გაუღიმე შენ ქვეყანას, ის უკვე გიღიმის

ქართველოებო, თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რა უნიკლაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ ხვდებით და მეტიც,  ვერ აფასებთ… აქედან გაქცევაზე ფიქრობთ და  ერთხელაც არ გიცდიათ წარმოგედგინათ რა ბედნირები  ხართ, აქ რომ დაიბადეთ!!!

მაგალითად, ეს არის ქვეყანა,  სადაც ზაფხულობით შეგიძლია თოვლით იგუნდაო მაშინ, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

დატკბეთ საოცარი ველური ბუნებითა და საზოგადოებით. შეიგრძნოთ თუ რაოდენ სასიამოვნოა პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით სავსე ტყეში სეირნობა.

მხოლოდ საქართველოში დგას საათი, რომელიც ყოველ ერთ საათში ,,თბილისოს” ნაგლეჯს უკრავს, არა ნუ მსგავსი საათი ლონდონშიც დგას, მაგრამ თბილისოს ნიჭი მაგას ვინ მისცა, თანაც ჩვენი საათი მრავალდროების მოწამეა და სულაც არ არის უტყვი.

ყვავილების საათიც გვაქვს, ნატოში ან მაგაზე უკეთესში შესვლა რომ არ დაგვაგვიანდეს. ნუ მართალია დროს ვერავინ ვერ ხვდება მაგრამ ხომ გვაქვს?!

ეს ის ქვეყანაა სადაც ჰარმონიულად ცხოვრობს ზოოპარკში ძაღლი და სოფელში მგელი.

ჩვენ გვაქვს ისიც, გმირთა მოედანზე რაღაც ფერცვლადი ნივთი, ჰაერში უიმედოთ ატყორცნილი რაღაცას თუ ვიღაცას რო უნათებს. არა არა ალექსანდრიის შუქურა მიქარვა იყო რა მიშას შუქურასთან, თანაც ვერაფერს იტყვი მუდმივად ზესვლაშია, მდგრადად ვითარდება.

კიდევ მარტო ჩვენთან, საქართველოში უხარიათ ნებისმიერი უცხოელის დანახვა, ინგლისურის დახვეწის ამბავში და თუ ეს ანგელოზი რამეს იკითხავს ყბის ძვალს ამოვიგდებთ და ინგლისურად ვუპასუხებთ (ყოველმხრივ ერუდირებულები რომ ვართ აღარ ავღნიშნავ ეს ისედაც ცხადია)

ხოოო მხოლოდ საქართველოში უხარიათ კარგად წაგება – წაგებაცაა და წაგებაც, გენაცვალე.

თუ კიდევ არ გჯერათ ჩვენი ქვეყნის შეუდარებლობის მაშინ ვეცდები პარალელები გავავლო:

-თუ იტალიაში ვენეცია აქვთ ბატონო?! ჩვენ გვაქვს ფოთი (რამ გაყო ფოთი და ვენეცია?!);

-თუ პარიზში ეიფელი აქვთ?! ჩვენ გვაქვს  ანძა (ეგკიარა დიდიხანია შევთანხმდით რომ ჯობია და საბოლოოდ ამოვწურეთ ეგ თემა);

-თუ  ვაშინგტონში თეთრი სახლი აქვთ ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ღადაობაა ამის აღნიშვნა.

-თუ  ნიუ-იორკიში თავისუფლების ქანდაკება აქვთ?! შვენ გვყავს ქართლის დედა კარგი მოქეიფე და დამრტყმელი ქალია.

ჩვენ მეორე დედაც გვყავს! არაღიარებული კიდევაც დაიზრდებიან ჰქვია, ოღონდ ეს დედა ცოტა ზარმაცია და თავის ხმალს ბავშვებს ათრევინებს.

დამიჯერეთ ქართველებო მსგავსი ფორმის და ზედსახელის მქონე ხიდს ვერსად ვერ ნახავთ! ზედსახელის განსაკუთრებით !!!

მოკლედ ქართველებო მე მჯერა თქვენი გამჭრიახობის…

Advertisements

4 comments on “გაუღიმე შენ ქვეყანას, ის უკვე გიღიმის

  1. ანი მოხვიხიბლე თქვენი ვოკალით და გონის შესაძლებლობებით…. ისე მომეწონა რომ ზემოდანაც წავიკითხე და ქვემოდანაც… ორივე მხრიდან რაგაცას სწავლობ ახალს უფრო იგებ და მეტად გიყვარდება მომღიმარი სამშობლო… როგორც ერთმა თინეიჯერმა წარმოთქვა ძალიან თამამად ეს უძალიანმაგრესია…

  2. გამოხმაურება: გაუღიმე შენ ქვეყანას, ის უკვე გიღიმის

  3. ჩვენ მეორე დედაც გვყავს! არაღიარებული კიდევაც დაიზრდებიან ჰქვია, ოღონდ ეს დედა ცოტა ზარმაცია და თავის ხმალს ბავშვებს ათრევინებს. :):)::):
    მე მომეწონაააააააააააა…

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s