1995 წელი. არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და მისმა შემქმნელმა ჯონ ლასეტერმა მიიღო ოსკარი ანიმაციის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. აქვს 19 სხვა საერთაშორისო ჯილდო;
  2. ”A Bug’s Life” – 1998 წელი. მოხსნა მანამდე არსებული ყველა რეკორდი და იყო პირველი ფილმი, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო, არგენტინის, ტალანდის და ავსტრალიის ჩათვლით. მიღებული აქვს 10 სხვა და სხვა საერთაშორისო ჯილდო. შემოსავალი – 362 მილიონი დოლარი;
  3. “Toy Story 2” – 1999 წელი. ეს იყო მთლიანად ციფრულად გაკეთებული ფილმი და ღირსეული გაგრძელება წინა ”Toy Story”-ის. აღებული აქვს 18 სხვა და სხვა ჯილდო და 485 მილიონი დოლარი შემოსავალი;
  4. ”Monsters, INC.” – 2001 წელი. გამოჩენიდან 9 დღეში 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ყველა დროის რეკორდია. მიიღო ოსკარი საუკეთესო მუსიკისთვის და 11 საერთაშორისო ჯილდო;
  5. ”Finding Nemo” – 2003 წელი. ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. მიიღო 1 ოსკარი და 34 საერთაშორისო ჯილდო;
  6. ”The Incredibles” – 2004 წელი. მიიღო 2 ოსკარი, საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის და წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, ასევე 39 საერთაშორისო ჯილდო;
  7. ”Cars” – 2006 წელი. მიიღო 17 საერთაშორისო ჯილდო;
  8. ”Ratatouille” – 2007 წელი. აიღო ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის და 43 სხვა და სხვა საერთაშორისო ჯილდო. 623 მილიონი დოლარი შემოსავალი.
  9. ”Wall.E” – 2008 წელი. მიიღო ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის და 45 საერთაშორისო ჯილდო;
  10. ”Up” – 2009 წელი. დღემდე ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმი. აქვს 2 ოსკარი, წლის საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო მუსიკისთვის, ასევე 40 სხვა ჯილდო. 731 მილიონი დოლარის შემოსავალი;
  11. ”Toy Story 3” – 2010 წელი. ბოლო ნამუშევარი. მან გამოსვლიდან ერთ კვირაში მოუტანა კომპანიას 110 მილიონი დოლარის შემოსავალი და მოიგო 2 ოსკარი.
”პიქსარის” მომდევნო სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იქნება “Cars 2”.

    WALL·E

Advertisements

12 comments on “პიქსარის სამყარო

  1. გამოხმაურება: პიქსარის სამყარო

  2. გიოო ისე შეგეძლო მეტი დაგეწერა, მე ხომ მაინც ვიცი რომ შეგეძლო, :))))) ცოტა მშრალი მომეჩვენა პოსტი, ასე რომ ველი შენს მეორე პოსტს პიქსარზე, ამჯერად უფრო მეტი ინფორმაციით :)) და ჯონ ლასეტერის ქება დიდებით 🙂 😉

  3. ვაიმეე გამახსენდა დარგის ანალიზს რომ ვწერდით :))))))) ისე ძალიან კარგი გამოგვივიდა :)))) პიქსარი შემიყვარდა უფრო <3<3 ჩემთვის საუკეთესოა "up"-ი .

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s