პროსტიტუციის ლეგალიზება

მეძავობა, თუ გნებავთ ბოზობა უძველესი პროფესიააო, ამბობენ. არასოდეს დავინტერესებულვარ ამ საკითხით ღრმად, მაგრამ ამას წინათ საღამოს საათებში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მოვხვდი, იმის მერე ვერ ვიცილებ თავიდან იმ ქალებზე ფიქრს. 15 წუთში არც ერთი აღარ იდგა. ასე რომ, უძველესი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა როა, ეგ ფაქტია.

ხოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მივხვდი, რატომ უნდა უშვებდეს სახელმწიფო შანსს, დამატებითი ფული შეიტანოს ბიუჯეტში პროსტიტუციის ლეგალიზებით?!  ყველა მხრივ დადებითი იქნება, თუ ეს მოხდება. ადამიანები, ვინც სექსში ფულს იღებენ, სულ არსებობდნენ და იარსებებს კიდეც, რამდენიც არ უნდა ებრძოლო, ვერაფერს მოუხერხებ, რადგან მოთხოვნა როცა არსებობს, შესაბამისად მიწოდებაც იქნება, ასეა ბაზარი მოწყობილი.

მოხდეს ლეგალიზება, გაიხსნას ბორდელები თუ რა ვიცი, რა ერქმევა. ეცოდინება ყველას, რომ არსებობს. მოუნდება ადამიანს ქალში/კაცში ფულის გადახდა, ადგება, წავა, მივა ადგილზე, სადაც სისუფთავეა, ეცოდინება, რომ რამე უბედურებას არ აიკიდებს, ექნება სექსი, გადაიხდის ფულს და წავა სახლში, ან სადმე სხვაგან. ბიუჯეტიც შეივსება, იმ საცოდავ ქალებსაც ნაკლები შეურაცხოფა და ცემა-ტყეპვა მოუწევთ. რით არის ცუდი? ვფიქრობ და ფაქტურად უარყოფით მხარეს ვერ ვუძებნი. ბოზობა მოიმატაბს? არა მგონია, ლეგალიზების ხათრით არც სირულს დაიწყებს მანდ ვინმე და არც გაბოზდება.

ოო, არაპოპულარული კი იქნება ეგ ნებისმიერი მთავრობის მხრიდან, თუმცა ბევრის გულსაც მოიგებენ. მმკ და სხვებიც აღშფოთდებიან და ქალებიც ბევრს იყვირებენ, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა გაჩუმდება. ბოლოს და ბოლოს ის ბოზიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და იმასაც აქვს უფლებები.

ერთია, გადასახადის გადახდა მათაც არ მოუნდება. თუმცა, მომსახურების ფასები უნდა გაიზარდოს, თავისთვად.

ვიღაცა იტყვის ალბათ, მაშინ ნარკოტიკების ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს, ეგეც ფულია ბიუჯეტისთვისო. არ ვიცი, თავისი პლიუსები ალბათ მაგასაც აქვს, მაგრამ ნარკოტიკები, ლეგალიზებული თუ არალეგალიზებული, სიცოცხლისთვის საშიშია. ხოლო ლეგალიზებული სექსი სწორედ იმიტომ უნდა არსებებდეს, რომ სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს.

ნუ, ეს რომ ტურიზმისთვის მხოლოდ პლიუსი იქნება, ეგ თავისთავად. თუმცა სექს-ტურიზმის განვითარების მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები არა მგონია არსებობდეს და არც ვაპირებ ამ თემაზე წერას.

უბრალოდ, მართლა მგონია, რომ ლეგალიზებულ პროსტიტუციას მხოლოდ დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

Advertisements

11 comments on “პროსტიტუციის ლეგალიზება

  1. gamoricxulia kidev imitom rom is qalebi romlebic prostituciitaa dakavebuli,imalebian da vitomda chumad aketeben am yvelapers,simartle gitxra bevrs vicnob egets da mis natesavebs azratac ar mouvat tu isini aset rames aketeben.amitom vitrinebshi ar dadgebian da gamis klubebshi ar imushaveben.da tu ici remeli kodeqsis tanaxmad aris akrdzaluli prostitucia?minda wavikitxo

    • ლეგალიზაცია ძალიან შორეული პერსპექტივაა და ასე მარტივად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ეს პოსტაი უფრო ახნაა თუ რატო იქნებოდა კარგი.

      მუხლი 1723. პროსტიტუცია
      პროსტიტუცია, –
      გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ
      მინიმალურ ოდენობამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის
      დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
      გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ
      ოდენობამდე.
      შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან
      ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის
      სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე
      დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს
      ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით
      ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. (28.04.2006. N2952)

      აი ეს ვიპოვე ინტერნეტში.

  2. მომეწონა თქვენი ბლოგი, მაგრამ ვერ ვხდები რა ფორმატში წერთ ეკონომიკასთან მიმართებით. პროსტიტუციის ლეგალიზაცია როგორც წესი შესაბამისი ნორმატიული აქტით უნდა მოხდეს რომელიც არანაირად არ შედის ეკონომიკის სფეროში ეს უფრო სამართლის თემაა. 🙂 იმედია სწორად გამიგებთ…

    • ეკონომიკაში ამ პოსტის მოხვედრა განაპირობა შესაძლო ეკონომიკურმა შედეგებმა, რაც შეიძლება მოყვეს ლეგალიზაციას… ეს სფერო სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკას კარგ შემოსავალს აძლევს 🙂
      დიდი მადლობა რომ კითხულობთ:)

  3. მეც მომწონს ეგ იდეა… ანდრო მაგას “ხოხ რა ხარ გენაცვალე” კი არა, “ხოხ რა ხარ ვინცხა ხარ” ერქვა….

  4. საქართველოსთვის ეგ კიდევ ერთი ფუფუნება იქნება, რომელსაც ასრულება კიდევ დიდი ხანია არ უწერია. თუმცა, პერმანენტული ნეგატივიზმით არა მხლოდ გვიან, საერთოდ არ ასრულდება, ამიტომ: ვისაუბროთ, ბევრი ვისაუბროთ ამ და მსგავს თემებზე და გალღვება გაყინული ტვინები, ადამინი ბუნებით პრგრესისკენ ისწრაფვის, წვეთი ქვას ხვრეტს, არა ძალით, არამედ ხშირი დაცემით.
    მე ნაკროტიკების ლეგალიზების, მომხრეც გახლავართ, მაგრამ ეგ უფრო შორეული ვარსკვლავია….

  5. იუმორინაში იყო მგონი ადრე ხუმრობა “ხოხ რა ხარ გენაცვალე” ლეგალური პროსტიტუციის თაობაზე, თუმცა ხუმრობა იქეთ იყოს და მეც გეთანხმები ამ საკითხში:)))
    “ეცოდინება ყველას, რომ არსებობს. მოუნდება ადამიანს ქალში/კაცში ფულის გადახდა,” +1 რომ ბალანსი დაიცავი, ქალი/კაცი:დ:დ:დ:დ

  6. ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მე მგონია რო მაგას განხორციელება არ უწერია, კიდე რამდენიმე ათეული წელი, ხელის შემშლელი ფაქტორები:
    1. ეკლესია
    2. ქალიშვილობის ინსტიტუტი (რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მაინც არის და იქნება გურჯისტანში)
    3. ქართველის ამპარტავანი ბუნება არ დაუშვებს, რომ ჰოლანდიის დონეზე ‘დავიდეს’
    4. როცა ყველაფერი დამალულია და თვალში ნაცარს იყრიან და სიყალბეში ცხოვრობენ უფრო უადვილდებათ..

    რაც პოსტშია ჩამოყალიბებული ვეთანხები ყველაფერს (სუნ)

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s