მადლობა, მაგრამ არც ისე დებილები ვართ

ჯერ კიდევ გასულ წელს გვითხრეს ხოფერიას ,,აუდიტორიაში” დაუნი თაობა ხართო. შემდეგ იგივე ,,სპეციალურმა რეპორტაჟმა” შეგვახსენა რამდენიმე თვის წინ, რაღა თქვენ და რაღა ის თხუნელა, თავზე რო უქნეს, სამკუთხედის გვერდები ვერ დაგითვლიათ სტუდენტებსო. ხოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავაკეთეთ გამოკითხვა, მეტ-ნაკლებად ობიექტური შედეგის მისაღებად.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ჭკვიანი თაობა ვართ, თუმცა არც პირიქით. საერთოდაც, არ არსებობს დებილი ან გენიოსი თაობა, არსებებენ მხოლოდ ცალკეული ადამიანები.

ეს გამოკითხვა, პირველ რიგში, ჩემივე თაობის იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ მართლაც დაუნები ვართ, უბალოდ თვითონაა ,,ბედნიერი გამონაკლისი”.

სტუდენტები გამოვკითხეთ შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ილიას უნივერსიტეტი, თსუ, სდასუ, საქართველოს უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი.

სდასუ საოცრებაა, არ ვიცი კარგი თუ ცუდი გაგებით.  დაცვამ შენობაში შეგვიშვა, მაგრამ წინასწარვე გვითხრა, ახლა ლექციებია და ვერავის იპოვითო. ჩვენ ვიფიქრეთ, ერთი სტუდენტი როგორ არ იქნება, ან ბუფეტში, ან სადმე დერეფანში, მაგრამ მართლაც, ისეთი სიწყნარე იყო, სარკოფაგში გვეგონა თავი, ჩურჩულით ვსაუბრობდით. ნახავთ კიდეც, სტუდენტებიც ისე გველაპარაკებიან, ხმადაბლა. ჩემს უნივერსიტეტში ლექციების დროსაც ხმაურია და ალბათ მაგიტომ გამიკვირდა.

ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე თემაა საერთოდ. ყველაზე მეტად იქ გაგვიჭირდა სტუდენტების დათანხმება გადაღებაზე. ერთი საყვარელი, უწყინარი შესახედაობის გოგო გავაჩერეთ და ავუხსენით, რა სახის გამოკითხვას ვატარებდით. არ დაგვთანხმდა. ვეუბნები, გეპეის სტუდენტებს, როგორც წესი, ყველაზე მეტს ლანძღავენ და მოდი დავუმტკიცოთ, რომ არაა სწორი მეთქი და უცებ ეს კაფანდარა გოგო აგრესიულად მპასუხობს: მე ცხოვრებაში არავის არაფერს ვუმტკიცებ, გაიგეეე?! მეთქი, ქურდულს აწვები, დაიკო? ვერ ვპატიობ თავს, რომ ეგ არ გადავიღე, მაგრამ ალბათ კამერას გადამამტვრევდა თავზე, ან ქურდებთან მაინც ამიყვანდა.

მეორე გოგომ გვითხრა, რა შენ ეჭვი გეპარება, რომ დებილი თაობა ვართო?! აი, სწორედ ეგ იყო, ,,ბედნიერ გამონაკლისად” რომ მიაჩნია თავი. ჩემს ჯგუფში ყველა დებილიაო. შენ ხო ჭკვიანი ხარ და ბარემ შენ გკითხავ-მეთქი, ვერ დავითანხმე.

აი, მე პირადად ყველაზე მეტად ეგეთები მაღიზიანებს, ვიღაცამ შეიძლება არ იცის რომელ კონტინენტზე მდებარეობს ავსტრალია და არც გამოიდებს თავს ცოდნაზე, მაგისთანებს კი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონიათ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში,  პასუხების უმეტესობა სწორი იყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ეშლებოდათ, რამდენი ზღვაა საქართველოში და ავსტალიის მდებარეობა.

ვიდეოში ვერ მოხვდა რამოდენიმე სტუდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხმა საერთოდ არ ისმოდა. თუმცა მათი პასუხები საერთო სურათს არ ცვლის. ვიდეო პირველია და ხარისხი გვაპატიეთ. 🙂

პ.ს. კამერისთვის მადლობა ლიტერატორს.

Advertisements

22 comments on “მადლობა, მაგრამ არც ისე დებილები ვართ

  1. გამოხმაურება: მადლობა, მაგრამ არც ისე დებილები ვართ

  2. გამოხმაურება: არამოდელირებული თაობა და “გადაპრანჭული” ბლოგერები

  3. კარგით ეგ გასაგებია რომ ზოგიერთი კითხვა არასწორად იყო დასმული მარა იმაზე რას იტყვით რომ კითხეს ,,სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვსო და მასე ღრმად არ ვარ გათვითცნობიერებული მათემატიკაშიო”……ეს რომელ ფსიქოლოგიას მიეწერებააა?? მარა ერთიცაა რომ ყველა ერთნაირი სულელი არაა და რომ ჩვენ იმაზე მეტი შეგვილია ვიდრე ვაკეთებთ…….

  4. დაგინახეთ ჩვენთან, სტუ-ში, ინტერვიუს რომ წერდით. საწყენია რომ ” გასუდარსტვენი პრიუტ იდიოტავ” კიდევ დიდხანს შეგვრჩება. კარგ საქმეს აკეთებთ, წარმატებებს გისურვებთ! თქვენ თვითონ რომელი უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ?

  5. sapirispiros damtkicebis mcdeloba ukve imas nishnavs, rom cdilobt:)))… ise vigac chkvians aqvs natqvami: universitetshi qva rom daagdo isic ragacas iswavliso da ar ggoniat, rom auditoria arasworad shearchiet? nurc is “gaxmaurebuli” reportaji gagvagizianebs, imitom, rom cooooota metni xom ar arian isetebi da kidev uaresebi chvens garshemo?! ubralod chven tviton iset xalxtan gvaqvs urtiertoba, rogorebic tviton vart da romlebmac 2X2 mainc ician, ase rom… ise cota xshirad tu dainaxaven “isetebi”tavis tavs sheidzleba piriqit, uketesi shedegi mivigot:)))
    ise me pirvelad var am blogze da yvelas warmatebebs gisurvebt…:)

    • მადლობა კეთილის სურვილებისთვის, კიდევ გვეწვიეთ ხოლმე 🙂

      ეს არ იყო იმდენად საპირისპიროს დამტკიცების მცდელობა,ეს უფრო ობიექტურობის მცდელობა იყო. და კიდევ იმის გადამოწმებს, უნივერსიტეტში ქვა რომ დააგდო, ისიც თუ ისწავლის რაღაცას, სწორედ მაგიტომ იყო სწორეს ეს აუდიტორია შერჩეული :)))

  6. “ეჭვი გეპარება, რომ დებილი თაობა ვართო?!” “ჩემს ჯგუფში ყველა დებილიაო:–მმმ ამ ფრაზით თავის სიჭკვიანეს გაუსვა ხაზი?

  7. მამენტ უკვე გადაღეჭილი კითხვები იმ დიდი გადაცემის მერე ყველამ დაგუგლა და დაიზეპირა იქნება და ვინ მაჩერებს ქუჩაშიო :დ

    • სულ რაღაც 2 კითხვა იყო მსგავსი, უფრო სწორად მსგავსი ფორმულირებით მხოლოდ ერთი :))
      ასე რომ ყველა დებილი არ არის 🙂

    • მე არ ვეთანხმები იმ აზრს რომ კითხვები მსგავსი იყო, მაგალითად: იმედმა იკითხა რომელ წელს მეფობდა შოთა რუსთაველი? ჩვენ: ვინ მეფოდა შოთა რუსთაველის დროს?
      მე მგონია რომ საკმაოდ ბევრი განსხავებაა ამ კითხვებს შორის :))) ხოდა თუ დაგუგლეს და იპოვეს ეგ ნიშნავს რომ დებილები არ არიან ნამდვილად :))

  8. კარგია, რომ შეიწუხეთ თავი და ასპასუხო ვიდეო გააკეთეთ.
    თუმცა, ვფიქრობ მგავსი სტილის, მაგრამ სხვა შინაარსის კითხვები უნდა შეგერჩიათ. ანუ შოთა რუსთაველი, მსოფლიო ომები და გამსახურდია უკვე ძალიან გადაღეჭილი იყო, ვიდეოდან კი ჩანს რომ იმედის ცნობილი სიუჟეტი ყველას ნანახი აქვს. ამიტომ, შეიძლენა გითხრან, ეგ გადაცემიდან ისწავლესო 😀

    • ალბათ მართალი ხარ, თუმცა ჩვენ იმის ჩვენებაც გვინდოდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაუსვამ ადამიანს კითხვას. მოკლედ რომ ვთქვათ ამ გამოკითხვამ რისი თქმაც გვინდოდა გამოხატა, მადლობა შენიშვნისთვის :)))

  9. დიდი მადლობა კომენტარებისთვის ❤ ვიდეო მართლა ვერ გადავიღეთ კარგად, მაგრამ აუცილებლად უკეთესი იქნება მომდევნო :))

  10. ჩემი აზრით არ არსებობენ დებილი, დაუნი ან კიდევ ძალიან ჭკვიანი თაობები. მე მგონია რომ ამ სტატუსს უფრო ცალკეული ინდივიდები უნდა ატარებდნენ და არ შეიძლება რომ ამის გამო რომელიმე თაობას დაუნი ან განუვითარებელი ვუწოდოთ. იმ პიროვნებას, ვინც ეს აზრი ტელესივრცეში განაცხადა ჩემი საზრით არანაირი უფლება არა აქვს რაიმე კომენტარი გააკეთოს ქართულ თაობასთან დაკავშირებით. მაგ პიროვნებამ ისიც კი არ იცის თუ რას ნიშნავს ქართული სიტყვა “კავშირი”, როდესაც იგი ერთ-ერთ არხზე ინტერვიუს აძლევდა მან თავის და თავის მეუღლეს შორის კავშირის დამყარება შემდეგნარიად გადმოცა “გავიცანით თუ არა ერთმენეთი, მაშინვე ჩვენს შორის ლინკი დამყარდაო”. ასე რომ მე მგონია მაგ პიროვნების აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს.

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s