უნარ და უფლება შეზღუდულები

გეძღვნება შენ

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. თუ გინდათ ინვალიდი. არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ იმუნიტეტი მაქვს უკვე-აღარ ვრეაგირებ.

მოკლედ, მე შესაძლებლობები მაქვს შეზღუდული-გარდა იმისა, რომ საკუთარი ფეხით ვერ დავდივარ, განათლების უფლებაც მეზღუდება, გართობისაც, ქუჩაში გადაადგილებისაც.

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. სკოლის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შესაძლებლობები შემეზღუდა და სახლში დავჯექი. ახლაც ძალიან ცოტა ადამიანი დადის ეტლით სასწავლებელში (ალბათ), 6 წლის უკან ეგეთების ჩამოთვლას ცალი ხელის თითები ეყოფოდა. ასე რომ, მე განათლების მიღების უფლება შეზღუდული პიროვნებაც ვარ.

თავიდან რამდენიმე წელი სახლში ვიჯექი. მერე დავიწყე გარეთ გამოსვლა. ახლა როცა სადმე წასვლა მინდა სამმაგი მეხარჯება, ვიდრე თქვენ. მე ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, ეგ კი არა და ზოგჯერ ტაქსისტებიც შიშით მიყურებენ და არ მიჩერებენ. მე საზოგადოებრივ ტრანსპორტ შეზღუდული ვარ.

ქუჩაში ისე მიყურებენ, თითქოს საშიში ვიყო. ან უცხო. ახლა შევეჩვიე, თავიდან გარეთ გასვლა მეზიზღებოდა. ადამიანებს ვეცოდები. მე კი არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. მე ადამიანური ურთიერთობები მაქვს შეზღუდული. და, რაღა თქმა უნდა, რომ სიყვარულის უფლებაც-ეტლი აქაც ძალიან დიდი ბარიერია.

მე დასვენების უფლება მაქვს შეზღუდული. ზღვაზე ძალიან ჭირს სახლის პოვნა. ბინა, რა თქმა უნდა იყოს, დაბალ სართულზე უნდა იყოს, ეტლით რომ შევიდე. სპეციალური ასასვლელები ქობულეთში კი არა თბილისშიც არ არის. არც დიასახლისებს უნდათ მდგმური, რომლის დანახვაც დამსვენებლებს განწყობას გაუფუჭებს (მათივე ფრაზა).

საბედნიეროდ, თუ იპოვი ბინას კარგი ადამიანებით, საღამოობით კაფეში მაინც წააწყდები გაოცებულ მზერას, როცა ცეკვა გადაწყვეტ. არავის წარმოუდგენია, თუ შეიძლება მხიარული და ბედნიერი იყო მაშინაც, როცა ეტლში ზიხარ. ასე რომ, მე გართობის უფლებაც შეზღუდული მაქვს.

მე ჩემს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს მარტო მაშინ ვახსენდები, როცა რაიმე დღესასწაული მოდის და ეს ძალიან გავს მოწყალებას. ზოგჯერ დაცინვასაც.

როცა ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ნორმალური ცხოვრება მინდა, უკრაინა მახსენდება, სადაც რეაბილიტაციის კურსებს გავდივარ ხოლმე. იქ არ მაქვს შესაძლებლობები შეზღუდული და ვგრძნობ რამხელა სიამოვნებაა, თუნდაც ელემანტარულად მაღაზიებში დამოუკიდებლად გავლა.

როცა უკრაინის გახსენებაც არ მშველის, ის მახსენდება, რომ მე შესაძლებლობები დროებით მაქვს შეზღუდული და ოდესმე (კი არა და მალე!) აუცილებლად გავივლი, მაგრამ ვინც იცის, რომ ვერ გაივლის?! ან ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ან რაიმე სხვა?!

მე არ მინდა სიბრალული. მე არ მინდა ადგილის დათმობა ბანკის რიგში, ან სადმე სხვაგან. მე დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა. მე მყოფნის ის, რისი შესაძლებლობაც ისედაც შეზღუდული მაქვს. დამიბრუნეთ განათლების, გართობის, გადაადგილების, მუშაობის, ადამიანური ურთიერთობის უფლებები!

ჩვენ გვინდა სიცოცხლის შესაძლებლობაც არ შეგვეზღუდოს!

Advertisements

17 comments on “უნარ და უფლება შეზღუდულები

  1. რაღა უნდა დავამატო,
    ერთი მახსენდება, სულ გული მიწუხეს, ვითომ ინფორმაციულობის გაზრდის და საზოგადოების აღზრდისთვის (სინამდვილეში კი გულისამაჩუყებელი ისტორიის უკეთესად გაყიდვისთვის) შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს რომ მოიწვწვწნ გადაცემებში, ტრაგიკული ხმით ესაუბრებიანმ ტრაგიკულ მუსიკას ადებენ.
    ხომ შეიძლება ერთხელ ისე მოიწვიონ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ოპტიმისტურად ელაპარაკონ და მუსიკად ოპტიმისტური დაადონ? ამით სხვა – ჩვეულებრივებს და შშმ-ებს სტიმული და იმედი მიეცემათ, კი არ შეეცოდებათ ან გაღიზიანდებიან.

  2. taam, amdeni xania gicnob da arc ki vicodi tu blogi gqonda da ase kargad werdi…kitxva daviwte da verc movedi azrze rogor gavedi boloshi..:) piradad chemtvis wera augebeli cixe-simagrea…. sxva ra metqmis… YOCHAG da ase gaagrdzele….

  3. ძალიან კარგად წერ თამ, მიხარია რომ გიცნობ,მიხარია რომ ხარ ისეთი…როგორიც უნდა იყო და მიხარია, ის, რომ ვიცი ეს…მიხარიამ რომ გტკივა ის, რაც უნდა გტკიოდეს და გიხარია ის,რაც უნდა გიხაროდეს და რომ შეგიძლია ამის ჩემამდე(ჩვენამდე)მოტანა.მიყვარხარ…

  4. სანამ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება არ შეიცვლება, სიბრალულს გამოიწვევ და ცოტა შიშსაც. სამწუხაროდ ასეა. დროა გარემო ადაპტირედეს და მოერგოს იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ეტლი და ა.შ. ეს ყველაფერი პირობითია. არავინ იცის ხვალ ვის რა ელოდება, ამიტომ ჯობია დღეს ვიფიქროთ ხვალინდელზე. კარგი იქნება, თუ ჯერ მარტივ ნაბიჯებს გადავდგამთ, პანდუსი შენობებს, ავტობუსებს…. ეს ხელს შეუწყობს განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანებს გარეთ გამოვიდნენ და საზოგადოებაში ინტეგრირდნენ. თუმცა სრულ ინტეგრაციას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

  5. ძვირფასო თამუნა!

    კიდევ კარგი, რომ ინტერნეტი მაინც არ გვზღუდავს, ბოლო ხანებში ლამის ყოველდღე ვკითხულობ მსგავს ისტორიებს. მსგავსს იმით, რომ ყველა მათგანი თქვენი ჩანაწერივით სულისშემძვრელია.

    სასტიკია ჩვენი “ქრისტიანი” საზოგადოება, გზა-კვალ არეული და ამპარტავანი.
    თქვენ კი, სულ მცირე, საღი გონება და აზრის ლამაზად გადმოცემის უნარი გაქვთ მომადლებული – ყველაფერი კარგად იქნება, მალე შეძლებთ გავლას და ყველა “ჩამორჩენის” ანაზღაურებას!

    • პირველ რიგში, დიდი მადლობა წაკითხვისთვის და მოწონებისთვის.

      ეს პოსტი პირადად ჩემს თავზე არ არის, პირველი პირი აღებული მაქვს იმიტომ, რომ მკითხველმა პრობლემა უფრო რეალურად დაინახოს და გაითავისოს, რომ ეს მარტო მათ არ ეხებათ, ვისაც უშუალოდ აქვს შეზღუდული შესაძლებლობები და უფლებები, არამედ უკვლებლივ ყველა ჩვენგანს.
      ჩემთვის ეს თემა იმდენად მწვავედ დგას, რომ პირველ პირში დავწერე.
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

  6. duu.. eg yvelaze mnishvnelovani temaa chemtvis.. da yvelaze metad chemia.. dzalian didi madloba 🙂 bevri ver gaigebs am blogshi chadebul yvela im sityas,emocias sworad(an sheecodebat an sheebralebat..).. magram me da shen xom vicit aq ra problemazea gamaxvilebuli yuradgeba.. 🙂 gilocav.. shens warmatebas.. :)) dzalian miyvarxar..

  7. მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს უნარები და უფლებები შეზღუდული, შენ წარმოიდგინე ყვალაზე ძლიერ სპორტსმენს, ან ყველაზე გენიოსსაც კი….ასე, რომ შენ კი არა საზოგადოებამ უნდა ინაღვლოს მაგაზე-ასეთი რომ არის!!!
    ძალიან ორიგინალურად გადმოსცემ სათქმელს, ამით ხომ სჯობიხარ ბევრს….?!

  8. mixaria rom cer am temaze!
    sruliad getanxmebi kvelafershi, dzalian bevri probelmaa rommlis mogvareba arc ise rtulia, mgram ratomgc iniciativ ar chans!

    tavad me ar vici garemos shecvlis mxriv ra unda gavaketo rom cota mainc gamovasworo saqme am mxriv. tavad adamianebtan ki vmushaob da vfiqrob rom chem samushaos shedegic aqvs da mnishvnelobac.

  9. ძალიან მაგარია, ვისაც აქამდე უფიქრია ან არ უფიქრია ამ პრობლემაზე, შენი წყალობით კიდევ ერთხელ დაფიქრდება და ეს ძალიან კარგია :*:*:*

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s