რა ”სარგებლობა” მოაქვს სკოლას

საშუალო მონაცემების სკოლას საქართველოში, ისეთს, როგორიც არის უმრავლესობა (ყოველ შემთხვევაში, 4 წლის წინ იყო), თავისუფლად შეუძლია მოზარდის ფსიქიკის თუ არა, აზროვნების დამახინჯება მაინც!

წლების განმავლობაში მიყვარდა სკოლა.  მერე შემზიზღდა. მალე 4 წელი გავა, ერთხელაც კი არ მომნატრებია. მაგ 11 წლიდან  უდიდესი ნაწილი დაკარგული მაქვს და არაფერი მისწავლია.

საშუალო ქართულ საჯარო სკოლაში, თითოეულ კლასში არის 40მდე მოსწავლე, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრია. არ შეიძლება ამდენ ინდივიდთან მუშაობა, როცა ასაკი ძალიან რთულია და აზროვნება ჯერ ჩამოუყალიბებელი. (თორე ლექციებზე 100 კაცი ცოტა მეჩვენება ზოგჯერ).

როგორც წესი, მასწავლებლებს ჰყავთ საყვარელი მოსწავლეები, რომლებიც ბეჯითები არიან და დანარჩენებს არაფრად აგდებენ. არადა, სწორედ ზარმაც და ცუდ მოსწავლეს უნდა მიდგომა და დაინტერესება, თუ კარგი პედაგოგი ხარ.

წლები გადის, ხოლო სწავლების მეთოდები არ იცვლება. ვერ შეიგნეს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ნაციონალისტური ფრაზები, რაც მაშინ ალბათ აუცილებელიც იყო, ახლა დამღუპველი შედეგის მომტანად შეიძლება იქცეს.  ვერ გაიგეს, ვინ უნდათ, რომ გაზარდონ, ნაცისტი?!

ხო, ლოგიკურად და საერთოდ აზროვნება.  ეს ის ძირითადია, რაც სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს, თორე ლოგარითმები ან რომელიმე კონკრეტული ავტორის კონკრეტული ლექსის დაზეპირება სულაც არ უნდა იყოს თვითმიზანი.  არადა, სკოლის პედაგოგთა უდიდეს ნაწილს არ უყვარს მოაზროვნე ბავშვები. არ უყვართ საპირისპირო აზრის მოსმენა და საერთოდ, აზრის მოსმენა. აზრები,ალბათ მარტო კლასიკოსებს უნდა ჰქონდეთ.

წლების განმავლობაში არ იცვლება ე.წ ,,თავისუფალი თემები”. ხომ არ შეიძლება მეხუთე კლასშიც გაზაფხული ადიდებინო ბავშვს და მეათეშიც?! გაზაფხული, სამშობლო, მთა-ბარი… რა  მნიშვნელობა აქვს! მთავარია, რამე ადიდებინო.

სკოლებში ყველაზე მეტად მაინც იმის ნაკლებობაა, რომ მოსწავლე, როგორც თანასწორი, ისე აღიქვან. არაფერს ვამბობ ბავშვების ცემაზე, რაც განათლების სისტემის ნაკლი კი არა, ცალსახად დანაშაულია.

ეეჰ, არადა, რა წლები დავკარგე არაფრის კეთებაში. თან, რაც ყველაზე ცუდია, ნახევარი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სწორად მიმაჩნდა მაშინ.

პოსტი, რა თქმა უნდა , ზოგადია და არ შეიძლება ერთნაირად ეხებოდეს ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს.

პ.ს. თუ თქვენ ისეთ სკოლაში სწავლობდით, სადაც არაფერი ხდებოდა ისე, როგორც მე დავწერე, გილოცავთ და ცოტა მშურს კიდეც თქვენი.

 


Advertisements

10 comments on “რა ”სარგებლობა” მოაქვს სკოლას

  1. შეიძლება ითქვას რომ დღეს უარესადაა საქმე..მართალია ბავშვის ცემა დიდი ხანია არ გამიგია,მაგრამ რაც შეეხება ბეჯით მოსწავლეებს და ა.შ. ყველა სკოლაში ასე იქნება სანამ მასწავლებლობის (და არა მარტო თავისი საგნის) მცოდნე მასწავლებლებს არ აიყვანენ სამუშაოზე,რაც დღეს იშვიათია..

  2. გამოხმაურება: რა ”სარგებლობა” მოაქვს სკოლას

  3. kidev erti shavis samyarlos zegavlenis qvesh gazrdilni banvshvebi , ragac gansxavebuli individebi , sxva azrebi sxva gagebit, da sxva ocnebebit , es psiqologiuri cnexi romelic am yvelapers moakvs icvevs individis gaucxoebas samayostan da bolos , aranairi stimuli imedi da ravi albat cxovrebac chemze adre bezrdebat 🙂
    esetebiv iyvnen chventa ho ?

    • გიორგი :)) ჩვენთან ბევრნაირები იყვნენ 🙂 მაგ ყველაფრის აღწერას ერთი პოსტი არ ეყოფა 🙂
      ეს პოსტი ზოგადია უფრო, თუმცა, ჩვენი სკოლის გავლენითაა მაინც დაწერილი, თავისთავად 🙂

  4. საგოლ თამარ :*:*:* ისე შეგიძლია გშურდეს ჩემი, მე ოდნავ უკეთეს სიტუაცუაში აღვიძარდე :დ:დ:დ:
    ისე დავაზუსტოთ რა, შენი ისტორიის და ქართულის მასწავლებლები კაცები იყვნენ თუ ქალები?

    • არა თეო, შენ არ სწავლობდი ისეთ სკოლაში, რომ მშურდეს 🙂 და ჩემი კრიტერიუმებით, ჩვენი, ორივეს სკოლა ერთ ქვაბშია მოსახარში :დ ❤

  5. განსხვავებულ ბავშვებზე ჩემი კლასი გამახსენდა 😦 ერთი ბიჭი გვყავდა,რომელსაც უმეტესად სხვა აზრი ჰქონდა კლასში განხილულ თემებზე და ჩვენც, როგორც “კარგად და თავისუფლად” აღზრდილი ბავშვები, ვთვლიდით, რომ “სტრანნი” იყო :)) და გვერდიდან ვუვლიდით ხშირად, ამას ნუ ეკითხებით, მაინც რაღაც სისულელეს იტყვისო – ვამბობდით. არადა, თვისუფალი აზროვნების ბავშვი იყო, რასაც მხოლოდ ახლა ვხვდები მე და იმედი მაქვს, სხვა ჩემი კლასელებიც :))
    კარგი იქნებოდა, მისნაირი თავისუფალი ბავშვები გამოდიოდნენ (და ჩვენც გამოვსულიყავით) სკოლიდან 🙂

  6. სკოლაში მე პირადად ბევრი არაფეი მისწავლია :ს განსაკუთრებით უცხო ენებზე შეიძლება ითქვას ეს. მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ ერთ ერთ ყველაზე ცუდ სკოლაში ვსწავლობდი და რავიცი, ალბათ გამონაკლისებიც არსებობენ :დ

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s