შეუცვლელი წიგნი?!

სკოლაში 5 წლის შევედი, მას მერე ვსწავლობ, მაგრამ თანდაყოლილ სიზარმაცეს ვერაფერი მოვუხერხე. თავიდან ეს თვისება კარგი მეგონა, ქართველი ხომ ზარმაცი და ნიჭიერია. ხოდა მეც თავს ვიწონებდი იმით, რომ სახლში მეცადინეობის გარეშეც შემეძლო მხოლოდ სკოლაში წაკითხულით მომეყოლა გაკვეთილი. პირველ კლასში კალიგრაფიისთვის ერთი და იგივე ასოს მაწერინებდნენ სპეციალური რვეულის ფურცელზე. მერე თანდათან სწავლა უფრო გართულდა და პიკს ვეფხისტყაოსანის ზეპირობასთან მიაღწია, რომელიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა და არ მიყვარდა.

ჩემდა სამწუხაროდ სიზარმაცემ წიგნებთანაც ვერ დამამეგობრა, პატარა როცა ვიყავი მინდოდა სხვას წაეკითხა ჩემთვის, როცა მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო უფრო გავბრაზდი. ბოლო დროს გარკვეული პროგრესები მაქვს, სავარაუდოდ გამოსწორების გზას ვადგავარ (იმდენი შენ რა გითხარი © ჩემი მეორე მხარე).

ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო, როცა ინტერნეტ კაფე ვიხილე და შესაბამისად კომპიუტერთან დავჯექი. მალევე მივხვდი რომ კაი რამე იყო და მგონი აღარც დავშორებივარ. ურთიერთობა დაიწყო თამაშებით, თუმცა მალე ინტერნეტზეც გადავერთე. ინტერნეტი თავიდან გასართობი საშუალება იყო, გაცნობა და ა.შ. ცოტა ხანში შეიძინა უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, სასწავლო მასალების მოძიება და კითხვა. მოკლედ რომ მივიდე სათქმელთან კომპიუტერმა უფრო დამაახლოვა კითხვასთან, აღარ მეზარებოდა დავალების გაკეთება, თემის წერა და ა.შ.

  • რა თქმა უნდა ეს მაგალითი ყველასთვის არ გამოდგება კითხვის შესაყვარებლად.

ძირითადად კომპიუტერის მინუსად მიიჩნევენ ბევრ ”საცდუნებლებს” რის გამოც ქსეროქსით მეცადინეობა ურჩევნია უმეტესობას, ხანდახან მეც, რადგან მაინც ”წიგნის თაობა” ვარ. თუმცა ფაქტი ერთია, თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონკურენციაში წიგნი დაიჩაგრება და დროის გარკვეული ეტაპის შემდეგ სამუზეუმო ნივთად იქცევა. ბევრი ამ პროცესში ტრაგედიას ხედავს, რაც ლოგიკურია, მაგრამ აღსანიშნავია ”წიგნის თაობას” არავინ არაფერს ართმევს და შუძლიათ კვლავ დატკბნენ წიგნის გადაფურცვლის ხმით, ხოლო მომავალ თაობაში მაგ ხმას სხვა ჩაანაცვლებს.

მოკლედ მოიმატებს თუ არა წიგნის კითხვა ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ძნელი სათქმელია. თუმცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ავტომატურად უკითხავობას უდრის გადამეტებულია. მაგალითად, ქინდლი იმდენად მოსახერხებელი ხელსაწყოა კითხვასაც მოანდომებს ადამიანს. :)

ეს ვიდეო დღეს მეგობარმა დამიდო Facebook-ზე და პოსტის მუზაა :)

ბევრი წიგნი ერთ ”ხელსაწყოში” :)

About these ads

14 comments on “შეუცვლელი წიგნი?!

  1. posti cavikitxe da chemi tavi davinaxe :D minda mivechvio kitxvas davicye 80000 kilometri cyalqvesh am cignis cakitxva ramodenime gverdi cavikitxe mivxvdi cignis shinaars ro rvafexaze werda avtori da tavi davanebe axla alqimikosi mirchies da iqneba mivechvio kitxvas :D (nu manamde maq inglisurad 1200 sityviani motxrobebi) rac sheexeba internets internetshi Search Engine Optimization (SEO) viswavle da 250 lari maq nashovni :D anu isteti araferi ar maq naswavli internetit :S

  2. namdvilad wignis chanacvlebaze ase uceb,saubari rtulia,tundac imitom tu ertxel mainc yofilxart im qveynebshi sadac eleqtronuli wignebi popularulia,iq bibliotekebshi xalxi uamravia da wigns ufro meti momxmarebeli yavs.cifrul teqnologias aqvs cudi mxarec,ekologia da tvalebtan dakavshirebuli ambebi,albad jamrtelobaze dzvirfasi mainc araferia.wigntan mushaobas mainc tavisi mugami aqvs.stattis avtors rogorc chans es mugami ar ganucdia,amitomac cota subieqturi mechvena misi shexeduleba.tumca ar aris didi dro iset teqnologiebis cxovrebiseul praqtikashi shemosvla rogormelic tvals zians ar moutans,tundac igive OLED teqnologia,romelsac NASA 70-iani wlebidan iyenebs,xolo industriashi pirvelad SONY-m 2007 wels chado.da dges dgeobit ukve mravali brendi awarmoebs.magram wigns,tu ganvixilavt marto rogorc furcels ra tqma unda cota rtuli sheidzleba gvechvenos,wignshi damwerloba devs,damwerloba iseti ramea romelitac galaktioni da pushkini,ravi sxva uamravi cnobili tu ara cnobili poeti tu prozaikosi gamis gijur muzas debdnen furcelze,dawerdnen xevdnen,jgabnidnen da sabolood ukvdav shedevrs qmnidnen.roca wer,kalmit pastit.furcelze tu kedelze,es im sheukavebeli muzis mowolaa roca unda swrafad mashinatve dawero,im mdgomareobashi sadac xar.es wignis romantiuli mxare.cifrul teqnologiebs deni chirdeba,tu xar mkvlevari xar.tveobit lashqrobashi.iq damwerloba da wigni sheucvlelia.cifruls sxva nervebi chirdeba roca wigns mainc taviseburi aura aqvs.mokled siaxleebi kargia.adekvaturebi unda viyot mis atvisebashi,magram wigns mainc sxva mugami aqvs ::))))

    • რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ :) ალბათ თქვენც, რადგან წიგნის მსგავსი აღწერა ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ გადაჭარბებულია, მაგალთად ჩემთვის :) მე არ ვამტკიცებ რომ ხვალ გავიღვიძებთ და წიგნი არ იქნება, მე ვამბობ რომ ეს აუცილებლად მოხდება და ახლაც კი შეიმჩნევა პრეცენდენტები და საერთოდ ამ თემაზე დავა არაა საჭირო თუ ადამიანს კითხვა უნდა რამეს მოახერხებს, თუ არადა ვერც ქინდლი უშველის და ვერც წიგნი :)

  3. რა გემო, ქაღალდია ხალხო :) ინდივიდუალურია, მე მონიტორიდანაც ვკითხულობ უპრობლემოდ, მაგრამ ბევრს თვალები, თავი ან სხვა რამე სტკივდება. კინდლი კი არის ქაღალდივით, მაგრამ ფსიქოლოგიური ბარიერის გამო ამბობენ უარს.

  4. წარმოიდგინე როგორ განვითარებულია ტექნოლოგიები აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში , სადაც ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ესა თუ ის სიახლე. მაგრამ უნდა ნახო რა დონის წიგნის მაღაზიები აქვთ (არც დაგვესიზმრება აქ და კაი ხანს რომ არ გვექნება ისეთი), რა ბიბლიოთეკები, შაბათ-კვირა პარკებში და სკვერებში ხალხი ზის წიგნით და არა კინდლით ხელში. ყოველ წელს უამრავი ბესტსელერი . . . რა ვიცი უამრავი მაგალითი შემიძლია ვთქვა რომ კინდლს და კომპს წიგნი არ ჩაუნაცვლებია, ეს არის უბრალოდ ალტერნატივა უფრო სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურისთვის, ვიდრე მხატვრული ლიტერატურსთვის ჩემი აზრით და ასეც არის ალბათ უფრო.

    • რა თქმა უნდა არ ჩაუნაცვლებია, რადგან ჯერ კიდევ არ არის შექმნილი ის რაღაც რაც საბოლოოდ გახდება ალტერნატივა. ვიცი ჩვენთვის რთულია წარმოვიდგინოთ წიგნის ასე ერთბაშად გადაგდება, თუმცა აუცილებლად რომ მოხდება დარწმუნებული ვარ. ადამიანი რომელიც აი ახლა იბადება მისთვის წიგნი წარსულია :):):)

  5. მოკლე და კარგი წასიკითხი პოსტია, და სწორი აქცენტებიც არის გაკეთებული :)))
    ხო რაც შეეხება კინდლს, საოცრად მაღიზიანებს და მაგას ისევ ლეპტოპის ეკრანზე წაკითხვა მირჩევნია ან აიპედზე
    კინდლის პრობლემა ფერებია :) ანატომიის ატლასი და შავ-თეთრი ? ტეხავს :)

    • მადლობა :))) რაც შეეხება წიგნის ალტერნატივებს გეთანხმები ჯერ არ შექმნილა ისეთი ხელსაწყო რომელიც საუკეთესო იქნება საკითხავად, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მალე აუცილებლად გაჩნდება :)

  6. “იმდენი შენ რა გითხარი © ჩემი მეორე მხარე” =)))

  7. ვერ ვკიტხულობ წიგნების ელ.ვერსიას და მომკალით :(
    არადა კარგი იქნბოდა რომ შემეძლოს, წასაკიტხი კიდევ რამდენია….
    ბავშვებს კი თუ წიგნზე გავზრდით ეყვარებათ ჩვენსავით წიგნი ;)

  8. წიგნი წიგნია და ვინც წიგნის ‘გემო’ იცის, იმისთვის ვერც ქინდლი ვერ იქნება შემცვლელი და ვერც ვერანაირი ელ-წიგნი…

    და, ისე მთავარია იკითხო, თორე დანარჩენი გემოვნების ამბავია ))

    • კი ლუცი შენთვის წიგნი წიგნია და ვერაფერი შეცვლის, მარა მალე მისი გემო არ ეცოდინებათ, მაგრამ მთავარია იკითხონ და გემოს ვინ ჩივის ერთი :))) ჩემი აზრით:)

      • აჰა ნამდვილად))
        მარა არ მესმის, ძველი წიგნის სუნის და ყვითელი ფურცლების გარეშე რა მუღაი აქვს წიგნს <3

კომენტარის დატოვება ადვილია, სცადე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s