გამოურთეთ ტელევიზორები ექიმებს

ოციანი  წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფაკულტეტის აწ უკვე ნასტუდენტარ ექიმებს, უაღრესად საქმიანი სახითა და სწრაფი ნაბიჯით მოარულთ ბევრს შეხვდებით საქართველოში არსებული კლინიკების უმრავლესობაში.

ჰიპოკრატეს შეფიცულებს თეთრი ხალათი და დიდებული აქსესუარი ფონენდოსკოპი (ყელზე ან გულის ჯიბეში) გამოყოფს უბრალო მოკვდავებისაგან .

მხოლოდ მათ შეუძლიათ საოცრად კომპეტენტური და გაყინული სახით, უემოციოდ ამცნონ 16 წლის გოგონას მოსალოდნელი დაყრუების შესახებ მაშინ, როცა თურმე ეგრედ წოდებულ ცხვირის სპრეის შეუძლია “პრობლემის მოგვარება”.

-მამა, ყურს ჩაგიხვრეტთ მერე ფირფიტას მიგამაგრებთ, ნუ რა ვქნათ მამა 70% დაგაკლდება სმენა მაგრამ , მამაა…

დედიკო, არაფერი არ უშველის შენს თვალებს და ჯობია მოერიდო ცოტა შვილო… და ა.შ. 

ამ ყოველივეს ემატებოდა საკმაოდ აქტუალური სერიალები “გრეის ანატომია”, “სასწრაფო”, მაგრამ ეგ არაფერი კულმინაციას ამ ბოლო წლებში უპოპულარულესი სერიალის, “ექიმი ჰაუსი”-ის ქართულ ტელესივრცეში გამოჩენამ მიაღწია.

სხვათაშორსი ჰიუ ლორი გაგიკვირდებათ და თურმე ქართველი ყოფილა, მეტიც, კახელი და თურმე მართლაც ბავშვობიდანვე საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოვებული.ნუ ფეხი რაზე დაიზიანა ეს უკვე აღარაა ცნობილი. არ ამხელენ უბრალოდ. 🙂

ნუ უფრო გამოცდილმა და მატრაკვეცა ექიმებმა განაცხადეს, რომ ტერმინები რომლებიც სერიალში გამოიყენება მაგალითად: არტერიული ჰიპოტენზია, ნეიროცირკულარული დისტონია,  ჰემორაგიული ვასკულიტი,  გუდპასჩერის სინდრომი, პარაპროტეინემიული ჰემობლასტოზები და ა.შ სამედიცინო ტერმინებს არ შეესაბამება.

ისეთმა ანომალიებმა (ექიმებზე ვსაუბრობ) რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ შეუძლიათ გახდნენ არაბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული მუსიკოს – ცინიკოს – დიაგნოსტიკოსები, თეორიის პრაქტიკაში გატარება გადაწყვიტეს და ამ რამდენიმე თვის წინ პირველი პოტენციურად წარმატებული პაციენტი (69 მამაკაცი) შემოაკვდათ ”რამდენიმე დუბლში” სანამ დიაგნოზს მოიფიქრებდნენ. სამწუხაროდ “სერია” წარმატებული არ აღმოჩნდა და  ამვადმყოფი სრულიად ბანალური დაავადებით (უბრალო მოკვდავნი სეფსისს რომ ვეძახით) გარდაიცვალა.

ამ და კიდევ ბევრი სხვა გარემოების მსხვერპლ საზოგადოებას, რომელსაც თეთრი ხალათი არ აცვია, ფონენდოსკოპით მხოლოდ  ბავშვობაში უთამაშია ინტერვიუობანა და 6 წლის მანძილზე მხოლოდ “ჰიპოკრატე”ს წერა არ უსწავლია, ორი გამოსავალი რჩება: ან ცუდად არ გახდეს, ან თვითონ იჰაუსოს. (ორივე არც ისე მარტივია)

ექიმებს კი კარგი იქნება თუ ტელევიზორებს გამოურთავს და დედამიწაზე დასაბრუნებელ ბილეთებს შეუძენს ვინმე !!!

Advertisements

5 comments on “გამოურთეთ ტელევიზორები ექიმებს

  1. მართალია ეს გასტოს პოსტი არაა მაგრამ ვისიც არის იმას -5 აქვს მხედველობა და მოგეხსენებათ, რომ ფიზიკურ ნაკლზე დაცინვა არ შეიძლება

  2. გამოხმაურება: გამოურთეთ ტელევიზორები ექიმებს

  3. ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ! თუ ადამიანი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ტელეშოუს და რეალურ ცხოვრებას, მისი ადგილი არის კლინიკაში, ოღონდ პაციენტად, ფსიქიატრთან.

    კიდევ:
    ფონენდოსკოპო
    გულისჯებიში
    დაყრუები შესახებ
    და სხვა მრავალი: გამოქვეყნების წინ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები 🙂

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s