მე და უნივერსიტეტი

ჩემი ბაკალავრიატის ბოლო სემესტრია. 4 წელი გავიდა. ბევრი კარგი რამ მახსოვს უნივერსიტეტიდან, ცუდი-უფრო მეტი, რა თქმა უნდა.

მახსოვს პირველკურსელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მოქმედ პირველ კურპუსში. საათობით ვიდექით რიგში და როცა, როგორც იქნა, შევედი, აღმოჩნდა, რომ გადახდილი თანხა ჯერ არ იყო ჩარიცხული და მეორე დღესაც უნდა მივსულიყავი. როგორც იქნა, გავიარე ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადავედი აკადემიურზე. მახსოვს ოთახი, სადაც ჯერ ვითომ კონსულტაცია გავიარე და მერე ვიღაც ქალმა ლექტორები ამარჩევინა. დღემდე არ მესმის, როგორ უნდა ამერჩია მაშინ ლექტორები, დრო მქონდა 5 წუთი, გამოცდელება-არანაირი. ის ქალი მეუბნებოდა ლექტორების გვარებს და მე ვპასუხობდი, რომ არ ვიცი, რომ სულერთია. ბოლოს ავირჩიე. თუმცა მერე აღმოჩდა, რომ ზოგი ლექტორი აღარ ასწავლიდა, ზოგი საზღვარგარეთ იყო და ა.შ.(სხვათა შორის, ერთ-ერთი, რომელიც რატომღაც პირველ კურსზე ჩამონათვალში იყო, მხოლოდ ამ სემესტრში დაბრუნდა ამერიკიდან).  მერე დაიწყო  ლექტორების შეცვლის ხანგრძლივი პერიოდი. მხოლოდ ამის შემდეგ-სწავლა.

არ ვიცი ყველა პირველკურსელია ასეა თუ არა, მაგრამ მე თავიდან დაბნეული ვიყავი. ვერაფერი გავიგე პირველ ლექციაზე. ლექტორების უმეტესობამ არ იცის, რომ აუდიტორიას უნდა ელაპრაკო იმ ენაზე, რომელიც ესმის, ანუ მისთვის გასაგები ტერმინებით. მომკალით და არ ვიცოდი პირველი კურსის სტუტენტმა ბევრი ის სიტყვა, რაც პირველსავე დღეს მოგვაყარეს.
მრთგუნავდნენ სტუდენტები, რომლებიც რაღაც უგზო-უკვლოდ ჩახლართულ კითხვებს სვამდნენ და თავი ყველაზე დებილი მეგონა. მერე მივხვდი, რომ ისინი უარეს დღეში იყვნენ და მაგიტომაც სჭრიდებოდათ ის ჩახლართული კითხვები.

მოკლედ, პირველი სემესტრი ისე გავიდა, ვერ გავიგე სად ვიყავი და რა მინდოდა, ან ჩემგან რა უნდოდათ, მივყვებოდი ინერციით. არც არავისთან ვმეგობრობდი. არც ვიღიმებოდი. მერე თანდათან თვალი და ჭკუა გამეხსნა და გამოვფხიზლდი.

მყოლია ყველანაირი ლექტორი. მაგალითად, მყავდა 4 სხვადასხვა ინგლისურის ლექტორი და ფაქტიურად ერთი სიტყვა ინგლისური არ მისწავლია მათგან. მყოლია ლექტორი, რომელიც მერხებს ამოწმებდა შუალედური წერის წინ, რომ მერხებზე რამე წარწერები არ ყოფილიყო გაკეთებული და ასევე მყოლია ლექტორი, რომელიც გზიდან რეკავდა, წერა დაიწყეთ და მეც შემოგიერთდებითო. მყოლია ლექტორები, რომლებსაც ვერ შეეკამათები, რადგან მხოლოდ საკუთარი აზრი ჰგონიათ ჭეშმარიტება.
მყოლია ლექტორი,1 წუთის დაგვიანების მერე აუდიტორიაში რომ არ შეგიშვებდა და ისეთიც, ნახევარი საათის დაუგვიანებლად რომ არ მოსულა ლექციაზე.
მყოლია რამდენიმე ძალიან, ძალიან კარგი ლექტორი. ასევე რამდენიმე ძალიან, ძალიან საინტერესო ლექცია. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, ლექციებზე რომ ნახევრად მეძინა, ზოგჯერ საგნის, ზოგჯერ ლექტორის და ზოგჯერ დაღლილობის გამოც.
მიკამათია ლექტორებთან. ხშირად და ძალიან ბევრ რამეზე, თუმცა არასოდეს გამიკეთებია ეს იმის გამო, რომ ვინმეს დავმახსოვრებოდი. არც დავმახსოვრებივარ.

ბევრი რამე უნივერსიტეტში ჩემს თვალწინ გამოსწორდა, მაგალითად პირველკურსელთა რეგისტრაციის საკითხი და საგნების არჩევა, თუმცა უმეტესეობა კიდევ გამოსასწორებელია და იმედია ოდესმე მაინც ვინმე იზრუნებს ამაზე.

ძალიან ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი ამ წლების განმავლობაში და ვიცი, რომ ჯერ კიდევ მოვასწრებ რამეს, დარჩენილ 2 თვეში. თუმცა, ერთი რამისთვის მადლობა რომ არ ვთქვა, უმადურობა იქნება: უნივერსიტეტმა სკოლის პერიოდში ჩანერგილი უაზრო სტერეოტიპებისგან გამანთავისუფლა.

Advertisements

7 comments on “მე და უნივერსიტეტი

  1. გამოხმაურება: მე და უნივერსიტეტი

  2. სხვათაშორის არც დაბნეული ვყოფილვარ და არც გამჭირვებია ლექტორების არცევა. არც აუდიტორიების ძებნაში დავკარგულვარ და არც სხვა ლექციაზე ავღმოჩენილვარ ოდესმე.

    • აუდიტორიების ძებნა არც მე გამჭირვებია პრინციპში 🙂 თუ მრჩეველი გყავს ვინმე, ლექტორების არჩევაა არაა ძნელი. თან მე მგონი, შენ წელს გადმოდი თსუ-ში და ბევრი რამე სხვანაირადაა, ხოდა ძალიან მიხარია, თუ რამე უკეთესობისკენ შეიცვალა 🙂

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s